ველნეს (Wellness) ინდუსტრია – ახალი ბრენდი საქართველოს ბაზარზე » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

პუბლიკაციები : ველნეს (Wellness) ინდუსტრია – ახალი ბრენდი საქართველოს ბაზარზე
ნანახია: 5140

ველნეს (Wellness) ინდუსტრია – ახალი ბრენდი საქართველოს ბაზარზე

ველნეს (Wellness) ინდუსტრია – ახალი ბრენდი საქართველოს ბაზარზე
გულნაზ ერქომაიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის პროფესორი

ცივილიზებულ მსოფლიოში ცხოვრების მზარდი ტემპი, ყოველდღიურ საქმიანობაში სტრესისა და დაღლილობის არსებობა, ყოველწლიურად მზარდი ეკოლოგიური დაბინძურება, საჭიროებს ადამიანის ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შენარჩუნებას.ადამიანს უჩნდება მოთხოვნილება მოიყვანოს თავისი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა ჰარმონიაში. მას სურს გაიხანგრძლივოს ახალგაზრდობა, შეაჩეროს დაბერება და ჰქონდეს ცხოვრების ხალისი. შესაბამისი მომსახურების კომპლექსის ერთ ადგილზე არსებობა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. დღეს მსოფლიოში უამრავი ადამიანი ცდილობს ველნეს (Wellness) ინდუსტრიის პროდუქტებისა და მომსახურების გამოყენებას. ველნესის კონცეფციაა _ კარგი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის შენარჩუნება სასიამოვნო მეთოდებით და არა საკუთარ თავზე ძალდატანებით.
ტერმინი _ ველნესი (ინგლ. Wellness) პირველად გამოიყენა ამერიკელმა ექიმმა ჰელბერტ დანმა 1959 წელს. წიგნში _ &№96;უმაღლესი დონე ველნესი~, მან ჩამოაყალიბა ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი პრინციპები. მისი აზრით, ადამიანის ჯანმრთელობას განსაზღვრავს არა მარტო კარგი ფიზიკური მდგომარეობა, არამედ მისი სხეულის, სულისა და გონების ჰარმონია. დანმა ამ მდგომარეობას უწოდა ჭელლნესს, ანუ უმაღლესი დონის კმაყოფილება. [2, გვ.2]
ველნესი პოპულარული გახდა ჯერ პროფესიონალურ წრეებში, ხოლო შემდეგ, მთელ ამერიკულ საზოგადოებაში. ამას ხელი შეუწყო როგორც ჰელბერტ დანის, ასევე ჯონ ტრევისის, დონალდ არდელის, გერხარდა ჰეტლერის მრავალრიცხოვანმა პუბლიკაციებმა ველნესის შესახებ. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ველნესი არის ჯანსაღი ცხოვრების წესის თანამედროვე კონცეფცია, გაჯანსაღების კომპლექსური მეთოდების გამოყენება, რომელიც მოიცავს ოპტიმალურ ფიზიკურ დატვირთვას, სარეაბილიტაციო პროგრამებს, ფსიქოლოგიურ გაჯანსაღებას, ფუნქციონალურ ტრეინინგს, სპა პროცედურებს, კვების ახალ პრინციპებს, დიეტოლოგიას და ა.შ. [1, გვ.5]
დღეს სიტყვა &№96;ველნესი~ ნიშნავს შემდეგს:
აქტიური, სრულყოფილი ცხოვრების წესს; სასიცოცხლო ძალების სწრაფ და ხარისხიან აღდგენას; კვებას ინდივიდუალური რაციონით; ყველა ადამიანის ფიზიოლოგიაზე მომქმედი ფაქტორის გამოყენებას: კლიმატოთერაპიას, მინერალური წყლებს, სამკურნალო ბალახებს და აბაზანებს, ღვინოთერაპიას, ტალახით მკურნალობას, მაგნიტური ქვიშას, ზღვის აბაზანებს, მცენარეულ ფლვონოიდებს (ანტიოქსიდანტებს) და წყალმცენარეებს; ინდივიდუალურად შერჩეულ ფიზიკურ დატვირთვას: ცურვას, სამთოსათხილამურო სპორტს, სამკურნალო ფიზკულტურას, მასაჟს, ცხენით სეირნობას და ა. შ. კანის სწორ მოვლას; ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიას.
ველნესი ხელს უწყობს:
ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რელაქსაციას; ნებისმიერ სიტუაციაში შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებას; სწორ კვებას და საკუთარ თავზე ზრუნვას; ნებისმიერ ასაკში გარეგნული მომხიბვლელობის შენარჩუნებას; აქტიურ დღეგრძელობას.
ველნესი ჯანმრთელობის ახალი კულტურაა. დღეს ადამიანთა უმრავლესობის ძირითადი მოთხოვნაა არა ფული, არამედ კარგი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის, ასევე ყველაზე ძვირფასის -ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება.
ველნესი სამედიცინო ტურიზმის ნაწილია, მაგრამ იგი არ გულისხმობს სანატორიუმებსა და საავადმყოფოებში მკურნალობას, არამედ ეს არის დაავადებების საწყისი პროფილაქტიკა. ველნეს მომსახურების მიღება ადამიანს აძლიერებს როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, უხანგრძლივებს ახალგაზრდობას. ველნესი შესაძლებლობას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ან მაქსიმალურად შემცირდეს &№96;ცივილიზაციის საუკუნის~ მრავალი დაავადება: ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი, წნევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ა.შ.
ამგვარად, ველნესი სამედიცინო, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ღონისძიებების ურთიერთკავშირის მოქნილი სისტემაა, რომელიც მიმართულია ადამიანის არა მხოლოდ პროფილაქტიკაზე, არამედ ასევე სასიცოცხლო ძალების აღდგენასა და მკურნალობაზე. ველნეს მომსახურება უნდა განხორციელდეს ერთ კომპლექსში და მისი მიზანია ადამიანს შესთავაზოს და განუვითაროს ჯანსაღი ცხოვრების ჩვევები, რაც გულისხმობს სპა მომსახურებას, ფიზიკურ ვარჯიშებს, ველნეს განათლებას, ჯანსაღ სამზარეულოს და ა.შ.
1990 წლიდან, ცნება _ &№96;ველნესი~ პოპულარული გახდა ევროპაში, ევროპამ აიტაცა დევიზი - &№96;გინდა იყო ჯანმრთელი? ჩადე ინვესტიცია შენს ჯანმრთელობაში~. 2000 წლიდან აღნიშნული ტერმინი შემოვიდა საქართველოში, მაგრამ ძირითადად შვეიცარიიდან შემოტანილ კოსმეტიკურ საშუალებებთან ასოცირდება, ხოლო რაც შეეხება ტერმინს _&№96;ველნეს ინდუსტრია~, იგი ჯერჯერობით ქართულ ლექსიკონებში დაფიქსირებული არ არის.
ბოლო პერიოდში ველნესი როგორც დარგი (ადამიანის არსებობის ახალი ფორმა), სწრაფად ვითარდება. რამდენადაც საზოგადოებაში ჩნდება დაბერების პროცესის შენელების მისწრაფება, შესაბამისად, საჭირო ხდება ჯანსაღი კვების ობიექტების, ფიტნესის, სპა-ცენტრების, სპორტ დარბაზების, კოსმეტოლოგიის, ველნეს სასტუმროების, მთელი რიგი სერვისის ობიექტების არსებობა. Aამდენად, ველნეს ინდუსტრია მოიცავს სხვადასხვა სახეობის ნატურალური კვების პროდუქტების, კოსმეტიკის, პირადი ჰიგიენის საშუალებების, სხვადასხვა ტიპის ველნეს დანადგარების წარმოებას, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიის გამოყენებას, ველნეს სასტუმროების განვითარებას და საერთოდ მომსახურების ფართო სპექტრს.
Aამგვარად, ველნეს ინდუსტრია სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, რომელიც მრავალი სხვადასხვა სახეობის პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვების დონის ამაღლების ინსტრუმენტია.
ტერმინი _ ველნეს ინდუსტრია პირველად გამოიყენა ამერიკელმა პროფესორმა, ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა პოლ ზეინ პილზერმა. იგი 25 წლის ასაკში მილიონერი, ხოლო 30 წლისა _ მულტიმილიონერი გახდა.მან პირველმა იწინასწარმეტყველა პერსონალური კომპიუტერების, ხოლო შემდგომ ინტერნეტის ბუმი. პილზერი 10 წიგნის, მათ შორის სამი ბესტსელერის ავტორია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წიგნი &№96;ველნესის რევოლუცია _ შემდგომი ტრილიონი დოლარი~, სადაც აღნიშნულია, რომ მთელ მსოფლიოში იზრდება ინტერესი ველნესის მიმართ. აქტუალური გახდა მომსახურების სრული კომპლექსის ერთ ადგილას მიღება, იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც სურთ ამ მომსახურების მიღება, რათა გაიხანგრძლივონ ახალგაზრდობა, შეინარჩუნონ გონებრივი სრულფასოვნება, ჰქონდეთ სიცოცხლის ხალისი და შეაჩერონ სიბერე. ველნესი ჯანმრთელობის ინდუსტრიაა, XXI საუკუნე ველნესის ეპოქაა. აშშ-ში 2010 წლისთვის ველნეს ინდუსტრიაში ბრუნვამ 1 ტრლნ დოლარს მიაღწია.Aარც ერთ სხვა ინდუსტრიას ასეთი ტემპები არა აქვს. ჯანსაღი ცხოვრების წესის ინდუსტრია _ მომავალი მრავალმილიარდიანი ინდუსტრიაა.
ყოველ ათწლეულში იბადება ახალი ეკონომიკური ტენდენცია. XX საუკუნის 70-იან წლებში ეს იყო მიკროტალღოვანი ღუმელები, 80-იან წლებში – ვიდეომაგნიტოფონები, 90-იან წლებში – კომპიუტერი და ინტერნეტი. ისინი, ვინც გამოიყენა 80-იანი წლების ტენდენცია, მილიონერები გახდნენ, ხოლო ისინი, ვინც 90-იანი წლების ტენდენცია გამოიყენეს _ მილიარდერები.
პოლ ზეინ პილზერის აზრით, აშშ-ს ეკონომიკაში ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი ჩაიდება ჯანსაღი ცხოვრების წესის ინდუსტრიაში და ეს თანხა გამოიყენება იმ პროდუქტების შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის გაჯანსაღებას, შეაჩერებს დაბერების პროცესს და დაძლევს ავადმყოფობას. ადამიანისთვის ყველაზე ფასეულია არა ბინა და სხვა მატერიალური ღირებულებები, არამედ ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება. მისი აზრით, ინდუსტრიის სათავეში იქნება ქსელური მარკეტინგის ინდუსტრია _ სწორედ ქსელური მარკეტინგი წარმოადგენს იდეალურ სოციალურ-ეკონომიკურ ინსტრუმენტს ახალი დარგის ცხოვრებაში დასამკვიდრებლად. [3, გვ. 7]
ველნეს ინდუსტრია მოიცავს მსოფლიო ეკონომიკის მრავალ სექტორს: კერძოდ ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტების წარმოებას, კოსმეტოლოგიას, მედიცინას, ტურიზმს და ა.შ. ამ ინდუსტრიის დინამიკურად მზარდი დარგია ვიტამინების წარმოება, დაბალანსებული კვებისთვის საჭირო პროდუქტები, საკვები დანამატები, პერსონალური მოვლის საშუალებები, პრეპარატები წონის დასაკლებად. ველნესი თანდათან დომინირებს სხვა სექტორებზე.
ველნეს ინდუსტრიის განვითარების მხრივ ფავორიტი ქვეყნებია იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და უნგრეთი.ეს ქვეყნები ტურისტებს ველნეს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობენ. განსაკუთრებით პოპულარულია ცხელი წყაროები და საზღვაო კურორტები.
ბუნებრივია, ინტერესს იწვევს ველნეს ინდუსტრიის რომელი მიმართულება შეიძლება განვითარდეს საქართველოში, აქვს თუ არა მას ისტორიული საფუძველი.
საქართველო თავისი ბიომრავალფეროვნებით უნიკალური ქვეყანაა, 69 ათას კვადრატულ კილომეტრზე 15 ნიადაგობრივი და 25-ზე მეტი კლიმატურ-ნიადაგობრივი ზონის არსებობით პრაქტიკულად ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ქვეყანაში 21 ათასი მცირე და საშუალო მდინარე არსებობს: ამ მცირე ზომის ქვეყანაში ტუნდრის გარდა აღირიცხება ყველა ცნობილი კლიმატი: ტროპიკული და სუბტროპიკულიდან დაწყებული და ალპური და სტეპით დამთავრებული. განსაკუთრებით გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით კავკასიონის სამხრეთი კალთები, რაც იმით აიხსნება, რომ კავკასიონის ქედი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა და შესაბამისად ორგანული და მინერალური კომპონენტებით განსაკუთრებულად მდიდარი, სწორედ ამით აიხსნება პირველ რიგში ქვეყანაში არსებული ორგანიზმების უნიკალური ბიომრავალფეროვნება და განსაკუთრებული ენდემიზმი. შედარებისთვის, თუ ალპებზე (რომელიც სიგრძით ოდნავ ნაკლებია კავკასიონზე) 350 ენდემური მცენარის არსებობაა დადგენილი, კავკასიონის სამხრეთ კალთებზე 1000-ზე მეტი ენდემური მცენარეა აღრიცხული. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა ორგანიზმების (მწერების და ცხოველური ორგანიზმების) მიმართაც. [4, გვ. 262]
საქართველო კურორტებისა და საკურორტო ადგილების ქვეყანაა, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მისი ჰავა წარმოადგენს.კლიმატის მრავალფეროვნება განპირობებულია ჩრდილოეთის მხრიდან დიდი კავკასიონის, სამხრეთიდან მცირე კავკასიონის მაღალი ქედების არსებობით და დასავლეთიდან შავი ზღვის ფაქტორით.კლიმატური პირობები გამოირჩევა გამოხატული თერაპიული თვისებებით და მრავალი პათოლოგიის სამკურნალოდ გამოიყენება.
საქართველო მდიდარია მტკნარი და მინერალური წყლებით. სასმელი წყლის რესურსებით იგი 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიოს, 2,4-ჯერ ევროპის და 1,7-ჯერ აზიის საშუალო მაჩვენებელს მოსახლეობის ერთ სულზე.ამასთანავე, საქართველოს წყლის რესურსების 30% უმაღლესი ხარისხის მიწისქვეშა სასმელ წყალს წარმოადგენს. მინერალური წყლების საბადოთა რაოდენობა საქართველოში 2-ჯერ აღემატება მსოფლიოში ცნობილ საფრანგეთსა და გერმანიაში ერთად არსებულ მინერალურ წყალთა დებეტის რაოდენობას, ხოლო რაც შეეხება ზოგიერთ მინერალურ წყალს, როგორიც არის &№96;ბორჯომი~, &№96;საირმე~, &№96;ლუგელა~, &№96;უწერა~ და სხვა, ისინი თავიანთი იონური შემადგენლობით და სამკურნალო თვისებებით, მსოფლიოში უნიკალურია. &№96;ბორჯომის~ მსგავსი მინერალური წყალი მხოლოდ საფრანგეთშია და ცნობილია &№96;ვიშის~ სახელწოდებით. მათი შედარებისას სპეციალისტებმა უპირატესობა &№96;ბორჯომის~ წყალს მიანიჭეს. საქართველოში ცნობილია 730-ზე მეტი დასახელების მინერალური წყალი, რომელთა ჯამური დღეღამური დებეტი 130 მლნ ლიტრს შეადგენს. მათგან 300-ზე მეტს დიდი სამრეწველო და ბალნეოლოგიური მნიშვნელობა აქვს. [5, გვ.177]
საქართველოში, აგრეთვე, ოდითგანვე მოიპოვებოდა და გამოიყენებოდა სამკურნალო ტალახები _ პელოიდები, რაც ამჟამადაც წარმატებით გამოიყენება ბალნეოლოგიურ ცენტრებში.
საქართველოში (მეღვინეობის სამშობლო) ღვინოთერაპიის უნიკალური შესაძლებლობებია. ჯერ კიდევ 1935 წელს ქართველმა ექიმმა ილია ქოჩიაშვილმა თერჯოლის რაიონის სოფელ სიკთავრაში დააარსა ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის კლინიკა ღვინოთერაპიის დახმარებით. ეს შენობა დღესაც არსებობს. მისი ტრაგიკული დაღუპვის გამო ეს შესანიშნავი პროექტი შეჩერდა. საქართველომ საფრანგეთზე (ამჟამად ლიდერი ღვინოთერაპიაში) ნახევარი საუკუნით ადრე განახორციელა ყურძნისა და ღვინის უნიკალური თვისებების გამოყენების კონცეფცია ჯანმრთელობის მედიცინაში.
ასევე აღსანიშნავია ქვიშით თერაპია, მაგნიტური ქვიშების გამოყენება. მსოფლიოს 2-3 ქვეყანაში არის სამკურნალო ქვიშები, მაგრამ მაგნიტის კონცენტრაციით უნიკალურია ურეკის ქვიშები, რომელიც საქართველოში დიდი ხანია სამკურნალოდ გამოიყენება.
ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა მცენარეული წარმოშობის პრეპარატებისადმი. შესაბამისად, იმატა მოთხოვნამ სამკურნალო მცენარეებზე. ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამაშობენ ფარმაკოლოგიურ კვლევებსა და ახალი სამკურნალო პრეპარატების შექმნაში. ნატურალური პრეპარატები სამკურნალო საშუალებებით ვაჭრობის მთლიანი მოცულობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. სამკურნალო მცენარეებით ოდითგანვე მდიდარია საქართველოს ფლორა. საქართველოს შეუძლია ღირსეული ადგილი დაიკავოს სამკურნალო მცენარეების წარმოება-რეალიზაციის საერთაშორისო ბაზარზე. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატების წარმოებას და დაინტერესებული უცხოელი ინვესტორების მოზიდვას. სამკურნალო მცენარეების რესურსების რაციონალური გამოყენება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას, საექსპორტო შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის წილის შემცირებას.
როგორც ყოველივე ზემოთქმულიდან ჩანს, საქართველოში ცალ-ცალკე არსებობს ღვინოთერაპიის, ტალახით თერაპიის, მინერალური წყლებით თერაპიის, მაგნიტური ქვიშებით თერაპიის, სპა თუ ფიტნესს ცენტრები. ველნეს ინდუსტრიის ასამოქმედებლად საჭიროა მათი გაერთიანება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინვესტიციო კომპანია &№96;მედჯგუფი საქართველო~, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას მსოფლიო დონის, პრემიუმ კლასის გამაჯანსაღებელი კომპლექსის (ბიოლი) მშენებლობა და სარეკრეაციო ზონის, კოჯრის ტყე-პარკის მოწყობა და საქართველოს ველნეს ინდუსტრიის ცენტრად გადაქცევა წარმოადგენს.
კომპანიის დამფუძნებელია ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბიზნესმენი და მეცენატი თამაზ მჭედლიძე. პეტერბურგში ოცდათხუთმეტწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მის კუთვნილებაშია თვრამეტი სხვადასხვა პროფილის კლინიკა. კლინიკებში დასაქმებულია 1500 ადამიანი, მათ შორის, მაღალკვალიფიციური ექიმების 350 კაციანი გუნდი, რომლებიც წარმატებით მუშაობენ Anti-Aging Medicine-ზე (დაბერების საწინააღმდეგო მედიცინა). გამოცემულია უამრავი წიგნი და სახელმძღვანელო აღნიშნულ პრობლემებზე როგორც მისი, ისე კლინიკაში მომუშავე პრაქტიკოსი ექიმების ავტორობით. მიუხედავად კოლოსალური სამსახურებრივი დატვირთვისა, თამაზ მჭედლიძემ საკუთარ თავზე უნიკალური ექსპერიმენტი ჩაატარა: 2004 წლის მარტში შეუდგა წონის დაკლებას პროგრამით, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული სპეციალისტების ჯგუფთან ერთად შეიმუშავა და განსაცვიფრებელ შედეგს მიაღწია – ერთ წელიწადში 74 კგ დაიკლო. მისი აზრით, კვება არის ფუნდამენტი, პლუს სწორი ფიზიკური აქტივობა. ბევრმა ადამიანმა არასწორი დატვირთვით ხერხემალი სამუდამოდ დაიზიანა. თამაზ მჭედლიძე პირველ რიგში არის ექიმი, რომელსაც კარგად ესმის ველნეს მომსახურების უპირატესობები ადამიანის გაახალგაზრდავების და სიბერის პროცესის შეჩერების მიმართულებით.
გამაჯანსაღებელი კომპლექსი კოჯრის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი პროექტია, რომელსაც იგი საქართველოში ახორციელებს. ამჟამად მიმდინარეობს გამაჯანსაღებელ კომპლექს &№96;ბიოლის~ მშენებლობა, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაფანტულ მინერალურ წყლებს, სამკურნალო ბალახებსა და მცენარეებს, მაგნიტურ ქვიშებსა და სხვა გამაჯანსაღებელ კომპონენტებს გააერთიანებს ერთ სივრცეში, კოჯრის ტყეში. გამაჯანსაღებელი კომპლექსის აშენების ერთ-ერთი მთავარი პირობა ჯანსაღი ბუნებრივი გარემოა. უკვე დაიწყო გაჯაგნარებული, დაავადებული ტყის მოვლითი და სანიტარული ჭრა, ახალი ნარგავებით ტყის გამდიდრება და განაშენიანება. კოჯრის ტყე-პარკი სპეციალისტთა მიერ უკვე შეფასდა &№96;თბილისის ფილტვებად~. ეს იქნება ზონა, სადაც დასვენებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს და გადაადგილება შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი.
&№96;ბიოლის~ ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა გამაჯანსაღებელი ობიექტი: ველნეს კოტეჯები, სპა ცენტრი, ორანჟერეა, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები, ღვინისა და თიხის სახლები, &№96;ბიოლის~ ტყეში გაშვებული იქნება სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველი, თითოეულ ადამიანს თავისი ინდივიდუალური &№96;ველნეს თერაპევტი~ ეყოლება და თავისი ინდივიდუალური პროცედურები ექნება. გაჯანსაღების სისტემა მოიცავს სწორ კვებას, სწორ ფიზიკურ აქტივობას, ესთეტიკურ მედიცინას, გენეტიკურ ანალიზს. აქ სისტემატური კონტროლი გაეწევა ორგანიზმის მდგომარეობას და კორექტივებს, რაც გულისხმობს სისხლის ანალიზზე დაკვირვებას, მიკროელემენტების მდგომარეობის ღრმა და საფუძვლიან კონტროლს. ადამიანს საშუალება ექნება თავის თავზე გამოსცადოს უახლესი ველნეს ტექნოლოგიები, როგორიცაა: ღვინო თერაპია, მაგნიტური ქვიშის აბაზანები, ორთქლითა და სამკურნალო ბალახებით ჩატარებული პროცედურები. დამფუძნებლის აზრით, &№96;ველნეს ინდუსტრია~ რომ შექმნა, მრავალი კომპანიის თანამშრომლობაა აუცილებელი. მაგალითად, დანადგარებია საჭირო. ურეკში ქვიშა მშვენიერია, მაგრამ ამ ქვიშისგან მაქსიმალური შედეგის მისაღებად, მისი გაცრა, არომატების დამატება და ტომრებში ჩაყრაა საჭირო. მერე სპილენძის ლამაზი აბაზანა უნდა დაიდგას, რომელიც თბება. აბაზანაში ქვიშას ჩაყრიან, გაათბობენ, დააწვენენ ადამიანს და ზემოდანაც დააყრიან. ამ პირობებში ის განსაკუთრებით კარგად მუშაობს. ასე ურეკის ქვიშა არავის გამოუყენებია. საქართველოში მხოლოდ ახლა იწყებენ ღვინით თერაპიას. თერაპია ერთია, მაგრამ ღვინოში რომ სამკურნალო ბალახებიც დაემატება და სამედიცინო პროცედურები ჩატარდება, კომპლექსური შედეგი მიიღება.
კოჯრის ტყე-პარკში მოეწყობა სასეირნო, ველო და საცხენოსნო ბილიკები. Gგამოიყენება ცხენით მკურნალობა – იპოთერაპია, კერძოდ, ცხენის უნაგირი იქნება ამოჭრილი და ადამიანი სხეულით ეხება ცხენის ტანს, მისი ტემპერატურით და მოძრაობით ხდება არა უბრალო მასაჟი, არამედ იგი მცირე მენჯის ორგანოების
დაავადებათა პროფილაქტიკისათვის გამოიყენება. [6, გვ. 27]
კომპანიის გეგმებშია რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნას ველნეს-თერაპევტებისა და სპა მენეჯერების გადამზადების პროგრამები.
ეს იქნება დასაწყისი იმ დიდი მიზნისა, რასაც საქართველოში &№96;ველნეს ინდუსტრიის~ დანერგვა მოჰყვება. შემდეგ ეტაპზე კი შეიქმნება მსოფლიო სტანდარტის ქართული ბრენდი _ &№96;ჯორჯიან ველნესი~, რომელიც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება.
ეკონომიკური ეფექტი, რასაც მოუტანს საქართველოს ველნეს ინდუსტრიის ცენტრად ჩამოყალიბება, შემდეგია:
• გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს და მნიშვნელოვნად გაზრდის უცხოური კაპიტალის დაბანდებას საქართველოში, რაც გამოიწვევს ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას;
• გააქტიურდება ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა;
• ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას;
• შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, დასაქმებულები მიიღებენ ღირსეულ ანაზღაურებას;
• პოზიტიური მიმართულებით სახეს შეუცვლის ეკოლოგიას;
• გაიზრდება მოთხოვნა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე (მეფუტკრეობა, მეღვინეობა, მარცვლეულის წარმოება, მეცხოველეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, ჩაის წარმოება);
• გაიზრდება მოთხოვნა სუვენირებსა და ხალხური რეწვის პროდუქციაზე;
• საჭირო გახდება ისეთი დარგების მომსახურების გამოყენება, როგორიცაა: ტრანსპორტი და კომუნიკაციის საშუალებები, დაზღვევა და საბანკო საქმიანობა, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, საინფორმაციო-სარეკლამო, ტურისტული და ტუროპერატიული და სხვა;
• განვითარდება კურორტოლოგია;
• მოიზიდავს მსოფლიოს მაღალშემოსავლიან ადამიანებს;
• ველნეს ინდუსტრია მოითხოვს ადამიანის მაღალ ინტელექტუალურ პოტენციალს, რაც გავლენას მოახდენს მთლიანად ერის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდაზე;
• პროპაგანდა გაეწევა ჯანმრთელობის ახალ კულტურას, რაც იქნება ინტელექტუალური დისტრიბუცია;
• გაზრდის შემოსავლებს და შემონატანებს;
• მოხდება ქვეყნის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით.





გამოყენებული ლიტერატურა

1.Donald B. Ardell. What is Wellness. www. Seekwellness.com
2.Halbert Dunn. High level Wellness. 1961, .www. Icaa.cc
3.Paul Zane Pilzer, The new Wellness Revolution, New York, 2011
4. Kvesitadze, G., Khatisashvili, G., Sadunishvili, T, Ramsden, J.J. Biochemical Mechanisms of Detoxification in Higher Plants. Basis of Phytoremediation. 262 pages. Springer, 2006.
5.გ.ერქომაიშვილი, მეწარმეობის ფორმირებისა და განვითარების თავისებურებანი საქართველოში, თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2004
6. ინტერვიუ &№96;მედჯგუფი საქართველოს~ დამფუძნებელთან თამაზ მჭედლიძესთან. ჟურნალი &№96;ბიზნესი და მენეჯმენტი~, №3(33), 2012.

7. www. Icaa.cc; www.seniorfitness.net
8. www.commersant.ge


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა