Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  SES-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 351 მილიონ ოჯახს ემსახურება » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

: SES-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 351 მილიონ ოჯახს ემსახურება
ნანახია: 244

SES-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 351 მილიონ ოჯახს ემსახურება
SES-ის მიერ ყოველწლიურად განხორციელებული ბაზრის კვლევის (Satellite Monitor) თანახმად, ოჯახების რიცხვი, რომლებსაც კომპანია უწევს მომსახურებას მუდმივად იზრდება და 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 351 მილიონს მიაღწია. 2016 წელს 325 მილიონ ოჯახთან შედარებით ეს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევაა და ნიშნავს იმას, რომ ამჟამად SES-ი მსოფლიო მასშტაბით სატელევიზიო კონტენტს აწვდის 1 მილიარდ მაყურებელზე მეტს.

351 მილიონი ოჯახიდან SES-ს პირდაპირი წვდომა აქვს 145 მილიონ ოჯახზე და არაპირდაპირ მომსახურებას უწევს 147 მილიონ საკაბელო, 40 მილიონ ინტერნეტ (IP) ტელევიზიის და 18 მილიონ სახმელეთო ტელევიზიის მქონე ოჯახს.

SES-ის სატელიტური ბაზრის კვლევა, რომელიც საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში კომპანიის წვდომა 562 000 ტელემაყურებელ ოჯახამდე გაიზარდა, რომელიც როგორც პირდაპირ (პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა), ისე არაპირდაპირ (საკაბელო და IP ტელევიზია) წვდომას მოიცავს. ეს წარმოადგენს 24%-იან ზრდას წინა წელთან შედარებით. SES-ი უზრუნველყოფს დაახლოებით 132 000 ოჯახის მომსახურებას, რომლებიც სარგებლობენ მაგთისატის ტელევიზიის შეთავაზებით. შარშან მათი რიცხვი 124 000 შეადგენდა. დამატებით, კვლევის თანახმად, SES-ი საქართველოში მაღალი გაჩევადობის ტელევიზიით (HDTV) აღჭურვილი ოჯახების 34%-ს უწევს მომსახურებას.

SES-ის 2017 წლის ბოლოსთვის ჩატარებული სატელიტური ბაზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ თანამგზავრი წარმოადგენს სატელევიზიო სიგნალის მიღების მთავარ საშუალებას საქართველოში, რომელსაც გააჩნია პირდაპირი წვდომა ოჯახების 44%-ზე, რაც შეადგენს პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობის (DTH) მქონე 480 000 ოჯახზე მეტს. შედარებისთვის, სიგნალის მიღების სხვა საშუალებები შეადგენს: საკაბელო ტელევიზია -15%, სახმელეთო - 16% და IP ტელევიზია - 25%. 2015 წლის ივნისში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, ანალოგური სატელევიზიო სიგნალი სწრაფად შეიცვალა ციფრულით. მიმდინარე წლის გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ მხოლოდ 12 000 ქართული ოჯახი დარჩა ანალოგური საკაბელო ტელევიზიით აღჭურვილი, მაშინ როდესაც წინა წელს ასეთი ოჯახების რიცხვი 50 000 შეადგენდა.
კვლევის შედეგები ასევე გვიჩვენებს HD და UHD მაუწყებლობის ფორმატზე მოთხოვნის ზრდას - 2017 წლის მონაცემებით ოჯახების 48% ფლობს HD და UHD ტელევიზორს, რაც 2016 წელს 38% წარმოადგენდა.

SES-ის სატელიტური ბაზრის კვლევის მიხედვით, ევროპა ძლიერი და მდგრადი ბაზარია, სადაც თანამგზავრული მაუწყებლობა მიმზიდველ პლატფორმას წარმოადგენს საიმედო და ეკონომიური ტელევიზიისთვის, რომელიც ფართო აუდიტორიას მიეწოდება. ამჟამად, SES-ს წვდომა აქვს 167 მილიონ ოჯახზე ევროპაში, 2016 წელს კი ეს რიცხვი 156 მილიონს შეადგენდა. ასეთი ზრდა ძირითადად განაპირობა თურქეთის და მაგრიბის ქვეყნების დამატებამ, რაც ჯამურად შეადგენს 10 მილიონი ოჯახით ზრდას. ევროპის ძირითად ბაზარზე ტექნიკური წვდომა სტაბილური იყო.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ SES-ის მთავარი როლი მდგომარეობს HD კონტენტის მიწოდებაში: დღეს SES-ი HD კონტენტს სთავაზობს 107 მილიონ ოჯახს, რაც შეადგენს ევროპის მასშტაბით HD ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების ორ მესამედს. როგორც მთავარი HD პლატფორმა, SES-ი უზრუნველყოფს 7,709 არხიდან 2,602 HD არხის მიწოდებას მსოფლიო მასშტაბით. ევროპაში SES-ი ახდენს 2,670 სატელევიზიო არხის მიწოდებას, მათ შორის 798 HD ფორმატში.

„საქართველო გამოირჩევა ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების მაღალი პროცენტული მაჩვენებლით (97.4%) და სწორედ ამიტომ, ის წარმოადგენს ჩვენთვის მნიშვნელოვან განვითარებად ბაზარს. ჩვენ ვთვლით, რომ თანამგზავრი სატელევიზიო სიგნალის მიღების ოპტიმალური საშუალებაა ქვეყნისათვის, სადაც ბევრი გეოგრაფიულად მიუდგომელი ტერიტორიაა. სატელიტური კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თანამგზავრი წარმოადგენს საქართველოს ციფრული სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის ცენტრალურ საყრდენს,“ განაცხადა ჰაკან სიოდინმა, SES-ის გაყიდვების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა