Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  ქუთაისში პირველი მზის ხის პრეზენტაცია ჩატარდა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : ქუთაისში პირველი მზის ხის პრეზენტაცია ჩატარდა
ნანახია: 1318

ქუთაისში პირველი მზის ხის პრეზენტაცია ჩატარდა
ქუთაისის რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელთან არსებულ სკვერში ჩატარდა გვირილის ფორმის “მზის ხის” პრეზენტაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გვირილის ფორმის “მზის ხე”, როგორც სუფთა და უსაფრთხო ენერგიის წყარო ჯანსაღი გარემოსათვის. მზის გვირილის ფურცლებზე დამაგრებული მზის პანელები გარდაქმნის მზის ენერგიას ელექტრო ენერგიად და საშუალებას იძლევა მასზე დამონტაჟებული დასამუხტი საშუალებებით დღე-ღამის განმავლობაში 50-60 და ერთდროულად 30 ელექტრო მოწყობილობის დამუხტვა. მზის გვირილის შექმნა შესაძლებელი გახდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სათემო სოციალური მარკეტინგის საპილოტე კამპანიის ფარგლებში.
ქუთაისში პირველი მზის ხის პრეზენტაცია ჩატარდა
ამავე დღეს, ჩატარდა ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროექტის დემონსტრირება საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ ბაზაზე, სადაც დამონტაჟდა ქსელთან მიერთებული ფოტოვოლტაიკური განათების სისტემა, დამონტაჟდა 2000 ლიტრი ტევადობის მზის სისტემაზე მომუშავე წყალგამაცხელებელი სისტემა, რომელიც მიუერთდა არსებულ, ბუნებრივ აირზე მომუშავე ცხელ წყალმომარაგების სისტემას, ტორპედოს ბაზის შენობაში არსებული 350 ცალი არაეფექტური (ვარვარა) ნათურები შეიცვლა ენერგოდამზოგი ნათურებით. პროექტი განახორციელდა კავშირი „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“-ს მიერ BP-სა და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორების, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)/„ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ თანადაფინანსებით. პრეზენტაციებს დაესწრნენ ქ. ქუთაისის თვითმმართველობის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯია-ს, BP- საქართველოსა და ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლები. დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამას განახორციელებს ‘ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯია’ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/USAID მხარდაჭერით. ამ პროექტის საშუალებით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო/USAID მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ენერგოეფექტური და სუფთა ენერგიის ღონისძიებების გატარებით კლიმატის ცვლილებების შერბილების უზრუნველყოფას და ამასთან, საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის უფრო მეტად პასუხისმგებლიან მართვასა და განვითარებას.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა