Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის ახალი პროექტები » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის ახალი პროექტები
ნანახია: 1637

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის ახალი პროექტები

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის ინიციატივით, თურქეთის საკურორტო ქალაქ კუშადასში ხელი მოეწერა დოკუმენტს ბათუმისა და კუშადასის დამეგობრების შესახებ. ორი ქალაქის პარტნიორობისა და დამეგობრების სურვილის შესახებ დეკლარაცია ბათუმისა და კუშადასის მერებმა ქალაქის მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ გააფორმეს. გამოიყო პრიორიტეტული საკითხები, რომელთა შესახებ ინფორმაციის გაზიარება მნიშვნელოვნად დაეხმარება ბათუმს შემუშავებული განვითარების სტრატეგიის განხორციელებასა და ქალაქის მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვაში. ბათუმის მერის რობერტ ჩხაიძის მოწვევით დაიგეგმა კუშადასის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი ბათუმში, რომლის დროსაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის პრეზიდენტის მამუკა სხვიტარიძის განცხადებით, ეს ფაქტი სამთავრობო და ბიზნეს-სექტორის ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთი პრაქტიკული მაგალითია.

საქართველოს ბიზნეს-შესაძლებლობების პოპულარიზაციისა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით 2010 წელსვე კუშადასში გაიხსნება ქართული სახლი, სადაც, კულტურულ ღონისძიებებთან ერთად, გაიმართება საქართველოს საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციები, რითაც ხელი შეეწყობა ქართველი მეწარმეების თურქეთის და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან პარტნიორობას.

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია შავი და კასპიის ზღვის ბიზნეს-ასოციაციების კავშირის (UBCCE) სრულუფლებიანი წევრია. 2010 წლის 12 მარტს, UBCCE-ს გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის წევრმა ბიზნეს-ასოციაციებმა გამოთქვეს სურვილი, ადგილზე გაეცნონ საქართველოს ბიზნეს-შესაძლებლობებს. ამ მიზნით, 2010 წლის ოქტომბერში საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია თბილისში ბიზნეს-ფორუმს გამართავს, რომელსაც შავი და კასპიის ზღვის ქვეყნების ბიზნეს-ასოციაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია 2008 წელს დაარსდა. მისი მიზანია წევრი კომპანიების მსოფლიო და ადგილობრივი ბაზრის დინამიურობის შესაბამისად განვითარება, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებთან კონტაქტების დამყარება და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით ეფექტური ბიზნეს პროექტების განხორციელების ხელშეწყობა. კონფედერაციის პარტნიორები არიან საქართველოს ბაზრის შესწავლით დაინტერესებული საერთაშორისო და უცხოური კომპანიები, რომელთაც სჭირდებათ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია და რეალური კონტაქტები. საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის სტრატეგიულ მიზანს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, დასაქმების დონის ამაღლება და ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა წარმოადგენს.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა