Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  პროექტების მართვის კოლეჯმა 82 კურსდამთავრებული გამოუშვა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ოქტომბერი 2018    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : პროექტების მართვის კოლეჯმა 82 კურსდამთავრებული გამოუშვა
ნანახია: 1554

პროექტების მართვის კოლეჯმა 82 კურსდამთავრებული გამოუშვა

პროექტების მართვის კოლეჯმა (PMC) “თბილისი ივენთ-ჰოლში” პირველი საზეიმო გამოსაშვები საღამო გამართა. პროექტის მართვის მაგისტრის სერტიფიკატი კოლეჯის 82 კურსდამთავრებულს გადაეცა.

პროექტების მართვის კოლეჯი თავისუფალ უნივერსიტეტში შარშან კომპანია “BP”-ს მხარდაჭერით გაიხსნა. სასწავლებელი საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორების წარმომადგენლებს მართვის კომპლექსურ და ინტეგრირებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობს, რომლის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს “BP”-ს მოწვეული კომპანია ESI International-ი _ მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაცია პროექტების მართვის სფეროში.

პროექტების მართვის კოლეჯის სასწავლო პროგრამა შვიდი მოდულისაგან შედგება: პროექტის მართვა, პროექტის ხელმძღვანელობა; მართვა და კომუნიკაცია; რისკების მართვა, დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი, ხარისხის კონტროლი პროექტის მენეჯერებისთვის, პროექტის მართვის პროგრამები და მოსამზადებელი კურსი პროექტების მართვის დიპლომირებული სპეციალისტის (PMP) გამოცდისათვის.
მსოფლიოში აღიარებული პროექტის მართვის მაგისტრის სერტიფიკატს, რომელსაც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი გასცემს, კურსდამთავრებულები პროგრამის შვიდივე მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებენ.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა