Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  აღმოაჩინე ლატვიური მოდა - თბილისში » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : აღმოაჩინე ლატვიური მოდა - თბილისში
ნანახია: 1576

აღმოაჩინე ლატვიური მოდა - თბილისში
25 ნოემბერს ი. გრიშაშვილის სახელობის ისტორიულ მუზეუმ ქარვასლაში გაიმართა ლატვიური მოდის ჩვენება. ღონისძიება ორგანიზებული იყო ლატვიის დღეების, „აღმოაჩინე ლატვია“-ს ფარგლებში. აღნიშნული მოდის ჩვენებით, ლატვიას სურს, სოლიდური საფუძველი ჩაუყაროს ქვეყნებს შორის უფრო ღრმა და ახლო ურთიერთობას მოდისა და დიზაინის სფეროში.
ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ლატვიის შვიდი წამყვანი დიზაინერის 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია - ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ბრენდების კოლექციები, როგორიც არის: Natalija Jansone, Keita, Cinnamons Atelier, One Wolf, Red Salt და წარმატებული დამწყები ბრენდი Nina. ასევე გამოცდილი ბრენდი ბავშვთა ხაზში Aristocrat Kids.
ლატვიური მოდის დიზაინი უნიკალურია თავისი ისტორიული სარჩულიდან გამომდინარე. მას შესწევს უნარი ძალიან ლამაზად შეუხამოს ერთმანეთს ძველი ტრადიციული ნაკეთობები და თანამედროვე მოდის გამოწვევები. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ლატვიური მოდის სახლები მიიჩნეოდა ერთ-ერთ წამყვან მოდის სახლებად მთელ საბჭოთა კავშირში.
ლატვიელი დიზაინერების სამოსი აერთიანებს სხვადასხვა დიზაინერის ინდივიდუალურ სტილსა და ხედვას, ხარისხსა და კომფორტულობას. მისი საერთო მახასიათებლებია წმინდა ხაზები, სილუეტის შეგრძნება, და გამბედაობა. ჩვენება კარგი დასაწყისი და მცდელობაა საერთაშორისო სივრცეში ლატვიური მოდის მომავალი განვითარებისთვის.
ლატვიელი მოდის დიზაინერები წარმოდგენილნი არიან ლატვიური მოდის პალატის მიერ, რომელიც შეიქმნა სწორედ იმ მიზნით რომ წარმოაჩინოს ლატვიური მოდა და ბრენდები ერთ მთლიანობაში. ლატვიური მოდის პალატა აერთიანებს 30-ზე მეტ დიზაინერულ ბრენდს. ძირითადი მიზანი კი არის ლატვიური მოდისა და დიზაინერული პროდუქტების წარდგენა და გავრცელება უცხოულ ბაზრებზე.
ლატვიის დღეები „აღმოაჩინე ლატვია“ იმართება ლატვიის ინვესტიციისა და განვითარების სააგენტოს, ლატვიის რესპუბლიკის საელჩოსა და ევროპის რეგიონალური განვითარების ფონდის ეგიდით.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა