SOS! საკონსტიტუციო სასამართლოს დანაშაული მიუძღვის! » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

პუბლიკაციები : SOS! საკონსტიტუციო სასამართლოს დანაშაული მიუძღვის!
ნანახია: 1325

SOS! საკონსტიტუციო სასამართლოს დანაშაული მიუძღვის!
SOS!

საკონსტიტუციო სასამართლოს დანაშაული მიუძღვის!

Qui tacuit, cum loqui debuit et potuit, consentire videtur!

პაატა კოღუაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ზაურ ჯინჯოლავა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი


ბუნებრივია, რომ დღევანდელ საქართველოს მდგომარეობაში მყოფი მცირე ქვეყნის იდეოლოგია _ ანუ პასუხი კითხვისა, ,,რით სჯობია ამ ქვეყნის და მისი სახელმწიფოებრიობა მათ არ არსებობას?” _ უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს (განსაკუთრებით ეს ეხება ქვეყანას, რომლის ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია და რომელიც ყოველდღიურად ელის ახალ შემოტევას გარედან და ღალატს შიგნიდან):
1. საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთ ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა, ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი საზოგადოების მშენებლობისათვის თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის ერთობლივი მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზაციისათვის.
2. საქართველოს ყველა მოქალაქე განურჩევლად სქესისა, რასისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა, კანის ფერისა, დაბადების ადგილისა და ა.შ. თანასწორია.
მოქალაქეთა თანასწორობა მდგომარეობს:
ა) თანასწორობაში კანონის წინაშე
ბ) უფლებაში, რომ იგი და მისი შთამომავალნი, აწ და მარადის, საქართველოს მიწა-წყალს და ბუნებრივ რესურსებს განიხილავდნენ როგორც თავის სარჩენ (საარსებო) ბაზას და როგორც თავისი ყოველმხრივი თვითრეალიზაციის სივრცეს თანამედროვე ცივილიზაციური დონისა და შესაძლებლობების შესაბამისად.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია ყველა კანონმდებლობითი და პრაქტიკული კონკრეტული ღონისძიება იხმაროს, რათა საქართველოს მოქალაქეთა შთამომავლობას შეუნახოს აღნიშნული შესაძლებლობები შეუმცირებებლი სახით.
თქმულიდან გამომდინარეობს, რომ
_ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, თავისი მოქალაქეების შთამომავლობა დაიცვას არა მხოლოდ სამხედრო, ეკოლოგიური, ეპიდემიური და სხვა მასობრივი კატასტროფებისაგან, არამედ სასურსათოსგანაც (ანუ სტაბილური და მასობრივი შიმშილობისაგან), კონკრეტულად _ მუდმივად და უცვლელად ჰქონდეს ხელთ ის მინიმალური რესურსი, რომ თავის მოსახლეობას (ბუნებრივია, მზარდ თაობათა მანძილზე) ბიოლოგიურად აუცილებელი კალორიები მისცეს. ამისი ერთადერთი რეალური გზაა _ თავის მიერ კონტროლირებადი პოტენციალის საზღვრებში შეინარჩუნოს ის საწარმოო სიმძლავრეები, რომლებიც საკმარისია, რათა თავის მოქალაქეთა შრომის საჭირო ნაწილი საკვებად მოსახმარ მასალად გარდაქმნას. ასეთი საწარმოო სიმძლავრე, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს და ვერ ექნება, არის მხოლოდ მიწა. მცირემიწიანი საქართველოს მიწის გასხვისება იმგვარ პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და იურიდიულ სივრეცეში, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო დაკარგავს კონტროლს მის ფუნქციონირებაზე თავისი ამ დანიშნულების _ საქართველოს მოქალაქეთა რჩენის _ მიმართულებით, ყველა შემთხვევაში არის სახელმწიფო ღალატი _ ან ნებსითი და მიზანმიმართული, ან არაკომპეტენტურობით გამოწვეული და უნებური.
_ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია თავისი მოქალაქის წინაშე, რომ უზრუნველყოს გარანტირებული პირობები იმისა, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებებლი რესურსები არ შემცირდეს, და
_ უზრუნველყოს იმიგრაციის საკმარისად მკაცრი კონტროლი, საქართველოს მოქალაქეთა გამრავლების ტემპების გავლით, რომ საქართველოს მოქალაქეთა შთამომავლობა განჭვრეტად მომავალში არ დადგეს სასურსათო, ეკოლოგიური, კრაუდინგული, ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური და სხვა სახის მძიმე გამოწვევბის წინაშე.

***
ქართველი ერისათვის მიწა-წყლის წართმევის მცდელობას იმდენივე ხნის ისტორია აქვს, რამდენიც იმის ცოდნას დანარჩენი მსოფლიოს მიერ, რომ საქართველო "ღვთის მიერ კურთხეული ადგილია", ანუ, თავისი ფართობისადმი პროპორციის მხრივ, ბუნებისგან ბევრად უფრო უხვად დასაჩუქრებული ადგილია, ვიდრე დედამიწის დანარჩენი ტერიტორია საშუალოდ. ეს მცდელობა ხორციელდება არა მხოლოდ გეოსტრატეგიული ქმედებების დონეზე (დაპყრობა, აყრა და ა.შ.), არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის დონეზეც. სახელდობრ, თვით საქართველოს სინამდვილეში იმგვარი &№96;მშვიდობიანი~ დივერსიული ცვლილებების განხორციელების (ან სათანადო მცდელობის) დონეზეც, რომლებმაც შედეგად უნდა მოიტანონ ფაქტობრივი და ფსიქოლოგიური ბმის შესუსტება საქართველოს მიწასა და მის კანონიერ პატრონს, ქართველ ერს შორის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ამავე დროს მომხსენებელმა მოსამართლემ გიორგი პაპუაშვილმა 2012 წლის 26 ივნისს გაატარა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს პლენუმის გადაწყვეტილება №3/1/5/512”, რომლითაც გაუქმდა უამისოდაც უაღრესად არასრულყოფილ, სახელდობრ, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესთა უგულებელმყოფელ ~სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ~ საქართველოს კანონში გათვალისწინებული შეზღუდვები უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასა და საკუთრებაში ქონაზე. ამით საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწა – ქართველი ერისა და საქართველოს ყველა მოქალაქის და მათი შთამომვლობის საარსებო ბაზა აწ და მარადის – გატანილი აღმოჩნდა მსოფლიოს ღია ბაზარზე, სადაც, დღესდღეობით და უახლოეს წლებში საქართველოს საყოველთაო გაღატაკების ფონზე, მოსახლეობის მთელი მასა არაკონკურენტუნარიანია საქართველოს მიწის მითვისების აუარებელ უცხოელ მსურველთან შედარებით. ამ ოპერაციის მიზანი და მოტივაცია, ხელისუფალთა ანგარების პარალელურად, სხვა არა არის რა და სხვა ვერა იქნება რა თუ არ საქართველოს დემოგრაფიული დექართველიზაცია და მისი მიწა-წყლის ათვისება ახალი, გარედან მოყვანილი ან ბუნებრივად იმიგრირებული მოსახლეობის მიერ. პაპუაშვილის ეს შეუნიღბავად ანტისახელმწიფოებრივი მანევრი თავისი განხორციელების ფორმით (სახელდობრ, არგუმენტაციის სიმულაციით, რომელიც ცდილობს იურისპრუდენციისა და ზოგადად ჰუმანიტარული ცოდნის სფეროში მიღებული მეცნიერული ტერმინოლოგიით ოპერირებას), ემყარება _ ერთის მხრივ, სრულ არაინფორმირებულობას ამ სფეროებში, მეორეს მხრივ, ასევე სრულ უცოდინარობას – ან: უცოდინრობის სიმულაციას – იმ მოვალეობათა და ვალდებულებათა თაობაზე, რომლებიც აქვს სახელმწიფოს ადნმინისტრაციას თავისი ქვეყნის წინაშე და არჩეულ ხელისუფლებას – ამომრჩეველთა წინაშე. ამ უმეცრების დასამტკიცებლად ქვემოთ წარმოგიდგენთ არგუმენტაციას, რაც საკმარისია, რათა მხილებულ იქნას საკონსტიტუციო სასამრთლოს ამ აქტის მიზანმიმართულად ანტისახელმწიფოებრივი, პროფესიულად (დარგობრივად) არაკომპეტენტური, დანაშაულებრივად დესტრუქციული ხასიათი.
1. საქართველოს პარლამენტმა –2007 წლის 19 ივნისს, &№96;სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ~ საქართველოს კანონში შეიტანა ცვლილებები და დამატებები, რომლის ძალითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება მიეცათ როგორც საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხოელ და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საკუთრების უფლება მიეცათ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს, ხოლო უცხოელს – აგრეთვე იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ის მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე (მუხლი 4, პუნქტი 1). ამასთანავე, უცხოელები და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირები ვალდებული იყვნენ თავიანთ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მათზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში გაესხვისებინათ საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე (მუხლი 4, პუნქტი 11). ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს სასამართლო გადაწყვე¬ტი-ლებით და სათანადო კომპენსაციით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმეოდათ მათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (მუხლი 5, პუნქტი 12). სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისას გამოიყენებოდა &№96;აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმები (მუხლი 5, პუნქტი 13).
2. 2011 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა დანიის მოქალაქემ ჰეიკე ქრონქვისტმა, რომელიც ფაქტობრივად ითხოვდა ამ ცვლილებების და დამატებების კონსტიტუციურობის საკითხის გარკვევას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 47-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა დანიის მოქალაქე ქრონქვისტის სარჩელი, რითაც ფაქტობრივად გააუქმა კანონში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, რაც ჩვენ არა მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესთა თავლსაზრისით ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია, არამედ იურიდიულად დაუსაბუთებლადაც.
3. მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ მოყვანილი დებულებები საქართველოს კანონისა სავსებით შეესაბამება კონსტიტუციის 21-ე მუხლს და 47-ე მუხლის პირველ ნაწილს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუხებელია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობთ მიღების საყოველ-თაო უფლების გაუქმება. მაგრამ, ამავე მუხლის მეორე პუნქტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის დასაშვებად თვლის კონკრეტული სახის შემთხვევებში კონკრეტული სახის ნივთის მიმართ ამ უფლებათა შეზღუდვას. უფრო მეტიც, მესამე პუნქტი დასაშვებად თვლის ამ უფლებების არა მარტო შეზღუდვას, არამედ საკუთრების ჩამორთმევასაც სახელდობრ, მის კომპენსირებას კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს აუცილებლად უნდა ემსჯელა იმის თაობაზე, იყო და არის თუ არა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით გამოწვეული ის შეზღუდვები, რაც შეტანილი ცვლილებებით დაუწესდათ უცხოელებს.
ჩვენ შევეცდებით დავასაბუთოთ, რომ ის შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია უცხოელებისთვის, კერძოდ, ის, რომ უცხოელი ვალდებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში გაასხვისოს, გამოწვეულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით.
ჯერ ერთი, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ კონსტიტუცია არ იძლევა &№96;აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების~ მკაცრ დეფინიციას. ამ ცნების შინაარსის განსაზღვრა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს. სახელდობრ, მისი შინაარსი ცვალებადია აქტუალური პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად. მოქმედება &№96;აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის~ შეიძლება იყოს მიმართული საზოგადოებისთვის გარკვეული და გარდუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელი &№96;აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის~ შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მოტანის მიზნები. ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს ნორმაში, თუ რა &№96;აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის~ იყენებს მას. &№96;აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების~ არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად. ამასთანავე, კონსტიტუციურ მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ შეზღუდვის პროცესში აუცილებლად უნდა იქნეს შენარჩუნებული საკუთრების უფლების არსი.
ამასთანავე, საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის მოპასუხე მხარე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სახეზეა საზოგადოებრივი საჭიროება, რომლის დაკმაყოფილებასაც ემსახურება სადავო ნორმა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური: შესაძლებელია მისი შეზღუდვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროები-სათვის კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევაში.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და არა სხვა კატეგორიის მიწებზე. თუმცა, სახელმწიფომ ერთნაირად უნდა დაიცვას ხელყოფისგან ნებისმიერი კატეგორიის მიწები. ჩვენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე განსაკუთრებით იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ამ დანიშნულების მიწის ნაკვეთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი მცირემიწიანი აგრარული ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო. &№96;სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ~ კანონი მიზნად ისახავს, რომ ა) სამართლებრივად უზრუნველყოს მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობა და გააუმჯობესოს აგრარული სტრუქტურა, ბ) თავიდან იქნეს აცილებული მიწის ნაკვეთების დაქუცმაცება და არარაციონალური გამოყენება. ამასთანავე, მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების აკრძალვის მთავარი დანიშნულებაა უფრო მდიდარი ქვეყნების მოქალაქეთა მიერ იაფი მიწის მასობრივი შესყიდვის თავიდან აცილება, რამაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე. საკუთრების უფლების ასეთი შეზღუდვის მიზანია სახელმწიფოს საჯარო ინტერესი _ უზრუნველყოს მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობა და აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია სასოფლო-სამეურნეო მიწის სტრატეგიული მნიშვნელობაც ქვეყნის უშიშროების, გარემოს დაცვის, ეკონომიკისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, აუცილებლად უნდა იყოს კერძო საკუთრებაში, ან გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარის სტატუსში, მაგრამ საკუთრებისა არა უცხოელების ხელში, არამედ იგი მხოლოდ საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ყიდვა-გაყიდვის ობიექტს უნდა წარმოადგენდეს. ამასთან, სახელმწიფომ უნდა აიღოს ხელში მიწის ყიდვა-გაყიდვის, გაცვლის, ჩუქების, ანდერძის და სხვათა გაფორმების პრიორიტეტი და სრულად უნდა გამოირიცხოს მიწით სპეკულაციის, აგრეთვე უცხოელთა მიერ მიწის ხელში ჩაგდების ყოველგვარი სხვა სახის მცდელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი გლეხკაცი, როგორც მიწის მესაკუთრე, ძალიან ცოტა ან საერთოდ არ გვეყოლება, რადგან ქართველი გლეხკაცი დღეს ფინანსურად არაკონკურენტუნარიანია უცხოელებთან მიმართებაში, უცხოელებმა კი შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები სხვა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის გამოიყენონ – აგარაკების აგებით დაწყებული და სხვა ხრიოკ მიწიან ქვეყნებში წასაღებად ნაყოფიერი ზედაფენის მოჭრით დამთავრებული.
იმიგრაციული ნაკადების უკონტროლობა და საქართველოს მოქალაქეების უკიდურესი გაღარიბება უკვე იმის სრულიად რეალურ საფრთხეს ქმნის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდება. ეს საშიში პროცესი შედარებით უხმაუროდ მიმდინარეობს, მაგრამ თავისი მნიშვნელობით, ქვეყნის ვინაობისა და რაობის დაკარგვის ტოლფასია. ქვეყნები (ჩინეთი, ინდოეთი, არაბეთის რიგი სახელმწიფო, თურქეთი, ირანი, ისრაელი), რომლებიც უკვე გამოხატავენ ქართული მიწით დაინტერესებას, გამოირჩევიან უმწვავესი ჭარბმოსახლეობით და მცირემიწიანობით. საქართველოს მოქალაქეთა პროტესტის შესამსუბუქებლად, არის მცდელობა იმისა, რომ ეს პროცესი ინვესტიციების მოზიდვით გაამართლონ (მოქალაქეობის არმქონე პირებზე სოფლის მეურნეობის სავარგულების გაყიდვის გამართლება ქვეყანაში ინვესტიცების მოზიდვის საბაბით, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტურობისა და ახლომხედველობის შედეგია, რადგან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, განსხვავებით ურბანული მიწისგან, არ არის ინვესტიციატევადი და აქ ინვესტორის წახალისების პოლიტიკა ყველაფრის ფასად არ უნდა ტარდებოდეს ), _ თანაც ქართველი თანამდებობის პირები გვმოძღვრავენ და გვამშვიდებენ, &№96;მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებენ~. არ მოიკიდებენ, მაგრამ ამ მიწაზე დამკვიდრდებიან და ძალიან დიდი რაოდენობითაც, თუ დროზე არ მოვედით გონს, რადგან ამ ქვეყნების დემოგრაფიული და ეკონომიკურ-საფინანსო პოტენციალი იძლევა ვითარების დროის უმოკლეს პერიოდში შეცვლის პროგნოზს.
უკვე ვხედავთ ამ პროცესის შედეგებს. სახეზეა მოსახლეობათა ურთიერთ- შეუსატყვისობა, ისტორიის, ზნე-ჩვეულებების (ტრადიციის), რელიგიის, ზოგად- კულტურული ფონისა და აქსიოლოგიური ფონის მხრივ, მით უმეტეს _ ენის მხრივ. სტატუსდაკარგული ქართული სოფელი კარგავს ისტორიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ფუნქციას. ამიტომაც იზრდება დაძაბულობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობასა და ჩამოსახლებულ უცხოელებს შორის.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუცია არ იძლევა &№96;აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების~ მკაცრ დეფინიციას. მოქმედება &№96;აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის~ შეიძლება იყოს ის, რაც განკუთვნილი საზოგადოებისთვის გარკვეული და გარდუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. სწორედ საზოგადოებისთვის გარკვეული და გარდუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელია. ასეთია სასოფლო-სამეურნეო დანიშ¬ნულების მიწებზე უცხოელთა საკუთრების უფლების გარკვეული შეზღუდვაც. ასე, რომ &№96;სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ~ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები და დამატებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან. არსებული შეზღუდვები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ &№96;აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით~. მაგრამ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის შევსება უცხოელთა ახალი მასით, რომელიც ადგილობრივს აღემატება, არის კატასტროფა, რომლის აცილებაც ~საზოგადოებრივი საჭიროებაა~, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გაუგებარ ჭეშმარიტებად დარჩა! მეორე, არ შეიძლება არ დავეთანხმოთ მოპასუხის განმარტებას, რომელიც არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს არ ეკრძალებათ განახორციელონ ინვესტიცია სოფლის მეურნეობის სფეროში და იჯარით აიღონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, თუ იურიდიული პირი რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუნდაც მისი 100% წილის მფლობელი იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე, მას შეუძლია შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ვინაიდან იგი სრულად ექცევა საქართველოს იურისდიქციაში, მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობებში და სამართლებრივი ვალდებულებები აქვს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ზღუდავს ასეთი ტიპის საკუთრების მემკვიდრეობით მიღებას. შესაბამისად, არ ზღუდავს ამ უფლებას, თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ავალდებულებს უცხოელს, გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს მოქალაქეზე და მატერიალური სიკეთე მიიღოს ალტერნატიული სახით, ან შეუცვალოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს კატეგორია, როგორც ეს გათვალისწინებულია &№96;სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ათვისების, ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ~ საქართველოს კანონში, და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გამოიყენოს სხვა მიზნით. როგორც ვხედავთ, მიუხედავად სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, კანონმდებელი უცხოელს მაინც აძლევს შესაძლებლობას, დაარეგისტრიროს საქართველოში იურიდიული პირი, რომელიც შესაძლოა გახდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე. შესაბამისად, კანონმდებელი აწესებს ალტერნატივას. ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში ნორმა არაკონსტიტუციურად არ უნდა იქნეს მიჩნეული. ასე, რომ გასაჩივრებული ნორმები შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან. მესამე _ რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ მემკვიდრეობის უფლებას, იგი, როგორც სასამართლო აღიარებს, არ ირღვევა. სადავო ნორმით დადგენილი მემკვიდრეობით მიღებული მიწის გაყიდვის ვალდებულება არ ზღუდავს მემკვიდრეობის უფლებას, რადგან სადავო ნორმა უცხოელს აძლევს შესაძლებლობას, მემკვიდრეობით მიიღოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გახდეს მესაკუთრე და ამით სრულფასოვნად მოახდინოს მემკვიდრეობის უფლების რეალიზაცია. ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების წარმოშობის შემდეგ მასთან დაკავშირებული ნორმატიული რეგულირების შეფასება სცდება ადამიანის მემკვიდრეობის მიღების უფლებით დაცულ სფეროს.
4. სასამართლო გადაწყვეტილების 42-ე პუნქტში მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობასა და ადამიანის ძირითად უფლება-თავისუფლებებს ეხება, უფლებათა სუბიექტების განსაზღვრისას სხვადასხვა ტერმინოლოგიას იყენებს. კონსტიტუციის შესაბამის ნორმებში ვხვდებით შემდეგ ფორმულირებებს: &№96;ადამიანი~, &№96;ყველა~, &№96;ყველა ადამიანი~, &№96;ყოველი ადამიანი~, &№96;მოქალაქე~, &№96;საქართველოს მოქალაქეები~, &№96;საქართველოს ყოველი მოქალაქე~. ამით კონსტიტუცია მიჯნავს უფლებებს, რომელთა სუბიექტიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა, უფლებებისაგან, რომლებიც უნივერსალური ბუნებისაა და &№96;ყველაზე~ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება უნივერსალურია და იგი ეკუთვნის ყველას.
ეს მსჯელობა მცდარია. ჯერ ერთი, ზემოთ ჩამოთვლილი ტერმინები იხმარება თითქმის ყველა მუხლში, რომელიც შეეხება ადამიანის ძირითად უფლება-თავისუფლებას, მაგრამ არა ყველაში. არის გამონაკლისი: 34 მუხლიდან სამი მუხლია, სადაც არც ერთი ეს ტერმინი არ არის გამოყენებული. ასეთ გამონაკლისს მიეკუთვნება სწორედ 21-ე მუხლიც. უნდა დავეთანხმოთ სასამართლოს იმაში, რომ ის მუხლები, სადაც ნახმარია ტერმინები &№96;ადამიანი~, &№96;ყველა~, &№96;ყველა ადამიანი~, &№96;ყოველი ადამიანი~, &№96;მოქალაქე~, ეს უფლება ეკუთვნის ყველას და კონსტიტუციური ნორმა არ განსაზღვრავს უფლების სუბიექტთა ექსკლუზიურ წრეს, მათ შორის _ მოქალაქეობრივი ნიშნითაც. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ტერმინები არ იხმარება 21-ე მუხლის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს უფლება ვრცელდება პირველ რიგში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, ხოლო გავრცელდეს თუ არა იგი უცხოელებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, ეს კანონმდებელმა კონსტიტუციური ნორმით არ გადაწყვიტა, რომელიც ამაზე დუმს. კანონმდებელმა უფლება დაიტოვა, სახელმწიფოს საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ამ უფლების &№96;ყველაზე~ გავრცელების საკითხი გადაწყვიტოს არა კონსტიტუციური ნორმით, არამედ ორგანული ან მიმდინარე კანონმდებლობით. თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო (ვიმეორებთ კონსტიტუცია ამაზე დუმს) გადაწყვეტილების 68-ე პუნქტით იძულებულია აღიაროს, რომ სახელმწიფოს გააჩნია სუვერენიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივ სივრცეს, მათ შორის საკუთრების უფლების შინაარსს და ფარგლებს, თვითონ განსაზღვრავს.
მეორე, თუნდაც დავუშვათ, რომ ეს უფლება უნივერსალური ბუნებისაა და იგი &№96;ყველაზე~ ვრცელდება, სადავო ნორმა არ არის არაკონსტიტუციური, რადგან ეს გამონაკლისი დაშვებულია, სახელდობრ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების გამო.
5. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების 97-ე მუხლში, იშველიებს რა კონსტიტუციის მე 14 მუხლს, სადაც ნათქვამია, რომ &№96;ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია...~ ასკვნის, რომ კონკრეტული კონსტიტუციური უფლების დაცვის, უფლებით სარგებლობის ხარისხი საქართველოში მცხოვრები უცხოელისა და საქართველოს მოქალაქისათვის ერთნაირია. თანაც ამ დებულებას ამაგრებს კონსტიტუციის 47-ე მუხლით. (ეს დასკვნა იურიდიული ნონსენსია. კანონის წინაშე თანასწორობა ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ერთსა და იმავე იურიდიულ სიტუაციაში კანონი პეტრესა და პავლეს ერთნაირად ეპყრობა, და არა იმას, რომ მათ ერთნაირად ეპყრობა სხვადასხვა სიტუაციაში. მაგალითად, პეტრეს უფლებები უანდერძოდ გარდაცვლილი მამის სახლის მიმართ ვერ იქნება იგივე, რაც პავლესი ამავე სახლის მიმართ, და პირიქით. მოქალაქეობაც სიტუაციის ელემენტია და არა პიროვნებათა პრინციპული თანასწორობა-უთანასწორობისა. ეს დასკვნა ისეთივე აბსურდულია, როგორიც მოთხოვნა: რატომ მიგყავარ ჯარში და არ მიგყავს ჩემი მეზობელი უცხო მოქალაქე? სადაა ჩვენი თანასწორობა?)
უნდა ითქვას, რომ კანონის წინაშე იურიდიული თანასწორობა არ ნიშნავს ფაქტობრივ თანასწორობას. კონსტიტუცია განამტკიცებს მხოლოდ იურიდიული თანასწორობის უფლებას. სახელმწიფოს მიზანი არ შეიძლება იყოს არსებულ ფაქტობრივ განსხვავებათა ტოტალური გათანაბრება, რაც უტოპიაა და რაც არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს გონივრული მიზანი. კონსტიტუციის მე 14 მუხლის თანახმად, თანასწორობის სუბიექტია &№96;ყველა~ ადამიანი, მაგრამ ეს მუხლი არ ეხება უცხოელების განსაკუთრებულ სტატუსს. უცხოელებისათვის დადგენილი ფაქტობრივი და, რაც მთავარია, სამართლებრივი შეზღუდვები არ ეწინააღმდეგება თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. ამასთანავე, თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ ორი ან მეტი ურთიერთობა შეიძლება განვიხილოთ თანასწორად ან უთანასწოროდ თუ ეს ურთიერთობები არის მსგავსი და ამგვარად იძლევა შედარების საშუალებას. ერთმანეთს შეიძლება შევადაროთ მხოლოდ მსგავსი ურთიერთობები და არა ყველა. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თანასწორად შეიძლება იქნენ განხილულნი ის ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან მსგავს ვითარებაში. ბუნებრივია, რომ საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები და ასევე მოქალაქეობის არმქონე პირები არ იმყოფებიან თანაბარ მდგომარეობაში. კონსტიტუციის 27-ე მუხლით უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს სახელმწიფომ შეუძლია დაუწესოს პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა, ხოლო 47-ე მუხლის ძალით, კონსტიტუციითა და კანონით, როგორც გამონაკლისი, შეუძლია შეუზღუდოს ნებისმიერი უფლება.
6. რბილად რომ ვთქვათ, უსუსურია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლთან დაკავშირებით. მისი აზრით, აღნიშნული ნორმა კონსტიტუციური უფლებების მოქმედებას ავრცელებს და ადგენს გარანტიას, რომ კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული კონსტიტუციური უფლებები საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ვრცელდება საქართველოს მოქალაქეების თანაბრად, გარდა კონსტიტუციით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მოსამართლეებს რატომღაც &№96;ავიწყდებათ~, რომ ამ გამონაკლისის გათვალისწინება შეიძლება არა მარტო კონსტიტუციით, არამედ კანონითაც. ჩვენ შემთხვევაში სწორედ კანონით შეიზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გარკვეული უფლებები. კონსტიტუციის 47-ე მუხლი ადგენს არა ზოგადი ხასიათის თანასწორობას, თუმცა, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა