. » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
ნიუსების არქივი
» ბიზნესი და კანონმდე ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

: .
ნანახია: 489

თბილისში გაიმართა რესურსეფექტურ და ეკოლოგიურ სუფთა წარმოებაზე სახელმძღვანელობის პრეზენტაცია

.
სემინარი-პრეზენტაცია გაიმართა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის მხარდაჭერით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიის და ეკოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებლებმა და ექსპერტებმა. სემინარს უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი იოჰანეს ფესტნერი. ღონისძიებაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით ეკოლოგიურად სუფთა წარმოების მეთოდებზე და ამ მიმართულებით გამოყენებულ ევროპულ პრაქტიკაზე.

პროექტის კოორდინატორი საქართველოში მალხაზ ადეიშვილი აცხადებს: „პროექტის ფარგლებში მომზადდა სამი სახელმძღვანელო რძის, სამშენებლო მასალების და ქიმიური მრეწველობის სფეროებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების შესახებ. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია სუფთა წარმოების მეთოდები, მათ შორის, ენერგორესურსების, წყლის რესურსების, ნედლეულის დაზოგვის გზები და საშუალებები. სახელმძღვანელოები ძირითადად გათვალისწინებულია გადამამუშავებელ სამრეწველო საწარმოს ხელმძღვანელების და ტექნიკური პერსონალის, გარემოს დაცვის სპეციალისტებისათვის.“

სახელმძღვანელოები მომზადდა ევროკავშირის პროგრამის „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა“ (EaP GREEN) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ხორციელდება ექვს ქვეყანაში: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა. სახელმძღვანელოები შედგენილია ინგლისურად და უახლოეს პერიოდში ისინი ითარგმნება ქართულ ენაზე.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტს საქართველოში ახორციელებს გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO). პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის რეგიონალური პროგრამის „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა“ (EaP GREEN) შემადგენელ კომპონენტს.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა