პრობლემები, შესაძლოა, ნენსკრაჰესის განხორციელებასაც შეექმნას » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    მაი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
» ბულგარული გამოფენა ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : პრობლემები, შესაძლოა, ნენსკრაჰესის განხორციელებასაც შეექმნას
ნანახია: 1426

პრობლემები, შესაძლოა, ნენსკრაჰესის განხორციელებასაც შეექმნას

მდინარე ნენსკრაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტზე საუბარი კვლავ განახლდა. 2014 წლის მარტში დადებული შეთანხმების მიხედვით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-მ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების ხელშესაწყობად, ინვესტორთა დასაინტერესებლად და მოსაზიდად, პროექტის სახელშეკრულებო და ფინანსური დოკუმენტაციის მოამზადება დაიწყო. დაგეგმილი საპროექტო მონაცემების მიხედვით, 210 მეგავატი სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური სვანეთში, მდინარე ნენსკრაზე უნდა აშენდეს, რომლის პოტენციური გამომუშავება 1.2 მილიარდი კვტ/საათი იქნება. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 570 მლნ აშშ დოლარია, ხოლო მშენებლობის ვადა ხუთი წელი.
2014 წლის თებერვალში „საპარტნიორო ფონდმა“ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ნენსკრაჰესის პროექტი გააცნო. "ვეძებთ საიმედო ინვესტორს, რათა განვახორციელოთ 570 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულების ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე იქნება 210 მგვტ, წლიური გამომუშავებით 1.2 მილიარდი კვტ/საათი ", - განუცხადა ირაკლი კოვზანაძემ მსოფლიო ბანკის ჯგუფის „მრავალმხრივი საინვესტიციო საგარანტიო სააგენტოს“ რეგიონალურ მენეჯერებს. პროექტში საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-იც „საპარტნიორო ფონდის“ მოწვევით ჩაერთო.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, ისევე როგორც სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ნენსკრაჰესის განხორციელებასაც შეიძლება ხელი შეეშალოს. „ცოტა ხნის წინ გაჟღერდა მდინარე ნენსკრაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა არ არის და განსახლების პრობლემა ამ პროექტის განხორციელებისას არ იქმნება, შესაძლოა ამ პროექტს პრობლემა მაინც შეექმნას. შეექმნება იმის გამო, რომ ხელისუფლება ვერ იღებს დროულ გადაწყვეტილებებს, გაურბის პასუხისმგებლობის აღებას პრობლემების მოგვარებაზე. ხუდონჰესთან, აჭარის წყალთან და შემდგომ უკვე ნენსკრასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ჰქონდეს პრინციპული პოზიცია. ნესკრაჰესის შემთხვევაშიც გამოჩნდებიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხელუხლებელ ტყის მასივს, ან მსგავს პრობლემას მოიმიზეზებენ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ გააჩაღებენ ბრძოლას.“¬- აცხადებს „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე.
რუსეთმა გასული წლის ბოლოს გამოაქვეყნა ახალი ენერგეტიკული დოქტრინა. დოქტრინის მთავარი ქვაკუთხედი და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო საკითხი უკავშირდება ერთ დეტალს: რუსეთის მიზანია უახლოეს წლებში განვითარებადი ქვეყნები რაც შეიძლება მეტად ენერგოდამოკიდებულები გახადოს რუსულ ეკონომიკასა და ენერგეტიკაზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვნად იზრდება საფრთხე ენერგოდამოუკიდებლობის პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით და ყველა მცდელობა, რომელიც საქართველოში მიმართული იქნება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლების მიმართულებით, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის რუსულ ახალ ენერგეტიკულ დოქტრინასთან. საქართველოში გარკვეული ძალები არიან მართულნი და მათი აქტივობა უკავშირდება არაკეთილმოსურნე ქვეყნების ინტერესებს.
„ხუდონჰესის პროექტი არის ტესტი ხელისუფლებისთვის - თუ რას აკეთებს ის ინვესტორებისთვის და ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. რას აკეთებს ხელისუფლება არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი პროგრამებით და ხელშეკრულებებით, არამედ პრაქტიკული ქმედებებით. ხუდონჰესის განხორციელების პროცესში კარგად გამოჩნდა, თუ რას უნდა ელოდეს პოტენციური ინვესტორი საქართველოს მთავრობისგან. უნდა ელოდეს მხოლოდ განცხადებებს, გადავადებებს და ასე შემდეგ... თუ უნდა ელოდეს მხარდაჭერას, კუთვნილი უფლებების განხორციელებაში დახმარებას, რომელიც დღეს საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული“ - აცხადებს ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი.
„ნენსკრაჰესის“ მშენებლობას საფუძველი, ჯერ კიდევ 2012 წლის მარტში საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა. ჰესს ჩინური კომპანია „Sinohydro“ აშენებდა. მესტიაში, მდინარე ნენსკრაზე სეზონური რეგულირების ჰიდროელექტროსადგურის „ნენსკრაჰესის“ მშენებლობა 5 წელიწადში უნდა დასრულებულიყო. ჰესის დაგეგმილი დადგმული სიმძლავრე 210 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 1,2 მილიარდ კვტ/საათს შეადგენდა. ზამთრის პერიოდში ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება 260 მლნ კვტ/საათი უნდა ყოფილიყო. „ნენსკრაჰესის “ მშენებლობაზე 1200 ადამიანის დასაქმდება იგეგმებოდა და მთლიანი ღირებულება 630 მლნ აშშ დოლარი იყო.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა