Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  ანანდას ცენტრმა ინდოეთის ელჩს უმასპინძლა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : ანანდას ცენტრმა ინდოეთის ელჩს უმასპინძლა
ნანახია: 1381

ანანდას ცენტრმა ინდოეთის ელჩს უმასპინძლა
9-10 აპრილს თბილისში საქმიანი ვიზიტით ინდოეთის ელჩი სომხეთსა და საქართველოში დოქტორი სურეშ ბაბუ იმყოფებოდა. სხვადასხვა მიმდინარე საკითხთან ერთად, ვიზიტის მთავარი მიზანი გახდა საერთაშორისო იოგის დღის აღნიშვნა საქართველოში, რომელიც ინდოეთი საელჩოს პატრონაჟით ჩატარდება.
გაერთიანებული ერების ასამბლეაზე, რომელიც 2014 წლის 11 დეკემბერს გაიმართა, იოგის საერთაშორისო დღედ 21 ივნისი დაწესდა.
სწორედ ამ პროექტის ჩატარების მიზნით ინდოეთის ელჩი თბილისში მდებარე იოგის ცენტრ ანანდას ეწვია. ცენტრში სამუშაო შეხვედრას ელჩთან ერთად კულტურის ატაშე რემეშიც ესწრებოდა. შეხვედაზე დეტალურად იქნა განხილული მომავალი ღონისძიების მიზნები და გეგმები. საუბრისას ელჩმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ამ პროექტში და რა როლი ენიჭება ყოველივე ამაში ანანდას ცენტრს .
ელჩისა და ცენტრის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდა. იგი მოიცავდა იოგის ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრას, ინფორმაციის გაცვლასა და იმ იოგის ცენტრებთან დაკავშირებას, რომლებიც მომავალში გადაწყვეტენ ჩაერთონ მსოფლიო მარათონში.
ვიზიტის დასასრულს ელჩი, ინდოეთის საელჩოს კულტურის ატაშე და საქართველოში პროექტის კომუნიკაციების ხელმძღვნელი მაიკო ჩიტაშვილი საქმიანი ვიზიტით ქალაქ თბილისის ვიცე მერს ირაკლი ლეკვინაძეს შეხვდნენ, სადაც ასევე განიხილეს დედაქალაქის მსოფლიო მარათონში ჩართვის საკითხი.
მსოფლიო იოგის დღე წელს პირველად ჩატარდება და მასში მონაწილეობის სურვილი უკვე ასობით ქვეყანამ და ქალაქმა გამოთქვა. ღონისძიების მიზანია ჯანრთელი ცხოვრების პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება იოგის შესახებ. მსოფლიო იოგის დღე გინესის რეკორდსმენობასაც გეგმავს, როგორც ყველაზე მასშტაბური მარათონი იოგის ისტორიაში.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა