DataLife Engine > > MyWay Airlines საინფორმაციო ფრენა ირანის მიმართულებით განახორციელა

MyWay Airlines საინფორმაციო ფრენა ირანის მიმართულებით განახორციელა


1 აპრილი 2018. : admin
MyWay Airlines საინფორმაციო ფრენა ირანის მიმართულებით განახორციელა
ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines-ის პირველი რეისი იყო ჩარტერული და ირანის მიმართულებით შესრულდა. საზეიმო ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

„კომპანია ავიაბაზარზე რეგულარული ფრენების დაწყებას 2018 მაისიდან გეგმავს. პირველ ეტაპზე ფრენები 5 მიმართულებით შესრულდება. წლის გამმავლობაში კი რეისების რაოდენობა ეტაპობრივად 10 მიმართულებით გაიზრდება. მათ შორის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, არაბთა გაერთიანებულ საემიროში, ბელორუსის რესპუბლიკის, უკრაინის, ისრაელის, ჩინეთის და რუსეთის მიმართულებით. MyWay Airlines-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატი(EOC) მიმდინარე წლის იანვრის თვეში მიენიჭა. გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა კი კომპანიამ თებერვლის თვეში აიღო»,- ამის შესახებ ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა განაცხადა.

ამ ეტაპზე ავიაკომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული და მარშრუტების ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება და წლის ბოლომდე კომპანია 250 თანამშრომელი ეყოლება. ავიაკომპანია სრულად ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.

MyWay Airlines- ის მენეჯმენტს საწყის ეტაპზე განვითარების 3 ნაწილიანი სამოქმედო გეგმა აქვს გაწერილი, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში კომპანია რეისებს თბილისიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-შიც განახორციელებს. კომპანიის მაზანია, გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ჰაბის ფუნქცია დაუბრუნოს.

MyWay Airlines-ი ჩინურმა კომპანია Hualing Group-მა შექმნა. 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩინეთიდან 43,4 მილიონი დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავია იმპორტირებული. ასე რომ, კომპანიის ავიაპარკი BOEING-777 ტიპის ორი თვითმფრინავით არის წარმოდგენილი. მესამე თვითმფრინავს ივლისის დასაწყისში ელოდებიან, მეოთხეს — დეკემბერში.