ბერნეისის პიარ კოლეჯი სწავლების 11 წლიან გამოცდილებას აზიარებს » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    მაი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
» ბულგარული გამოფენა ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

პუბლიკაციები : ბერნეისის პიარ კოლეჯი სწავლების 11 წლიან გამოცდილებას აზიარებს
ნანახია: 1121

ბერნეისის პიარ კოლეჯი სწავლების 11 წლიან გამოცდილებას აზიარებს
საქართველოში პიარ სფეროს განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტი უნივერსიტეტი და სასწავლო ცენტრი ინტერესდება ამ მიმართულებით და ყველა მათგანი სხვადასხვა კურსებსა და ტრენინგებს გვთავაზობს.
საერთო კი ერთი აქვთ: ყველა მათგანი პროფესიონალების ვორკშოფებსა და მაღალკვალიფიციურ ტრენინგებს გვპირდება.
ვის უნდა ვენდოთ, ღირს თუ არა ამა თუ იმ კურსზე თანხისა და დროის დახარჯვა? მივიღებთ თუ არა იმას, რასაც ველით?
კურსების რაოდენობის ზრდასთან ერთად, არჩევანის გაკეთება სულ უფრო რთული ხდება.

ცოტა ხნის წინ პიარ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი კოლეჯი „ბერნეისის პიარ კოლეჯი“ გამოჩნდა.

თქვენთვის გადაწყვეტილების მიღების გამარტივების მიზნით, კოლეჯის მთავარ ღირებულებებსა და უპირატესობებზე კოლეჯის დამფუძნებლებს ვესაუბრეთ.

• 11 წლიანი გამოცდილება პიარის სწავლების სფეროში;
• მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ტრენერთა გუნდი;
• სწავლების ახალი მეთოდები;
• განსხვავებული პროგრამა;
• ედვარდ ბერნეისის მიდგომების დანერგვა
- ეს იმ კრიტერიუმთა ჩამონათვალია, რაც ბერნეისის პიარ კოლეჯს სხვა სასწავლო ცენტრებისგან გამოარჩევს და ალბათ საკმარისი ჩამონათვალი გადაწყვეტილების მისაღებადაც.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, გთავაზობთ ინტერვიუს კოლეჯის დამფუძნებლებთან ნინა პერტენავასა და ელდარ პირმისაშვილთან.

რატომ გადაწყვიტეთ პიარ კოლეჯის დაფუძნება და რა არის მისი მთავარი მისია და დანიშნულება?

ელდარ პირმისაშვილი: - ბერნეისის პიარ კოლეჯის მისიაა საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შექმნა და პიარ სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. სტანდარტების შექმნით და კარგად მომზადებული კადრებით კი გვინდა რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში პიარის სფეროს განვითარებაში.
ნინა პერტენავა: - საქართველოში პიარი ჯერ ძალიან ახალგაზრდა დარგია და ამიტომ აუცილებელია პროფესიონალების სიმრავლე, რომ სწორი მიმართულებით ჩამოყალიბდეს.
ამ სფეროში ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს საქართველოში და ჩვენი მიზანია, მათი სახელები მსოფლიო დონის სპეციალისტების რიცხვს შევმატოთ.
რატომ ედვარდ ბერნეისის სახელობის?
ელდარი: - როდესაც ვფიქრობდით, რა მეთოდებზე და რა სწავლებაზე დაგვეფუძნებინა ჩვენი კოლეჯი, ბერნეისის მდიდარი გამოცდილება და მისი ნაშრომები გახდა ჩვენი ინსპირაციის წყარო.
ედვარდ ბერნეისი პიარის დამფუძნებელი და ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი იყო. მან ჩამოაყალიბა პიარის ძირითადი პრინციპები და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ პროფესიის განვითარებაში. ბერნეისს „პიარის მამას“ უწოდებენ. იგი მეოცე საუკუნის მსოფლიოს 20 ყველაზე გავლენიანი ადამინიების სიაში შევიდა.
ჩვენი გუნდი ამ ადამიანის მიდგომებს იზიარებს და მისი მეთოდებით ვხელმძღვანელობთ პიარ კოლეჯის სწავლების დროს.
ვისთვის არის განკუთვნილი კოლეჯის პროგრამები, ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?
ელდარი: შეიძლება ითქვას, რომ ყველასთვის, ვისაც ეს სფერო აინტერესებს.
გვაქვს პროგრამები სტუდენტებისთვის და სპეციალისტებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას.
განსხვავებული პროგრამა გვაქვს უკვე დასაქმებული პიარის და საკომუნიკაციო ურთიერთობების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, რომლებსაც ცოდნის გაღრმავება და პროფესიული განვითარება სურთ.
პიარი სწრაფად განვითარებადი პროფესიაა და ამ სფეროში მომუშავე ყველა ადამიანმა ფეხი უნდა აუწყოს მიმდინარე ცვლილებებს. სწორედ ასეთი ადამიანები წარმოადგენენ ჩვენს სამიზნე აუდიტორიას.
ნინა: გამომდინარე იქიდან, რომ ისეთი თემები და მასტერ-კლასები გვაქვს, რომელიც საინტერესო და საჭიროა არა მხოლოდ პიარ სპეცილისტებისთვის, არამედ დირექტორებისა და მენეჯერებისთვის, ჩვენს სამიზნე აუდიტორიას მმართველობის ეს რგოლიც წარმოადგენს.
რა არის ის, რაც გამოგარჩევთ სხვა კონკურენტებისგან. რატომ უნდა მოვიდნენ თქვენთან და არა სხვასთან?
ელდარი: კოლეჯში გაერთიანებულია მაღალი დონის თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ტრენერების 11 წლიანი გამოცდილება. ჩვენი ტრენერების სახელები წლების მანძილზე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებთან და იდეებთან ასოცირდება. ჩვენი ყველა ტრენერი სწავლის ბაზარზეა დასაქმებული და კარგად იცნობენ არსებულ ვითარებასა და საჭიროებებს.
გვყავს ტრენერების მრავალრიცხოვანი გუნდი მრავალფეროვანი გამოცდილებით. ეს კი მსმენელს საშუალებას აძლევს გაეცნოს განსხვავებულ შეხედულებებს და სწავლების განსხვავებულ მეთოდებს.
ამას გარდა, ჩვენი კოლეჯი პირველია, რომელმაც მასტერ-კლასების მიდგომა დანერგა ამ სფეროში. მოკლე დროში, პრაქტიკულად სწავლობ შენთვის საინტერესო საკითხს.
ნინა: იმის გარდა, რომ ჩვენი გუნდი გამოირჩევა ამ დარგისადმი სიყვარულითა და საქმისადმი დამოკიდებულებით, გვაქვს სწავლების გამორჩეული მიდგობა. ჩვენი მიზანია, არა მარტო გავცეთ ცოდნა და გავაზიაროთ გამოცდილება, არამედ ვაკონტროლოთ უკუკავშირი: რამდენად სწორად მიიღო მსმენელმა ინფორმაცია და რამდენად შეძლებს მიღებულის პრაქტიკაში გამოყენებას.
ამ დროისთვის კოლეჯი მომხმარებელს მასტერ კლასებს სთავაზობს შემდეგ თემებზე:
პიარი, მაკრეტინგი, ღონისძიებების დაგეგმვა, პიარ კამპანიების დაგეგმვა და მართვა, კრიზიუსლი პიარი, პიარი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, იმიჯმეიკინგი.
უახლოეს მომავალში კი ბერნეისის პიარ კოლეჯი ახალ მიმართულებებით, განახლებული და დატვირთული პროგრამით, ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას.




 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა