Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  მეცნიერ-ეკონომისტთა წრეს კიდევ ერთი დოქტორი შეემატა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ივლისი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

: მეცნიერ-ეკონომისტთა წრეს კიდევ ერთი დოქტორი შეემატა
ნანახია: 824

მიმდინარე წლის 2 მარტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორის დიპლომი გადაეცა ვასილ ხანიშვილს.
სადისერტაციო დაცვა შესდგა 2016 წლის 26 ივნისს და ეხებოდა საკითხს: საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მექანიზმის სრულყოფა საქართველოში.

სადისერტაციო ნაშრომის შესრულებას ხელმძღვანელობდა იური პაპასქუა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

დისერტაციის დაცვისას, ექსპერტებმა: ნანული ძიმცეიშვილმა და გიორგი ხმალაძემ, რეცენზენტებმა: დავით ჯალაღონიამ და ლევან ძნელაძემ აღნიშნეს ნაშრომის აქტუალობა, კვლევის მაღალი დონე, ნაშრომის მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობა. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ სადისერტაციო კვლევისთვის არჩეული იყო ერთ-ერთი რთული, მრავალწახნაგა, ბევრ მომიჯნავე დარგებთან გადაკვეთის მქონე პროფილი და დისერტანტმა ის ბრწყინვალედ დაძლია.

ვასილ ხანიშვილი მაღალი კლასის პროფესიონალია. ის საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირების პერიოდიდან, ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბების პროსესებში იყო ჩართული. ამ სტრუქტურებში ეკავა მაღალი ხელმძღვანელი თანამდებობები. ეწეოდა კანონშემექმედების საქმიანობას. მოღვაწეობს ბიზნესში, ქველმოქმედი და მეცენატია.
დიპლომის გადაცემაზე, რომელმაც საზეიმო ვითარებაში ჩაიარა, აწუკვე წარმატებული მეცნიერის მიმართ, მისალოცი და ღვაწლის აღმნიშვნელი სიტყვები წარმოთქვეს პროფესორებმა: დავით ჯალაღონიამ, მადომა გელაშვილმა ირმა დიხამინჯიამ.

ვასილი ხანიშვილის სახით ეკონომიკურ მეცნიერებას კარგი მკვლევარი, გამოცდილი სპეციალისტი და პროფესიონალი შეემატა.

მეცნიერ-ეკონომისტთა წრეს კიდევ ერთი დოქტორი შეემატამეცნიერ-ეკონომისტთა წრეს კიდევ ერთი დოქტორი შეემატამეცნიერ-ეკონომისტთა წრეს კიდევ ერთი დოქტორი შეემატამეცნიერ-ეკონომისტთა წრეს კიდევ ერთი დოქტორი შეემატა
მეცნიერ-ეკონომისტთა წრეს კიდევ ერთი დოქტორი შეემატამეცნიერ-ეკონომისტთა წრეს კიდევ ერთი დოქტორი შეემატა


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა