Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  . » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ივლისი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : .
ნანახია: 1400

ფინანსისტებს მიაჩნიათ, რომ „ხუდონჰესი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია საქართველოსთვის
.
საქართველოს ჰიდროენერგოპოტენციალის გამოყენების მნიშვნელობაზე, სხვა ალტერნატივების არარსებობის გათვალისწინებით და მსხვილი ჰესებით ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ათვისების აუცილებლობაზე ფინანსისტები საუბრობენ:
ხუდონჰესის 1,2 მილიარდიან დოლარიან საინვესტიციო პროექტზე საუბრისას ფინანსისტი გიგი ღლონტი აღნიშნავს, რომ ცხადია სხვა რესურსების არმქონე ქვეყანამ ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.
ამასთან მისი როლი საინვესტიციო შიმშილისას უფრო იზრდება. გასათვალისწინებლია რომ 2013 წელს ენერგეტიკის სექტორის ინვესტირებაზე მოდიოდა მთლიანი ინვესტიციების 22% – 198 მლნ აშშ დოლარი. ხუდონჰესის საინვესტიციო ბიუჯეტი 1,2 მლრდ აშშ დოლარია, მისი აშენება კი ქვეყანას დამატებით 702 მგავატ სიმლავრეს მისცემს.
ბანკირი გიორგი გზირიშვილი აღნიშნავს, რომ ჰესის მშენებლობისთვის ყველა საფუძველი არსებობს. პროექტი ინვესტორებისთვის საინტერესოა, ქვეყნისთვის კი სასიცოცხლო. მისი საინვესტიციო მიმზიდველობა კი ინვესტორების მხრიდან ვალდებულებების გაზრდას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გარანტიებს განაპირობებს, რაზეც „ტრანსელექტრიკა“ თანახმაა.
ინვესტორებთან ერთად ფინანსისტები გარემოს დამცველთა მიდგომას იზიარებენ და მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული და მინიმიზებული უნდა იყოს გარემოზე ზემოქმედება. პროექტის ავტორთა მტკიცებით ეს თანაფარდობა მაქსმალურად არის დაცული.
„ ნებისმიერი განვითარებული, თუ საქართველოს მსგავსი ეკონომიკის ქვეყნებმა ეს დილემა მარტივად გადაჭრეს. არჩევანი განვითარებაზე გააკეთეს, მითუმეტეს რომ საქართველო ყველაზე მომგებიან სასტარტო პოზიციაზეა. ქვეყნის ჰიდრორესურსების 25%–ია მხოლოდ ათვისებული. ამასთან, ჩვენს ქვეყანაში 1 სულ მოსახლეზე, მხოლოდ 2 000 კვ/სთ ელექტროენერგია მოდის და ამ მაჩვენებლით სხვა ქვეყნებს, მათ შორის განვითარებადს რამდენჯერმე ჩამოვრჩებით. მაგალითად ნორვეგიაში, ეს თანაფარდობა 1/25 000კვ/სთ-ია.“-ამბობს გიორგი გზირიშვილი.
საქართველოში მდინარეთა ენერგეტიკული პოტენციალი დაანგარიშებულია, რომლის თანახმად, თეორიულად, წელიწადში 135 მლრდ კვ/სთ ელექტრონერგიის წარმოებაა შესაძლებელი, ტექნიკურად - 68 მლრდ კვ/სთ-ის, ეკონომიკურად კი ხელმისაწვდომია 32 მლრდ კვ/სთ-ის წარმოება. თუმცა, ამჟამად გამოყენებულია,მხოლოდ ¼- 8 მლრდ კვ/სთ.
აზერბაიჯანული „რაბიტაბანკის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ შურღაია აღნიშნავს, რომ „ხუდონჰესის" პროექტის დეტალების კურსში არ არის, თუმცა ფიქრობს, რომ ამ პოტენციალის გამოყენება, მათ შორის დიდი ჰესების მშენებლობა აუცილებელია.
„იდეალური გადაწყვეტილებები არ არსებობს. ჰესების მშენებლობა იწვევს გარემოზე ზემოქმედებას. ვფიქრობ, დიდი ჰესის მშენებლობა სასურველია და შესაძლებელიც, ისე, რომ მოტანილი სარგებელი ზიანს აჭარბებდეს", - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.
ქართულ ბანკებს ხუდონის მასშტაბის მსხვილის ჰესების დაფინანსების გამოცდიულება ჯერ არ გააჩნია, თუმცა „საქართველოს ბანკის" დირექტორთა საბჭოს წევრი არჩილ გაჩეჩილაძე იმედოვნებს, რომ ამის დროც მოვა.
არჩილ გაჩეჩილაძე ენერგოსექტორში ბანკების მონაწილეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორი ძირითადი მიზეზის გამო - საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობა და ინვესტორების მოძიება.
ამასთან, არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოს ბანკი" სისტემატიურად აკვირდება სექტორს და შესაბამის კვლევებს აქვეყნებს, მათ შორისაა "საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების პოტენციალი“, რომლის განახლებულ ვერსიას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.




 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა