Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  როგორ მუშაობს სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოს ქალაქებში » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : როგორ მუშაობს სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოს ქალაქებში
ნანახია: 1366

წარმატებული ექსპერიმენტი: მარნეულის მუნიციპალიტეტი
როგორ მუშაობს სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოს ქალაქებში

კავკასიის რეგიონში პირველი (და ერთ-ერთი პირველი მთლიან პოსტ-საბჭოთა სივრცეში) საქართველოში, კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2015 წელს საპილოტო პროექტის „ადგილობრივი გააქტიურება - თანამონაწილეობრივი ბიუჯეტი მარნეულში“ (Local Activation through Participatory Budget of Marneuli (KD008/WD/2015)) განხორციელება დაიწყო. თანამონაწილეობრივი სამოქალაქო ბიუჯეტი არის ბიუჯეტის გამჭვირვალობის სიმბოლო, რომელიც ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტი მუშაობს ღიად და მზადაა ჩააბაროს ანგარიში მუნიციპალურ სახსრებზე. ეს არის დემოკრატიის ერთ–ერთი მექანიზმი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას თავად გადაწყვიტონ, თუ რაში დახარჯონ ფული და ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტზე.

ეს მექანიზმი პირველად შემოღებულ იქნა ბრაზილიის ქალაქ პორტა–ალეგრიში 1989 წელს და შემდგომში გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. გასულ წელს საქართველოში, კერძოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთობლივი ბიუჯეტირების საკითხებზე პირველი ექსპერიმენტის ჩატარება დაიწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტი შედის ქვემო ქართლის რეგიონის შემადგენლობაში. ის განლაგებულია საქართველოს სამხრეთ ნაწილში, ისტორიული ბორჩალის ტერიტორიაზე (ქვედა ქართლის ნაწილი).
აღნიშნული ექსპერიმენტის ინიცირება მოახდინეს არაკომერციულმა ორგანიზაციებმა, მათ შორის ფონდმა „სხვა სივრცე“ და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთიანი კავკასია.“ პროცესის ორგანიზებას თითქმის ერთი წელი დასჭირდა. პროექტი „ადგილობრივი გააქტიურება - თანამონაწილეობრივი ბიუჯეტი მარნეულში“ (Local Activation through Participatory Budget of Marneuli (KD008/WD/2015)) თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამით.

თავდაპირველად, ორგანიზაცია One Caucasus-ისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისთვის ორგანიზება გაუკეთდა ვორქშოფებს, რათა ბიუჯეტის ამ უზარმაზარი პროექტის მთლიანი პროცესი დაგეგმილიყო. შემდეგ, სამი რეგიონული ვორქშოფის განხორციელების პროცესში, პროექტში ჩაერთო 118 მონაწილე 43 სოფლიდან. მათ შეისწავლეს თუ როგორ მუშაობს / ნაწილდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და აგრეთვე გაიგეს თანამონაწილეობრივი ბიუჯეტის იდეა. ზემოთხსენებული მონაწილეები მუშაობდნენ ჯგუფებში, რათა დაესახელებინათ თავიანთი სოფლების საკვანძო პრობლემები თანამონაწილეობრივი ბიუჯეტისთვის. მარნეულის მცხოვრებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი პროექტები მოცემული ბიუჯეტისთვის. საერთო ჯამში თანამონაწილეობრივი ბიუჯეტი იქნება მარნეულის მუნიციპალიტეტის მთლიან ბიუჯეტში 5%-ზე მეტი.

შემდგომში, პროექტმა გადაინაცვლა ადგილობრივი ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ. ვინაიდან, დღესდღეობით, სამოქალაქო ბიუჯეტის მექანიზმი არ არის გამყარებული საქართველოს კანონმდებლობით, ექსპერიმენტი დაიწყო მარნეულის თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს ინიციატივით. მარნეულის მუნიციპალიტეტი გახდა პირველი საქართველოს მასშტაბით, სადაც გადაწყდა სამოქალაქო ბიუჯეტის გამოცდილების გამოყენება და გამოყოფილ იქნა მუნიციპალიტეტის ფულადი სახსრებიდან 5%, რაც აღემატება 1,5 მლნ. ლარს. თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით, გამოყოფილ იქნა ადგილობრივი ბიუჯეტის ნაწილი, რომელიც განაწილდებოდა უშუალოდ მოქალაქეების მიერ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტი თეონა ტყემალაძე აცხადებს: „ჩვენი რაიონის თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია პროექტში მონაწილეობა. პროექტი უნდა იყოს საზოგადოებრივი და მთლიანად ფინანსდებოდეს საბიუჯეტო სახსრებით. ასევე მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული ზონისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობას. პროცედურის დასაწყებად ონლაინში უნდა შეივსოს განაცხადი.

წინასწარ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე სპეციალისტები მოსახლეობას უწევდნენ კონსულტაციებს პროექტის მომზადებაზე და ასევე აძლევდნენ რჩევებს პროექტის ღირებულების თაობაზე, ვინაიდან შემოთავაზებაში უნდა აისახოს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სავარაუდო თანხა.

სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებ–გვერდზე www.marneuli.gov.ge"

პროექტზე განაცხადი განიხილება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი პროექტს მიანიჭებს შესაბამის კატეგორიას, მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტი, ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი პროექტი, საგანმანათლებლო ან სოციალურ–კულტურული პროექტი. შემდეგ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი რეკომენდაციას აძლევს რაიონის მმართველს ინიციატივის სპეციალურ საბჭოზე განხილვის თაობაზე.
საბჭო განიხილავს პროექტს შემდეგი კრიტერიუმებით: ტექნიკური ასპექტები (პროექტის განხორციელების შესაძლებლობა), ფინანსური ასპექტები (წარმოდგენილი პროექტის სავარაუდო ღირებულების შეფასება), პროექტის განხორციელების ვადები და აღნიშნული პროექტის საზოგადოების ინტერესებში თავსებადობა.

ამის შემდეგ იმართება სპეციალური კომისიის შეხვედრა, რომელზეც იქნება მიღებული საბოლოო დასკვნა. კომისიის ყველა სხდომა არის საჯარო. მოქალაქეები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილება, დასვან კითხვები და დაიცვან პროექტები.

შარშან პროექტი ხორციელდებოდა შემდეგნაირად: სხვადასხვა ერთეულების მცხოვრებლებისთვის ჩატარდა სემინარები, რომლებზეც მოხდა პროექტის არსთან გაცნობა. დისკუსიების დროს მოქალაქეები ასახელებდნენ მათ სოფლებში მნიშვნელოვან და აქტუალურ პრობლემებს. ასევე ჩატარდა სპეციალური ტრენინგები მოქალაქეებისთვის პროექტების შედგენის წესებზე. ამის შედეგად, წინასწარ განსაზღვრული სამი ზონიდან გამოიგზავნა 49 პროექტი, მათგან 34 პროექტი განხორციელდება 2016 წლის განმავლობაში.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი ყველა პროექტი განსხვავდებოდა ერთმანეთისგან მასშტაბით, მათ რიცხვში ასევე იყო ქალაქ მარნეულის განვითარების პროექტები, გზების მშენებლობის პროექტები, სათამაშო მოედნების მშენებლობის პროექტები და ა.შ.
როგორ მუშაობს სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოს ქალაქებში
ნესტან ნამგალაძე, 34 წლის, დევნილი სამაჩაბლოდან 2008 წლიდან (ნესტანი ცხოვრობს მარნეულის რაიონის შაუმიანის დასახლებაში. ამ დასახლებაში ცხოვრობს სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული 217 ოჯახი):
„შაუმიანის დასახლებაში სამაჩაბლოდან დევნილების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე არსებობდა სკვერი. როდესაც შევიტყვე აღნიშნული პროექტის შესახებ გადავწყვიტე, რომ ჩემი პროექტი მიმეძღვნა სკვერის კეთილმოწყობისთვის. სკვერის ფართი შეადგენს 80 კვ. მეტრს. პროექტი შემუშავდა სპეციალისტების დახმარებით, თავიდან მე მოვითხოვე 50 ათასი ლარი. მაგრამ ბიუჯეტი შემცირდა 35 ათას ლარამდე. მე ვთვლი, რომ ეს პროექტი სასარგებლოა არა მხოლოდ იძულებით გადაადგილებული პირების კომპაქტურად დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისთვის, არამედ სხვა დანარჩენი მოქალაქეებისთვისაც. ეს ადგილი გახდება მოსახლეობის კომუნიკაციის და რაიონში გადაადგილებული პირების ინტეგრაციის ადგილი“.

ამალია ურიუმოვა აფხაზეთიდან დევნილია. მარნეულში ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 70 ოჯახი. ამალია არის ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელიც აერთიანებს 12 კორპუსის მოსახლეობას (როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე დევნილებს).
მარნეულში მცხოვრებმა ამალია ურიუმოვამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში წარმოადგინა დიდი გასართობი პარკის (6 ჰა) მშენებლობის პროექტი, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტის დასაქმება მოხდება. პარკი უნდა განლაგდეს ქალაქის ზოლში, ცენტრალური ავტობანის გასწვრივ. ეს პროექტი 2017 წლისთვის ქალაქის განვითარების გეგმაში შევიდა. მისი თქმით, მიწა უნდა დარჩეს სახელმწიფოს საკუთრებაში. ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს კაფეები, რესტორნები, საბავშვო ატრაქციონები და ა.შ.

„პარკმა უნდა იმუშაოს საღამოს საათებში გვიანობამდე, ვინაიდან დღისით მოსახლეობა დასაქმებულია ძირითადად სასოფლო–სამეურნეო სექტორში. ახალგაზრდობა უნდა გაერთოს. ეს ეხება არა მხოლოდ მამაკაცებს, არამედ ქალებსაც, ვინაიდან, მისი აზრით, მარნეულში არსებული ყველა გართობა, ძირითადად, განკუთვნილია მამაკაცებისთვის. მეორე პროექტი ეხება სათამაშო მოედნის მშენებლობას, პროექტის ღირებულება შეადგენს 15 ათას ლარს. მისი განხორციელება დაიწყო მიმდინარე წელს. ის განლაგებულია მარნეულში ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, რომელშიც ასევე ცხოვრობს აფხაზეთიდან 70 დევნილი ოჯახი.

2010–2017 წწ. საქართველოს რეგიონალური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარებაში მოსახლეობის მონაწილეობის ეფექტურობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

მარნეულის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი (გამგებელი) მერაბ ტოფჩიშვილი აცხადებს: „თვითმმართველობის ორგანოების რეფორმაში პოლონეთს აქვს დიდი მიღწევები. აქედან გამომდინარე, მე როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელს ხშირად მიწევს პოლონეთში გამგზავრება ცოდნის მიღების და გამოცდილების გაცვლის მიზნით. ერთ–ერთი ტრენინგის მსვლელობაში, მე პირველად გავიგე პროექტზე „სამოქალაქო ბიუჯეტი“. ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება ჩემს მუნიციპალიტეტში ამ პროექტის დანერგვაზე. კოლეგები თავდაპირველად ეჭვის თვალით მიყურებდნენ, ვინაიდან მარნეულში ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების და რელიგიური კონფენსიების ადამიანები და ეს ფაქტი ართულებს მმართველობას.

პრინციპში, შემიძლია აღვნიშნო, რომ მოსახლეობიდან მიღებული იდეები ძირითადად შეესაბამებიან ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს. ჩვენ ვცდილობთ არ დავკარგოთ მოსახლეობიდან მიღებული არცერთი ინიციატივა, თუ ინიციატივა მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მაგალითად, წელს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ–აჯლოში უკვე დასრულდა სამუშაოები სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში - მოსახლეობამ მოითხოვა ოთხ პატარა ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ დამატებით კიდევ ოთხი ქუჩის ასფალტირება. რეალურად, გამოვიდა მსხვილი პროექტი, რომლის ბიუჯეტმა შეადგინა 200 ათასი ლარი.“

შარშან, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა დაახლოებით 300 პროექტი. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით: „2013 წლიდან რაიონის ძირითად პრობლემას წარმოადგენდა წყალმომარაგება. მოსახლეობის მხოლოდ 15% იღებდასასმელ წყალს. ეს პროგრამა უმეტესწილად მოგვარებულია, მაგრამ პრობლემები რჩება. ამ ეტაპზე, პირველ ადგილზეა შიდა გზების მშენებლობა. პრაქტიკის მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტის მართვაში მოსახლეობის ჩართულობისთვის, პირველ რიგში, საჭიროა, მოსახლეობასთან კომუნიკაციების დამყარება.

ჩვენ მუდმივად ვმართავთ სხვადასხვა შეხვედრებს მოსახლეობასთან, რომლებზეც ჩვენ ვიხილავთ ამ ადამიანების პრობლემატურ საკითხებს. ამის შედეგად, მოსახლეობისთვის განკუთვნილი მიღების დღის (ორშაბათის) გარდა, მე ვმართავ შეხვედრებს მოსახლეობასთან მთელი კვირის განმავლობაშიც კი. ეს ხდება სხვადასხვა საზოგადოებრივი თავმოყრის ადგილებში, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ფორმატში.“

პირველ წელს, პროექტის განხორციელებისთვის, რაიონი გაიყო სამ ზონად: მარნეული, შულავერი და სადახლო. 2017 წლისთვის რაიონი გაიყო ექვს ზონად, თითოეული ზონისთვის გამოყოფილია 250 ათასი ლარი, მათგან მსხვილ პროექტებზე 200 ათასი ლარი და ხუთ მცირე პროექტზე თითოზე 10 ათასი ლარი. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ყველა სოფელს შეეძლოს მონაწილეობის მიღება 2017 წლის პროექტში. 2017 წელს პროექტზე „სამოქალაქო ბიუჯეტი“ ასევე გამოყოფილია 1,5 მლნ. ლარი.

მიმდინარე წელს უკვე შემოტანილია 100–ზე მეტი პროექტი, ინტერესი საკმაოდ დიდია. ამ პროექტის ინიციატორების სარგებელია მათი პირადი დაინტერესება. პრაქტიკიდან ჩანს, რომ პროექტში „სამოქალაქო ბიუჯეტი“ მოსახლეობის წარმატებული ჩართულობისთვის, პირველ რიგში, საჭიროა მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება. მიმდინარე წელს თითოეულ ზონაში დაინიშნენ კოორდინატორები, პროექტის უფრო წარმატებული განხორციელებისთვის, რომელთა საქმიანობა ფინანსდება იგივე ფონდის „სხვა სივრცე“ მიერ.

მიმდინარე წელს, ერთობლივი ბიუჯეტირება უნდა განხორციელდეს საქართველოს შვიდი რეგიონის თორმეტ მუნიციპალიტეტში: ოზურგეთი - გურიაში; ხარაგაული, საჩხერე და წყალტუბო – იმერეთში, ლაგოდეხი – კახეთში; ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო – ქვემო ქართლში, ონი – რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთში, წალენჯიხა – სამეგრელო–ზემო სვანეთში და გორი (ქალაქი და მუნიციპალიტეტი) შიდა ქართლში. გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარდა ტრენინგები გორში, ხარაგაულში და საჩხერეში. ჩვენს მაგალითზე მოთხოვნილი იყო სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების საკუთარი მოდელის წარდგენა. ძალიან აქტიურობდა გორის მუნიციპალიტეტი, რომელიც უახლეს მომავალში დაიწყებს სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის განხორციელებას.

2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 105,3 ათას ადამიანს. მარნეულის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შედგება აზერბაიჯანელებისგან.

ლიკა ჟორჟოლიანი


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა