„ელიტ ელექტრონიქსის“ მულტი ბრენდული მაღაზია „სითი მოლი“ გლდანში გაიხსნა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბიზნესი : „ელიტ ელექტრონიქსის“ მულტი ბრენდული მაღაზია „სითი მოლი“ გლდანში გაიხსნა
ნანახია: 582

„ელიტ ელექტრონიქსის“ მულტი ბრენდული მაღაზია „სითი მოლი“ გლდანში გაიხსნა
მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ტექნიკა, უნიკალური კონცეფცია, ექსკლუზიური ბრენდები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი - ამ ყველაფერს „ელიტ ელექტრონიქსი“ ერთ სივრცეში აერთიანებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველაზე დიდ მაღაზიას გთავაზობთ „სითი მოლი“ გლდანში.
მაღაზია არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ უნიკალური კონცეფციით არის გამორჩეული. „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკის საუკეთესო ბრენდების ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში. მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების შოურუმები როგორებიც გახლავთ: Apple, Samsung, LG, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, Acer, Lenovo და სხვა. აღსანიშნავია, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-სა და Hitachi-ის ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი, ასევე Samsung-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი.
კომპანია მომხმარებელს მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, აღნიშნული ბრენდების ყველა კატეგორიის ტექნიკაზე ერთკვირიან სპეციალურ აქციებს სთავაზობს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაშიც.
„ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიაში მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი. „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 20 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს.
"ელიტ ელექტრონიქსი“ დღესდღეობით საქართველოში ტექნიკის ბაზრის ლიდერია და ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქცია, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთების ადგილზე მიტანა-მონტაჟი და მომსახურების მაღალი სტანდარტი - ყოველივე ეს განაპირობებს „ელიტ ელექტრონიქსის“ დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა