DataLife Engine > > .

.


17 დეკემბერი 2017. : admin
2017 წლისთვის განგრძობითი განათლების პროგრამით გათვალისწინებული სწავლება დასრულდა
.
ახალი რეგულაციის თანახმად,„სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია ყოველწლიურად აკმაყოფილებდეს განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნებს და სერტიფიცირების შემდეგ ადასტურებდეს თავის კვალიფიკაციას. სერტიფიცირებული ბუღალტერი, განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესასრულებლად, ვალდებულია ყოველი 3 (სამი) უწყვეტი კალენდარული წლის მანძილზე გაიაროს განგრძობითი განათლების სულ მცირე 120 საათი“…
აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს სტატუსის შეჩერებას აქედან გამომდინარე შედეგებით.
აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის სასწავლო ცენტრმა 2017 წლისთვის განგრძობითი განათლებისპროგრამით გათვალისწინებული სწავლება 23 ოქტომბერს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდა.
ფედერაციის წევრებისთვის 40 საათიანი სწავლება ჩატარდა თბილისსა და ბათუმში. სწავლება სამ ნაკადად წარიმართა და ფედერაციის 217 წევრიდან მონაწილეობა მიიღო 185 სერტიფიცირებულმა ბუღალტერმა. ლექციებს ატარებდნენ მაღალკვალიფიციური ლექტორები. სწავლებამ მსმენელთა ინტერესი გამოიწვია და მონაწილეთა აქტიურობით მიმდინარეობდა.
აუდიტორების განგრძობითი განათლება და მასთან დაკავშირებული პროცესები პირველად განხორციელდა საქართველოში. ამ მხრივ გამოცდილება, ფაქტობრივად, არ არსებობდა. პროფესიულ ორგანიზაციებსა და აუდიტორებსაც მიეცათ შესაძლებლობა მომდევნო წლებში კიდევ უფრო დახვეწონ პრაქტიკა, გააცნობიერონ სიახლეები და გააუმჯებესონ აუდიტური საქმიანობის ხარისხი.
სწავლების პროცესში ჩართული იყო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური რომლის აქტივობითაც პროფესიულ ორგანიზაციებთან ურთიერთანამშრომლობის წარმატებული ალიანსი შესდგა.
....
..
..
..