ტურიზმი » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

პუბლიკაციები : ტურიზმი
ნანახია: 2661

ტურიზმი
ტურიზმის უსაფრთხოებისა და სადაზღვევო დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი საკითხები

დავით ჭიოტაშვილი
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა მსოფლიოში. მას ბევრი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნოშვნელობა გააჩნია და რჩება სამუშაო ადგილების შექმნისა და პირდაპირი, თუ ირიბი დასაქმების უმნიშვნელოვანეს წყაროდ.
ტურისტების უსაფრთხოება და მათი სადაზღვევო დაცვის უზრუნველყოფა უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს ტურიზმის გეოგრაფიული არეალის გაფართოებასთან ერთად. თანდათანობით იკვეთება და უფრო საჭირო ხდება აღნიშნული საკითხი არა მარტო ჯანმრთელობის დაზღვევასთან მიმართებაში, არამედ სხვა მნიშვნელოვან, თუ უმნიშვნელო ნიუანსებში, რომლებიც დაკავშირებულია ტურიზმთან, ექსკურსიებთან, სამუშაო, თუ არასამუშაო ვიზიტებთან, მოქალაქეთა გადაადგილებისას თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან. დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია მოგზაურობის დაგეგმვისას. უცხო ქვეყანაში ჩასული ტურისტი ადგილობრივ მცხოვრებლებზე მეტად განიცდის არასასიამოვნო რისკის ფაქტორთა გავლენას, რადგან ტურიზმის ინდუსტრია დაფუძნებულია მრავალ სხვადასხვა კომპონენტზე. ესენია: ტრანსპორტი, განთავსების საშუალებები, სხვადასხვა ატრაცქიები, გართობის საშუალებები, საინტერესო და სარისკო თავგადასავლები, ამიტომ ტურისტი პირველ რიგში დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი სადაზღვეო პოლისი მთლიანად დაფარავს მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რადგან ბევრ ქვეყანაში იგი განსაკუთრებით ძვირია. (მაგალითისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში სერიოზული დაავადების სამკურნალოდ გაწეული ხარჯი არცთუ იშვიათად მილიონ დოლლარს აჭარბებს.) სამოგზაურო დაზღვევის სადაზღვევო ტარიფის სიდიდე გამომდინარეობს ისეთი ფაქტორებიდან, როგორებიცაა: ტურისტის ასაკი, პროფესია, საქმიანობის სფერო, თავად ტურიზმის სახე, ის ქვეყანა, რომელშიც მიემგზავრება ტურისტი და სხვ. თავის მხრივ სადაზღვევო თანხიდან უშუალოდ გამომდინარეობს სადაზღვევო პრემია, რომელიც საკმაოდ მცირეა იმ სადაზღვევო ვალდებულებებთან შედარებით, რასაც საკუთარ თავზე იღებს სადაზღვევო კომპანია.
პირველი და უმთავრესი პრობლემა მდგომარეობს ტურისტთა და მოგზაურთა ჯანმრთელობის გაუარესებისა და უბედური შემთხვევებისგან გამოწვეული რისკების თავიდან აცილებაში, რაც თავის მხრივ, გულისხმობს საჭირო და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას მოგზაურობის მთელი პერიოდის განმავლობაში, იგი ხორციელდება იმ პირობებით, რაც სამოგზაურო სადაზღვევო პოლისშია მოცემული და წინასწარ შეთანხმებული მზღვეველს, დამზღვევს და დაზღვეულს შორის. დამზღვევისთვის უმნიშვნელოვანესია ყურადღებით გაიაზროს სამოგზაურო დაზღვევის თითოეული დეტალი და მოახდინოს თვით სადაზღვევო შემთხვევის მოდელირებაც აზრობრივად, რათა განსაზღვროს რეალური სადაზღვევო შემთხვევების შედეგად რა უნდა მოიმოქმედოს და როგორი და რა რიგითობით უნდა იყოს მიმართული მისი შემდგომი ნაბიჯები რეალური პრობლემებისგან თავის დასაღწევად: სად და ვისთან უნდა დარეკოს, რა ენაზე ისაუბროს, რა თქვას და რა შეკითხვები დასვას, რა მოითხოვოს, სადაზღვევო თანხის რა ნაწილი ექვემდებარება კონკრეტულ სადაზღვევო შემთხვევას (დაწყებული მცირეოდენი სურდოდან, დამთავრებული ჯანმრელობის ყველაზე მძიმე დიაგნოზით ) და ა.შ.
ტურისტებისა და მოგზაურების სამედიცინო დაზღვევა (ასისტანსი) მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან ნიუანსს, რომელიც ესაჭიროება ტურისტის სადაზღვევო მომსახურებისას: პირველადი სამედიცინო მომსახურება; საავადმყოფოში განთავსება და მათი ამბულატორიულ და სტაციონალურ მომსახურება; სამკურნალო-დიაგნოსტიკურ გამოკვლევები და წამლებითა და სხვა პრეპარატებით უზრუნველყოფა. ასევე ლეტალური შედეგის დადგომისას მათ რეპატრიაცია საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე.
ჯანმრთელობის რისკებთან ერთად, არსებობს სხვა მრავალი დამატებითი რისკები, რომლის წინაშეც ხშირად დგანან ტურისტები და მოგზაურები: ბარგის და ქონების დაკარგვა, რომელიც გამოწვეულია ქურდობის, ყაჩაღობის, ან ტურიზმის ამა, თუ იმ სფეროში მომსახურე პერსონალის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით; ჯგუფიდან ჩამორჩენა, ან საერთოდ მგზავრობის გადადება; პირადი, თუ საქმიანი დოკუმენტაციის დაკარგვა (განსაკუთრებით ბიზნეს და საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების პროცესის წინ); უამინდობა (დამსვენებელი ტურისტებისთვის, რომელთაც უამინდობამ ხელი შეუშალა დაგეგმილ დასვენებაში); ფინანსური რისკების დაზღვევა; სხვადასხვა პირადი შემთხვევები და კიდევ სხვა. აღნიშნული რისკები არანაკლებ სერიოზულ ზიანს აყენებს ტურისტებს და საჭიროა კიდევ უფრო მეტი ქმედითი ღონისძიებები ამ რისკებისგან მოგზაურთა სადაზღვევო უზრუნველყოფისთვის.
აღსანიშნავია ის გარემოებები, რა დროსაც სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ ზარალის ანაზღაურებაზე. ეს ხდება, მაშინ, როდესაც სადაზღვევო შემთხვევა ხდება დამზღვევთა არაკანონიერი და არასამართლებრივი ქმედებების შედეგად: ქრონიკული, ფსიქიკური და ვენერიული დაავადებების დროს; ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის შედეგად; ტერორისტულ, სამხედრო მოქმედებებში, ამბოხებებში და გაფიცვებში მონაწილეობისას და სხვ.
თანდათანობით უფრო იკვეთება და დღის წესრიგში დგება საერთაშორისო სადაზღვევო პოლისის აუცილებლობა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. აღნიშნული მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს სადაზღვევო კომპანიისა და საერთაშორისო სადაზღვევო სამსახურის (ასისტანსი) მიერ, რომელშიც სამედიცინო მომსახურებასთან ერთად გათვალისწინებული იქნება კვალიფიციური იურიდიული მომსახურება და დაცვა.
ევროპა და შეერთებული შტატები ისევ ინარჩუნებენ (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპა და დღეს უკვე ჩინეთიც) ლიდერის როლს ტურიზმის სფეროში. აღსანიშნავია, რომ არსებული წესების მიხედვით თითქმის არცერთი ეს ქვეყანა არ გასცემს ვიზებს სამოგზაურო დაზღვევის გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტული მოგზაურობისას რისკი ძალიან დიდია, აღნიშნული ქვეყნები ითხოვენ სამოგზაურო დაზღვევის პოლისს, მოგზაურობის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღსანიშნავია ის, რომ სადაზღვევო პოლისის ლიმიტის ოდენობა არ უნდა იყოს 50 ათას ამერიკულ დოლარზე ნაკლები (იშვიათ შემთხვევებში ეს თანხა შეიძლება იყოს 30 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით). თუმცა, არსებობს რიგი ქვეყნები, რომლებიც დღის წესრიგში არ აყენებენ აღნიშნულ მოთხოვნას. ეს კი განპირობებულია მათი განვითარების დონით და იმითაც, რომ მათ არ შეუძლიათ ტურისტების სადაზღვევო უზრუნველყოფა კვალიფიციური სამედიცინო, თუ სხვა სახის მომსახურებებით ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე.
ტურისტებს და მოგზაურებს თავად უნდა გააჩნდეთ მორალური პასუხისმგებლობა, დაიცვან არა მარტო საკუთარი თავი, არამედ იზრუნონ იმ ქვეყანაში არსებულ მოსახლეობაზეც, რაც გამოიხატება სამოქალაქო, მფლობელის, თუ გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეებში. ასევე თუ ავტო-მოტო ტრანსპორტით მოგზაურობს ტურისტი, მფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევაში, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს ყოველგვარი სადაზღვევო რისკების დაფარვას ავტოსატრანსპორტო სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ. ამის კლასიკური მაგალითია „მწვანე ბარათი“, რომელიც წარმოადგენს სისტემას საერთაშორისო ქვეყნებისას, რომელთა ტერიტორიაზეც სავალდებულო წესით მიმდინარეობს აღნიშნული დაზღვევის სახე. ხოლო თუ ეს ასე არ არის, მისი სადაზღვევო უზრუნველყოფა შესაძლებელია მოხდეს ნებაყოფლობით დაზღვევის ხელშეკრულებით. თუმცა, დაზღვევის ასეთი სახეები ნაკლებად პოპულარულია, რადგან არ არსებობს მოთხოვნა ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ასევე სადაზღვევო კანონმდებლობის დაუხვეწავობის და რაც ყველაზე მთავარია დამზღვევთა მხრიდან უნდობლობის გამო ტურისტული ფირმებისა და სადაზღვევო კომპანიების მიმართ (ტურისტული და სადაზღვევო კომპანიები ორიენტირებულნი არიან ძირითადად ჯანმრთელობის და სხვა ფინანსური რისკების დაზღვევაზე).
ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა თავად ტუროპერატორების სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, რასაც დღეს ყურადღება თითქმის არ ექცევა. არსებობს მრავალი შემთხვევა ტურისტების აეროპორტებში დარჩენისა და მათი დროულად არ დაბრუნების შესახებ, ასევე გადადებული ჩარტერული საჰაერო რეისები, რაც უნდა უზრუნველყოს თავად ტურისტულმა ფირმამ. აქ უკვე დღის წესრიგში დგება ავიაკომპანიების პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხიც ტუროპერატორთა წინაშე. აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის, მთელ რიგ უცხოეთის განვითარებლ ქვეყნებში (გერმანია, შვეიცარია, ჩეხეთი) მთავრობის განკარგულებით სადაზღვევო ასოციაციების მიერ შექმნილია ტუროპერატორებისა და ტურისტული ფირმების პროფესიული პასუხისმგებლობის სპეციალური სადაზღვევო ფონდები. დიდ ბრიტანეთში კი ტუროპერატორთა ასოციაციები თავის შემადგენლობაში იღებენ მხოლოდ საუკეთესო რეპუტაციის მქონე ფირმებს 50 ათასი ევროს საბანკო გარანტიით.
ტურისტების უსაფრთხოებაზე ზრუნავს მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. სახელმწიფოს ჩარევის ძირითადი მიზეზი ტურიზმის ინდუსტრიაში არის საკუთარი მოქალაქეებისა და ზოგადად, მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობა. იგი ეხება ისეთ სფეროებს როგორიცაა: ეკონომიკური სტაბილურობა, ბუნებრივი რესურსების დაცვა, ეროვნული უსაფრთხოება, ჯანდაცვა და დასაქმება. ტურიზმი ზეგავლენას სხვადასხვა დოზით ყველა მათგანზე ახდენს. სახელმწიფოს ამოცანაა, რომ მაქსიმალური სარგებლიანობა იქნეს მიღწეული და მკვეთრად უნდა იყოს გამოხატული სახელმწიფოს მიერ ტურისტების სადაზღვევო დაცვა და მათი სადაზღვევო უზრუნველყოფა.
თუ გადავხედავთ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის მონაცემებს, სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2011 წლის მდგომარეობით გაფორმებული პოლისების რაოდენობა სამოგზაურო დაზღვევაში შეადგენს - 181937, მთლიანად მოზიდული პრემია - 2980746, ანაზღაურებული ზარალები - 495855. მთლიანი წილი სადაზღვევო ბაზარზე - 0.93%. 2012 წლის 6 თვის შედეგების მიხედვით კი, ანალოგიური მონაცემები ასე გამოიყურება : გაფორმებული პოლისების რაოდენობა სამოგზაურო დაზღვევაში შეადგენს - 105757, მთლიანად მოზიდული პრემია -1898468, ანაზღაურებული ზარალები - 144961. მთლიანი წილი სადაზღვევო ბაზარზე - 0.81%.
გამომდინარე ამ მონაცემებიდან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზრდა შეინიშნება, თუმცა არც თუ ისე დიდი ტემპებით, ხოლო სამოგზაურო დაზღვევის ბაზრის წილი საგრძნობლად ჩამოუვარდება დაზღვევის სხვა სახეობების წილს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, რაც განპირობებულია მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობით მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში, ისევ პრობლემად რჩება საზოგადოების დაბალი სადაზღვევო კულტურა და უნდობლობა სადაზღვევო კომპანიების მხრივ, რაშიც აქტიური როლი კვლავ სახელმწიფოს უნდა დაეკისროს.

Abstract

The tourism industry - one of the most rapidly growing industry. Nowadays, tourism plays a major role in the global economy and it is vital for many countries mnoshvneloba. Ensure the safety of tourists and their insurers are increasingly expanding the geographic scope of Farhang tourism. Gradually, it is becoming increasingly clear, and the issue is not only with regard to health insurance, but more important, if the minor nuances that are related to tourism, sightseeing, and work, and visits to non-citizens from moving their domicile. Takes care of the safety of tourists in almost every state, and local, and international organizations, but it is possible mekanizmitaa insurance protection for a variety of risks, which may appear before any tourists or travelers.


გამოყენებული ლიტერატურა:
[1] Маринин М.М. Туристские формальности и безопасность в туризме М.: Финансы и статистика, 2008.
[2] ვიკიპედია.
[3] www.nbg.gov.ge


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა