Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  სტუდენტური კონკურსი “ჩემი რუსთაველი” » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : სტუდენტური კონკურსი “ჩემი რუსთაველი”
ნანახია: 971

სტუდენტური კონკურსი “ჩემი რუსთაველი”
ოთხშაბათს, 9 მარტს, 18:00 საათზე, რუსთაველის თეატრში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ერთობლივად წარადგენენ სტუდენტური ნაშრომების ეროვნულ კონკურსსა და გენდერული თანასწორობის კამპანიას „ჩემი რუსთაველი“.
პრეზენტაცის გახსნიან გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - თამარ სანიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი - ჰელენა სანჩო.
პრეზენტაციის მსვლელობაში გაიმართება მცირე თეატრალური წარმოდგენა - რუსთაველის თეატრის მსახიობები წაიკითხვენ ნაწყვეტებს „ვეფხისტყაოსნიდან“. ხოლო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტის ხელმძღვანელი - ქეთევან მახარაშვილი ისაუბრებს გენდერული თანასწორობის გრძელვადიანი კამპანიის შესახებ, რომელიც 2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება ჩატარდება გენდერული თანასწორობის წლევანდელი კვირეულის ფარგლებში, რომელიც ტრადიციულად მარტის პირველ დღეებში იმართება.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა