ხარატიშვილის ინტრიგა "ნაციონალური" ბანის თანხლებით » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

პოლიტიკა : ხარატიშვილის ინტრიგა "ნაციონალური" ბანის თანხლებით
ნანახია: 3696

ხარატიშვილის ინტრიგა "ნაციონალური" ბანის თანხლებითესეც ასე! ხარატიშვილმა „ნაციონალების“(იგულისხმება მათი მამა_მარჩენალი ამერიკა)რჩევითა და დარიგებით სერიოზული სილა გაგვაწნა და ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, ვინ იქნება მისი შემცვლელი და კიდევ რა რებუსები აქვთ ჩაფიქრებული წინასაარჩევნოდ...
სრულად ვეტანხმები ბატონ კახა კახიშვილს, რომ ხარატიშვილმა ამ ნაბიჯით საპრეზიდენტო არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინა.ჩემის მხრივ დავამატებდი, წინასაარჩევნო პროცესში დეზორგანიზაცია შეიტანა და სააკაშვილს კიდევ ერთი გაფართხალების საშუალება მისცა.თუმცა, ეს ჩვეულებრივ გაფართხალებაზე მეტი შეიძლება აღმოჩნდეს!
დარწმუნებული ვარ, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა „ნაციონალების“ მხრიდან წინასწარ გათვლილ_გააზრებულია და იგი საზოგადოების ინტერესების ადექვატური ნამდვილად არ იქნება_საპროცედურო „ომი“შეიძლება ისე გაიწელოს, ცესკოს თავმჯდომარის დამტკიცება ვერც მოხერხდეს და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამ ხარატიშვილის მოადგილეს დავით კირთაძეს მოუწიოს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა კარგა ხანია თურმე გაუვიდა. რაც არ უნდა მოგვწონდეს „ნაციონალები“, უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიებში საქართველოში ბადალი არა ჰყავთ!რა თქმა უნდა, ამერიკელთა დამსახურებით...
სამწუხაროდ, ზოგიერთებს ესეც წვრილმანად ეჩვენებათ და „მიმტკიცებენ“, რომ არჩევნების ბედი გადაწყვეტილია_მარგველაშვილი უკვე არჩეულია პრეზიდენტად ,27 ოქტომბერს კოჰაბიტაციაც დასრულდება და „ნაციონალების “ბუნდღაც არ იქნება ქართულ პოლიტიკაში...ღმერთმა გისმინოთ, მაგრამ...რაც არ უნდა მძიმედ მოსასმენი იყოს, ვიტყვი პირდაპირ: სწორედ ასეთი ზედაპირულობით და გულარხეინობით გვჭირს ის,რაც გვჭირს!
ხომ გეუბნებოდით, „ნაციონალები“ ისეთი მაკვარანცხები არიან, ასე იოლად არ დაგვნებდებიან_მეთქით თქვენ კი ჩემს ნათქვამს სიცილ_ხარხარში ატარებდით და ხანდახან ნამუსზეც მაგდებდით_ასე რამ დაგაბრმავა, რატომ ხარ ასეთი უმადური, ვერ ხედავ, ივანიშვილმა რა ქნა, მისი მომრევი არავინ არისო! თქვენს პირს შაქარი, მაგრამ, ვითარების ლოგიკა სხვა რამეს რომ მეუბნება?!
ჯანდაბას ჩემი თავი, ბოდიშის მოხდაც არ გამიჭირდება,ოღონდ ქვეყანას ეშველოს...მაგრამ, რატომღაც მეშინია, საქართველოს ცაზე ისევ შავი ღრუბლები არ ჩამოწვეს და ჩვენ წინასწარ დადგმული სპექტაკლის უფასო მაყურებლები არ აღმოვჩნდეთ!
მე მითქვამს და დანარჩენი ჩვენს სიფხიზლეზე და ყურებიდან საცობების დროულად გამოღებაზეა დამოკიდებული...


 
 (ხმები: 0)
კომენტარები (131)   ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა