Bosch აჯამებს 2016 წლის შედეგებს » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბიზნესი : Bosch აჯამებს 2016 წლის შედეგებს
ნანახია: 429

Bosch აჯამებს 2016 წლის შედეგებს
ფოლკმარ დენერი, Bosch-ის მმართველობის თავმჯდომარე: „კომპანია Bosch იმყოფება მის ისტორიაში უდიდესი ტრანსფორმაციის ეტაპზე“

Bosch აჯამებს 2016 წლის შედეგებს

შტუტგარტი, გერმანია - 2016 წელს Bosch-ის კომპანიების ჯგუფმა კვლავ გამოაშკარავა გაყიდვების ზრდა. წინასწარი მონაცემებით, ბრუნვა გაიზარდა 3.5%-ით, - 73,1 მლრდ. ევრომდე. სავალუტო კურსების კორექტირების შემდეგ გაყიდვების ზრდამ მიაღწია 5.4%-ს. გაყიდვების შედეგებზე უარყოფითი ზეგავლენის მომტანი იყო სავალუტო კურსების მერყეობა, საერთო ღირებულებით 1,3 მლრდ. ევრო. „არახელსაყრელი პირობების მიუხედავად, ჩვენ მივაღწიეთ 2016 წელს პროგნოზირებული ზრდა“, - განაცხადა ბატონმა ფოლკმან დენერმა, Robert Bosch GmbH-ის მმართველობის თავმჯდომარემ.

„კომპანია Bosch არის უდიდესი ტრანსფორმაციის ეტაპზე თავის ისტორიაში. Bosch აქტიურად აყალიბებს ტექნოლოგიების ბაზრებს, მთლიან ინდუსტრიას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინტერნეტის ქსელურ ტექნოლოგიებზე და ელექტრომობილურობაზე გადასვლაზე, Bosch მზადაა დააბანდოს მილიარდობით ევროს ინვესტიციები. ამდენად, 2016 წელს კომპანიამ გაზარდა ხარჯები კვლევებზე და განვიათარებაზე დაახლოებით 6.6 მლრდ ევრომდე. Bosch-ის ფინანსური დირექტორი და მმართველობის თავმჯდომარის მოადგილე სტეფან აზენკერშბაუმერი აღნიშნავს: „დღეს დღეობით მიღებული შედეგები წარმოადგენენ ჩვენს დაბანდებას ხვალინდელ ფინანსურ წარმატებაში“. Bosch-მა, - ტექნოლოგიების და მომსახურებების მომწოდებელმა, დააფიქსირა 4.3. მლრდ. ევროს მოგება კომპანიის ძირითადი საქმიანობიდან დაბეგვრამდე (EBIT).

Bosch ცდილობს გახდეს ლიდერი ნივთების ინტერნეტის სფეროში, ვინაიდან კომპანია ამ სეგმენტში ხედავს უდიდეს პოტენციალს ბიზნესის განვითარებისთვის ინტელექტუალური ციფრული დამხმარეების ხარჯზე. „ნივთების ინტერნეტი ხდება ინდივიდუალური. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩვენ მოვახერხებთ, რომ ვაქციოთ ქსელური ტექნოლოგიები უფრო პერსონალიზირებული“, - აღნიშნავს Bosch-ის მმართველობის თავმჯდომარე. ზუსტად ამიტომ კომპანია აბანდებს დაახლოებით 300 მლნ. ევროს ინვესტიციებს ხელოვნური ინტელექტის შემუშავების ახალ ცენტრში, რომელშიც განვითარდება ექსპერტიზა ნივთების ინტერნეტის სფეროში.

წლის შედეგები რეგიონებში

წინასწარი ციფრები ევროპაზე გამოაშკარავებენ ბიზნესის განვითარების პოზიტიურ შედეგებს Bosch-ის კომპანიის ჯგუფისთვის. 2016 წელს ამ რეგიონში ტექნოლოგიების და მომსახურებების მომწოდებელმა გაზარდა მისი გაყიდვები 3.4%-ით (4.8%-ით სავალუტო კურსების კორექტირების შემდეგ), რამმაც შეადგინდა 38,6 მლრდ. ევრო. 12.4 მლრდ. ევროს დონის მიღწევისას, გაყიდვების დონე ჩრდილოეთ ამერიკაში შეესაბამებოდა წინა წლის მაჩვენებელს. აღენიშნებოდა გაყიდვების დონის ვარდნა 2%-ით ან 1.8%-ით ვალუტის კურსის კორექტირების შემდეგ.
სამხრეთ ამერიკაში Bosch-ის კომპანიების ჯგუფმა გაზარდა გაყიდვები ვალუტის კურსების კორექტირების შემდეგ 2.1%-ით. ნომინალურ გამოხატვაში გაყიდვამ განიცადა ვარდნა 5,7%-ით , - 1, 3 მლრდ. ევრომდე. აზიურ-წყნარი ოკეანეს რეგიონში, მათ შორის აფრიკაში, Bosch-მა აწია გაყიდვების დონე 12%-ით ვალუტის კურსების კორექტირების შემდეგ. ნომინალურ გამოხატვაში მოგება გაიზარდა 8,1%-ით, -20,8 მლრდ. ევრომდე.

აზიურ-წყნარი ოკეანის რეგიონში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, გერმანიაში თანამშრომლების რაოდენობა

მთელი მსოფლიოს მასშტაბით Bosch-ის კომპანიების ჯგუფმა დაიქირავა დაახლოებით 390 000 თანამშრომლები 2016 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით. თანამშრომლების საერთო რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 15 000 თანამშრომლით. ყველაზე დიდი ზრდა აღენიშნებოდა აზიურ-წყნარი ოკეანის რეგიონში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. გერმანიაში მატებამ შეადგინა 2 100 თანამშრომელი.

2017 წლის პროგნოზი: ზომიერი ზრდა დიდი რყევებით

2017 წელს Bosch-ის პროგნოზით მოსალოდნელია მსოფლიო ეკონომიკის ზომიერი ზრდა 2,3%-ით. ტექნოლოგიების და მომსახურებების მიმწოდებელი ხედავს ეკონომიკურ რისკებს, რომლებიც, პირველ რიგში, დაკავშირებულნი არიან აშშ-სა და ევროპაში პოლიტიკურ მდგომარეობასთან. 2017 წელს Bosch-მა კვლავ აპირებს დარჩეს განვითარების დასახუ გზაზე და გაიზარდოს უფრო სწრაფად, ვიდრე მისი ძირითადი ბაზრები. Bosch გააგრძელებს კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას და კომპანიის ყველა დანაყოფების მოგების ზრდას.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა