Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  ტურიზმი » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ივლისი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

: ტურიზმი
ნანახია: 1012

„საქართველოში ნებისმიერ ადმიანს შეუძლია ააშენოს სასტუმრო და სასურველი რაოდენობის ვარსკვლავი მიანიჭოს“ - მაია მახათაძე
ტურიზმი
21-ე საუკუნის დასაწყისისთვის მსოფლიო კულტურასა და ეკონომიკაში ტურიზმი მდგრადი განვითარების დარგად ჩამოყალიბდა, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურაში. სასტუმროების ინდუსტრია ტურიზმის განვითარების პირდაპირი ხელშემწყობია. დარგის განვითარებასთან ერთად კი სასტუმროს ინდუსტრიამ ევოლუცია განიცადა და თანამედროვე სახედ ჩამოყალიბდა.
პასუხობს თუ არა საქართველო სასტუმროს ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებს, სასტუმრო „კონტინენტ კრონ პალას თბილისის“ გენერალურ მენეჯერი მაია მახათაძე გვესაუბრა:
- ქალბატონო მაია, რა არის სასტუმროების ხარისხის მთავარი ნიშანი?
- ზოგადად, სასტუმროს მართვა ბევრ ფაქტორს მოიცავს, იმის გათვალისწინებით, თუ სად მდებარეობს სასტუმრო და ვინ არის სამიზნე აუდიტორია. ამ ფაქტორებს შორის კი ხარისხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი უსაფრთხოებაა. დღევანდელი მომხმარებლისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი საკუთარი სიცოცხლის დაცვა გახდა. ამიტომ სასტუმროები სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას. მაგალითისთვის, აუცილებელია სასტუმროში იყოს სათადარიგო კიბე, მანიშნებლები სქემა, ცეცხლმაქრები და ა.შ. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი მომხმარებლის დამოკიდებულებების კვლევაა. მნიშვნელოვანია მათი აზრების, შთაბეჭდილებებისა და შენიშვნების გათვალისწინება, რაც სასტუმროს სწრაფად განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

- რა მდგომარეობაა საქართველოს ბაზარზე, ვიზიარებთ თუ არა თანამედროვე სტანდარტებს?

- რა თქმა უნდა, გარკვეული დოზით ვიზიარებთ სასტუმროების მართვის თანამედროვე სტანდარტებს, თუმცა არის სირთულეებიც. ერთ-ერთი მთავარი სუსტი ველი პერსონალის გადამზადებით კუთხით გვაქვს. გარდა ამისა, სასტუმროებს არ აქვთ მზაობა, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში. ზოგი თვლის, რომ კერძო ბიზნესისთვის არ არის აუცილებელი მსგავსი ტიპის აქტივობები, თუმცა საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში მაქსიმალური ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- საინტერესოა ვარსკვლავების მინიჭების საკითხი. რა კრიტერიუმები მოქმედებს საქართველოში?

- სამწუხაროდ, ეს მექანიზმი ჯერჯერობით გაუმართავია. საქართველოში ვითარება ასეთია: ნებისმიერ ადმიანს შეუძლია ააშენოს სასტუმრო და სასურველი რაოდენობის ვარსკვლავი მიანიჭოს. თუმცა, არსებობს რესურსი, რომ დაიხვეწოს და სრული სტანდარტიზაცია მოხდეს და ვიმედოვნებ, ამ საკითხს მალე მიექცევა სათანადო ყურადღება

- როგორ ფიქრობთ, რა იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა სასტუმროების ბიზნესისთვის მომდევნო 10 წლის განმავლობაში?


- 2017 წლიდან ბაზარი დაიტვირთება ბრენდირებული სასტუმროებით. ეს კი არსებული სასტუმროებისთვის და, მათ შორის, ჩვენთვისაც, სერიოზული გამოწვევაა. გამოწვევა იქნება პერსონალის თვალსაზრისითაც. ვფიქრობ, კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტი შეიქმნება. ამიტომ მზადება აქტიურად უნდა დავიწყოთ.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა