Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  თბილისში მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ივლისი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

პუბლიკაციები : თბილისში მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება
ნანახია: 1483

საქართველოში ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნისას ირლანდიის გამოცდილებას გამოიყენებენ
თბილისში მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება
„ინოგეიტის“ პროექტის დახმარებით, თბილისში მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ქალაქის ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელის, გიორგი ჩაჩანიძის ინფორმაციით, ამ დროისათვის მერიაში მომავალი ცენტრის კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს...
INOGATE-ის ტექნიკური სამდივნოს ორგანიზებით, 15-19 ივნისს ქალაქ დუბლინში (ირლანდია) გაიმართა კომბინირებული სასწავლო-გაცნობითი ღონისძიება თემაზე „მდგრადი ენერგეტიკის საკითხებში ინფორმირებულობის ამაღლება“.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს საქართველომ და მოლდოვამ გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმები მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო ცენტრების შექმნის კუთხით. შესაბამისად, დუბლინის სასწავლო სემინარს ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ღონისძიებაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების, ასევე კლიმატის ცვლილებების საკითხები.
თბილისის მთავრობის წარმომადგენლის, გიორგი ჩაჩანიძის თქმით, თბილისი მერების შეთანხმებას 2010 წელს შეუერთდა, რითაც დედაქალაქმა იკისრა ვალდებულება, 2020 წლისთვის СО2-ის გამონაბოლქვი შეამციროს არანაკლებ 20 %-ით, „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებაში წვლილის შეტანისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზით. ამ მიზნით მიმდინარე წლის შემოდგომაზე ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება. საწყის ეტაპზე ცენტრი თბილისის მერიის შენობაში განთავსდება. მისი მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მათი გამოყენების უპირატესობის თემაზე ინფორმაციის მიწოდება იქნება. ცენტრი ასევე შეუწყობს ხელს ენერგიის განახლებადი წყაროებით (მზისა და ქარის ენერგიის გამოყენება) სარგებლობის პოპულარიზაციას.
უახლოეს მომავალში ამგვარი ცენტრები საზოგადოებრივ შენობებში მთელი ქალაქის მასშტაბით ამოქმედდება. რასაკვირველია, ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი დაფინანსების საკითხია. საწყის ეტაპზე შესაძლებელია ფინანსების ნაწილის ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფა. ასევე იგეგმება უცხოური ფონდებიდან გრანტების მოზიდვა.
„ენერგოეფექტურობის საკითხებში მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისათვის აქტიური მუშაობის პარალელურად, იგეგმება ექსკურსიების მოწყობა საინფორმაციო ცენტრში როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის, ისე უფროსკლასელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვები ადრეული ასაკიდანვე მივაჩვიოთ ენერგიის ეკონომიას“, აღნიშნა გიორგი ჩაჩანიძემ.
საინფორმაციო ცენტრი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგეტიკის გამოყენების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების გაერთიანების საშუალებას იძლევა. იგეგმება იმ კომპანიების მოზიდვა, რომლებიც სხვადასხვაგვარ ენერგოეფექტურ მასალას აწარმოებენ. ცენტრი ასევე ითანამშრომლებს აღნიშნულ სექტორში მომუშავე სავაჭრო ფირმებთან. შესაძლოა, ამ კომპანიებმა მოსახლეობასთან მუშაობისთვის თავიანთი კონსულტანტები გამოყონ.
გიორგი ჩაჩანიძე დასძენს, რომ თბილისის მერია ენერგიების განახლებადი წყაროების პოპულარიზაციის მიზნით იწყებს ახალ პროექტს სახელწოდებით „მზის ხე“. პროექტის თანახმად, ქალაქის ერთ-ერთ პარკში დამონტაჟდება მზის პანელები, რომელთა დახმარებითაც დაიტენება მობილური მოწყობილობები და პლანშეტები. საპილოტო პროექტი მიმდინარე წელს ამოქმედება.
„გამოცხადდება ტენდერი იმ კომპანიის შესარჩევად, რომელიც პროექტს განახორციელებს. შესაბამის ფინანსურ რესურსებს თბილისი მთავრობა გამოყოფს. თუ პროექტი წარმატებული აღმოჩნდება, ანალოგიური მოწყობილობები დედაქალაქის სხვა პარკებშიც დამონტაჟდება“, აცხადებს თბილისის მთავრობის წარმომადგენელი.

ლიკა ჟორჟოლიანი


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა