Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  მეტი ქალი პოლიტიკაში » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ივლისი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : მეტი ქალი პოლიტიკაში
ნანახია: 1022

მეტი ქალი პოლიტიკაში
2015 წლის 6 მარტს, 19:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის, სახელმწიფო კანცელარიისა და პარლამენტის შენობების ფასადებს გაანათებს პროექციები არჩევით ორგანოებში გენდერული კვოტების თემაზე.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე განათდება მწვანედ, ხოლო პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის შენობები - ყვითლად. ეს ფერები სიმბოლურად დაანახებს საზოგადოებას საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუციების დამოკიდებულებას გენდერული კვოტების მიმართ.
პროექციებში ასევე გამოყენებული იქნება სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს პარლამენტისა და თვითმართველობის ორგანოებში ქალთა მონაწილეობის შესახებ 1992 წლიდან დღემდე.
საინფორმაციო აქციის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.
აქცია გაიმართება 2015 წლის გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, რომლის წლევანდელი სლოგანია „ძლიერი ქალი - ძლიერი საზოგადოება“.
გენდერული თანასწორობა საქართველოს პოლიტიკაში: 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 18 ქალია წარმოდგენილი, რაც პარლამენტის წევრთა რაოდენობის 12%–ს შეადგენს. პარლამენტში ქალთა რაოდენობის მიხედვით საქართველოს 104-ე ადგილზეა 189 ქვეყანას შორის. ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა რაოდეობა 11.6%-ია.
გენდერული კვოტები: ქალთა კვოტების სისტემა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია არჩევით ორგანოებში გენდერული ბალანსის უზრუნველსაყოფად. გენდერული კვოტა - სპეციალური დროებითი ზომაა. მისი შემოღებით პოლიტიკური პარტიები იღებენ ვალდებულებას შეიყვანონ პარტიულ სიებში ქალების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა