Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  ლექცია-სემინარი აქტუალურ საკითხებზე » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

პუბლიკაციები : ლექცია-სემინარი აქტუალურ საკითხებზე
ნანახია: 774

ლექცია-სემინარი აქტუალურ საკითხებზე
ა(ა)იპ საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის“ სასწავლო ცენტრში (მისამართზე: თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, ეგნატე ნინოშვილის 55, მეხუთე სართული,საკონფერენციო დარბაზი), ფედერაციის ხარისხის მონიტორინგის და კონტროლის კომიტეტის ინიციატივით, 31 იანვარს ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე:
- აუდიტის ხარისხის კონტროლი - ზოგადი მიმოხილვა;
- ეთიკის კოდექსი პროფესიონალი ბუღალტრებისთვის.

ლექცია-სემინარს ესწრებოდნენ: ფედერაციის ხელმძღვანელები, ფედერაციის წევრი აუდიტორები, ბუღალტრები, ფინანსური მენეჯერები, კომპანიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
ლექცია-სემინარს უძღვებოდა ალექსანდრე ოქრომჭედლიშვილი – აბფმ ფედერაციის ხარისხის მონიტორინგის და კონტროლის კომიტეტის ხელმძღვანელი.
დამსწრე აუდიტორიას აუდიტის ხარისხის კონტროლის შესახებ ზოგადი მოთხოვნები და პროცედურები გააცნო შპს „გრანთ თორნთონ-ახვლედიანის“ პარტნიორმა ლევან ცაბაძემ;
აუდიტის ეთიკის კოდექსის არსი და ძირითადი პრონციპების შესახებ მიმოხილვა გააკეთა ფედერაციის ეთიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შპს „თჯ ბეგა აუდიტის“ პარტნიორმა სერგო ხურცილავამ.

ლექცია-სემინარი კარგად იყო ორგანიზებული და მსმენელთა მოწონება დაიმსახურა.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, ეს რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელიც სრულიად უფასო ჩატარდა ფედერაციის წევრებისთვის. ასეთი ღონისძიებები შემდგომშიც გაგრძელდება. გადაწყვეტილი გვაქვს კვლავ დავუბრენდეთ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელს და და ავანსის დღგ-ით დაბეგვრის თემასც ამჯერად უკვე პრაქტიკულ ასპექტებში. ლექცია-სემინარები ჩატარდება ფედერაციის წევრთა ინტერესების და მოთხოვნების გათვალისწინებითაც.

საგანგებოდ მინდა შევეხო ერთ საკითხს: სამწუხაროდ, აუდიტორული მომსახურების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ელექტონულ სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტები დემპინგური ფასებით ეცილებიან ერთმანეთს და იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე იაფ (არაგონივრულ ფასს) დააფიქსირებს, რაც ეთიკის ნორმების აშკარა დარღვევის გარდა, არაჯანსაღ კონკურენციას, მომსახურების ხარისხის ხარჯზე აუდიტორის პრესტიჟის დაკნინებას უქმნის მოტივაციას და დაუშვებელია.
საგანგაშოა ისიც, რომ ხშირად, სატენდერო პირობები კორუფციულ ნიშნებს შეიცავს, რამდენადაც წინასწარვე გათვლილია გარკვეული წრის აუდიტორული კომპანიებისთვის, ხელოვნურად უქმნიან მათ გამარჯების წინაპირობას და თავიდანვე გამორიცხულია სხვა აუდიტორული კომპანიების ჩართვა ჯანსაღ კონკურენციაში.

დღევანდელი ლექცია-სემინარი პრევენციულ მიზნებსაც ემსახურება. ეს ერთგვარი განაცხადიცაა იმისა, რომ ამიერიდან მსგავსი შემთხვევების მიმართ მოვახდენთ მკაცრ რეაგირებას და ფედერაციის წევრებმა არ უნდა დაუშვან ანალოგიურ ვითარებაში მოხვედრა - განაცხადა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ ელფუჯა აფრიდონიძემ.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა