UNICEF-ის ახალ პროექტ "იმეჯინს" საქართველოც შეუერთდება » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    მაი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
» ბულგარული გამოფენა ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : UNICEF-ის ახალ პროექტ "იმეჯინს" საქართველოც შეუერთდება
ნანახია: 1336

UNICEF-ის ახალ პროექტ "იმეჯინს" საქართველოც შეუერთდება
30 ნოემბერს, 16:00 საათზე, "თბილისი მოლში" დაგეგმილი აქციით - "იმღერე მომავლისთვის და გაუგზავნე მესიჯი მთელს მსოფლიოს" UNICEF-ის ახალ პროექტს საქართველოც შეუერთდება. პროექტმა უკვე გააერთიანა მსოფლიოს ცნობილი ხელოვანები: დევიდ გეტა, იოკო ონო, ჰიუ ჯეკმანი, იუნისეფის ელჩები: ქეითი პერი, ანჟელიკ კიდჯო, დანიელა მერკური, პრიანკა ჩოპრა, იუნა კიმი. პროექტის მხარდამჭერებმა ერთობლივად ჩაწერეს ჯონ ლენონის მშვიდობის ჰიმნად აღიარებული სიმღერა "Imagine" და მსოფლიოს გაუგზავნეს მთავარი გზავნილი - გაერთიანდნენ ბავშვთა უფლებების გარშემო.
გლობალური პროექტის მიზანია კიდევ ერთხელ გააერთიანოს მთელი მსოფლიო და ერთად შეკრიბოს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბავშვებზე ზრუნვა და მათი უფლებები.
2014 წლის ნოემბერში საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლისთავს. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, მიმოვიხილოთ ის პროგრესი, რაც 25 წლის მანძილზე იქნა მიღწეული სახელმწიფოთა მიერ ბავშვთა უფლებების დასაცავად და საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ პრობლემებს, რომლებიც ჯერ კიდევ დგას ბავშვების წინაშე.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა