Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  . » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ივლისი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : .
ნანახია: 1019

ირაკლი ღარიბაშვილი: „ხუდონჰესის პროექტი ნამდვილად მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის“
.
ხუდონჰესის აშენების აუცილებლობასა და ქვეყნის ეკონომიკისა და ენერგეტიკისთვის მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია უცვლელია. პროცესებში საზოგადოების ჩართულობასა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების აქტივობასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს: “ბუნებრივია, მივესალმებით დამოუკიდებელი ექსპერტების ინიციატივას ჩაერთონ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში. განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული მდგრადობისთვის როგორიც ხუდონჰესია, საჭიროებს ეფექტურ თანამშრომლობას ყველა დაინტერესებული მხარეს შორის.
აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასა და აუცილებლობაზე მთავრობაში კითხვები არ არსებობს. მთავარია პროექტი განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. ჩვენ ამოცანაა ვუზრუნველყოთ პროექტის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, ხელი შევუწყოთ ინვესტორს დროულად დაასრულოს განსახლების გეგმის მომზადება და მასთან დაკავშირებული სამუშაოები. ამასთან ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და უფლებები სამართლიანი კომპენსაციებისა და სარგებლის მიღების მიზნით.
დღესაც აქტიურად მიმდინარეობს პროექტის დოკუმენტაციაზე მუშაობა გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების სრულად განხილვის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით. არაერთხელ ჩატარდა განხილვები ხუდონჰესის განხორციელებასთან დაკავშირებით მოსახლეობის მონაწილეობითაც და სწორედ სოციალური საკითხები არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური.”
თავად პრემიერ მინისტრს არაერთხელ აქვს დაფიქსირებული თავისი პოზიცია ხუდონჰესის უმნიშვნელოვანეს პროექტთან დაკავშირებით: "დარწმუნებული ვარ, ინვესტორი კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა პროცესი და განუმარტავს მოსახლეობას, თუ რას ითვალისწინებს ხუდონჰესის პროექტის მშენებლობა.
თავის მხრივ, მთავრობა და ენერგეტიკის სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მოსახლეობას ამ პროექტის მნიშვნელობის შესახებ და მისი პერსპექტივების თაობაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ პროექტმა ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ჩემი ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტი ნამდვილად განსაზღვრავს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. " _ აცხადებს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა