გვეკითხებიან, ვპასუხობთ » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

პუბლიკაციები : გვეკითხებიან, ვპასუხობთ
ნანახია: 1254

გვეკითხებიან, ვპასუხობთ

შემოსულ კითხვაზე კომენტარს იძლევა ექსპერტი უძრავი ქონების საკითხებში, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ანზორ მესხიშვილი

კითხვა: რამდენადაც ვიცით ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი იქნა ცვლილებები, გვაინტერესებს, რას ითვალისწინებს ეს ცვლილებები?

პასუხი:

დავიწყოთ იქიდან, რომ საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა: ჯარიმა 500-ლარიდან 200-ლარამდე შემცირდა, ხოლო სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად გამოვლენისას პირი 1000 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდება.
საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, საქონლის წარდგენის დეკლარირების ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ჯარიმის მაქსიმალური ზღვარი 1 500 ლარიდან 1000 ლარამდე შემცირდა. ხოლო ყოველ დაგვიანებულ დღეზე 100 ლარის ნაცვლად -50 ლარი.
გადამხდელი სალარო აპარატის მომსახურებისათვის წელიწადში ორჯერ გადაიხდის 30 ლარს წინასწარ, 60 ლარის ნაცვლად.
მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი არა მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, არამედ ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს.
მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთებს ადგენდა საქართველოს მთავრობა, ხოლო 2013 წლიდან მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთებს ადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრამდე ნაცვლად 1 მაისისა. მიწაზე ქონების გადასახადი პირებმა უნდა გადაიხადონ 15 ნოემბრამდე, ნაცვლად 1 ნოემბრისა. დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის დაწესებული სანქციის მინიმალური ოდენობა 200 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდა. გადაუხდელი გადასახადის თანხის საურავი, ყოველი გადაცილებული დღისათვის შემცირდა 0.07%-დან 0.06%-მდე. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ერთწლიანი ვადა გაიზარდა 3 წლამდე. გადავადების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის ქონების გირავნობა, იპოთეკით დატვირთვა. კეთილსინდისიერი გადამხდელის ჯარიმისგან განთავისუფლების უფლება დავის განმხილველ ორგანოსთან ერთად, მიენიჭა სასამართლოსაც.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა