„კოსმო+“-ის ფილიალი ვარკეთილშიც გაიხსნა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
ბიზნესი : „კოსმო+“-ის ფილიალი ვარკეთილშიც გაიხსნა
ნანახია: 823

„კოსმო+“-ის ფილიალი ვარკეთილშიც გაიხსნა
„კოსმო+“-ის ფილიალი ვარკეთილში, მეტროს სადგურის მიწისქვეშა გასასვლელში მდებარე სავაჭრო ცენტრ "ფენიქსშიც" გაიხსნა. ეს ქსელის რიგით მეხუთე ობიექტია, რომელიც დანარჩენი მაღაზიებისაგან სრულიად განსხვავდება თავისი მასშტაბითა და ასორტიმენტით - თუ "კოსმო+"-ი აქამდე მხოლოდ თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობდა მომხმარებელს, ახალ ფილიალში საყოფაცხოვრებო ქიმია, საკანცელარიო საქონელი და ჭურჭელიც არის წარმოდგენილი. სავაჭრო კომპლექსში ხელსაყრელი აქციები და ფასდაკლებები მოქმედებს.

რაც შეეხება თავის მოვლის საშუალებებს, „კოსმო+“ მომხმარებელს განსხვავებულ პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობს. ქსელის მაღაზიებში იყიდება პოლონური და უკრაინული წარმოების, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესატყვისი, დერმატოლოგიურად ტესტირებული კოსმეტიკური საშუალებები, რომელიც სხვადასხვა ასაკის მომხმარებელს სილამაზის შენარჩუნებაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ „კოსმო+“-ში წარმოდგენილი პრეპარატები უმთავრესად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული, არ შეიცავს პარაბენებს და ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ მომხმარებელს მისთვის საინტერესო პრეპარატის მოსინჯვის საშუალებაც აქვს, რაც კოსმეტიკური საშუალების სწორად შერჩევას საგრძნობლად აადვილებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი რევაზ ამირეზაშვილი აცხადებს, მაღაზიებში წარმოდგენილი პრეპარატები საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა, თუმცა, განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე მომხმარებელს ქსელის სავაჭრო ობიექტებში პროფესიონალური კოსმეტიკის შეძენაც შეუძლია. ერთი სიტყვით, ქსელი ყველანაირი შემოსავლის მქონე მომხმარებელს შესაბამის პროდუქციას სთავაზობს.

„კოსმო+“-ში მუდმივად ზრუნავენ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, კონსულტანტებს სისტემატურად უტარდება ტრეინინგები, ცოდნის დონე და ხარისხი კი ტესტირების მეშვეობით მოწმდება. შესაბამისად, მომხმარებელი კოსმეტიკურ პრეპარატზე ამომწურავ ინფორმაციას იღებს, სახის, ტანისა თუ თმის მოვლის კუთხით კი - ინდივიდუალურ კონსულტაციას.

საგულისხმოა, რომ ახალი კომპლექსი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და მომხმარებელს სილამაზის სალონის, კოსმეტიკური კაბინეტისა და სილამაზის ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების ობიექტების მომსახურებასაც შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ "კოსმო+"-ის ფილიალები ასევე მოქმედებს "სითი მოლი - გლდანისა" და "ისანი მოლის" სავაჭრო ცენტრებში, "გლდანი მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე და თემქის III მიკრორაიონში.

კომპანია საქართველოში პოლონური მარკების „Bielenda”-ს, “Farmona”-ს, “Lirene”-სა და უკრაინული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბიოკონის“ ოფიციალური დისტრიბუტორია.
„კოსმო+“-ის ფილიალი ვარკეთილშიც გაიხსნა „კოსმო+“-ის ფილიალი ვარკეთილშიც გაიხსნა

  ბეჭდვა
 
ვალუტის კურსი

რეკლამა
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა