. » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ოქტომბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
» კომპანია „Bosch”-მა თბი ...
» კსუ-მ ნიზამუდინ ტაჰე ...
» საზოგადოება : როგორ მ ...
» .
» .
» .
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

: .
ნანახია: 36

ანგარიშგების წარდგენისა და გასაჯაროების წესის ამოქმედების სამზადისი დაიწყო
.
2017 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაციის (GFAAFM) პარტნიორობით, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა გამართა მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი რიგით პირველი პრეზენტაცია, რომელსაც 100-ზე მეტი პირი - ფედერაციის წევრი აუდიტორები, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ზედამხედველობის სამსახურმა აუდიტორიას გააცნო საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები და ანგარიშგებების წარდგენისა და გასაჯაროების წესი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ფასსტანდარტის (IFRS for SME) გამოყენების აუცილებლობას, შინაარსსა და მოსალოდნელ სარგებელს.
აუდიტორიამ ინტერესით მოისმინა წარმოდგენილი საკითხები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. ზედამხედველობის სამსახურის პრეზენტატორებმა უპასუხეს მსმენელთა შეკითხვებს. აღინიშნა, რომ ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს აუდიტორების, საწარმოთა ხელმძღვანელების და ბუღალტრების ცნობიერების ამაღლებას. ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტის შფეროში მიმდინარე რეფორმები პოზიტიურ გავლენას მოახდენენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. გამოითქვა მოსაზრება, რომ ასეთი შეხვედრები საჭიროა ხშირად გაიმართოს და სიახლეების შესახებ ეცნობოს ფართო აუდიტორიას.
..
..
..


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა