გლდანში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    მაი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
» ბულგარული გამოფენა ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბიზნესი : გლდანში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა
ნანახია: 1773

გლდანში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა
თბილისში, გლდანის რაიონში ახალი სავაჭრო ცენტრი - „სითი მოლი - გლდანი“ გაიხსნა. კომპლექსის ძირითად ნაწილში სუპერმარკეტი „კარფურია“ განთავსებული, რომელიც აღნიშნული ქსელის რიგით მეექვსე ობიექტია.

გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრში საყიდლებზე მისულ მომხმარებელს სასურველი საქონლის შერჩევა შეუძლია ისეთი ცნობილი ბრენდების მაღაზიებში, როგორიცაა „ვაიკიკი“, „ბატა“, „კორსო იტალია“, „მოა“, „ლუტეცია“, „ბიბლუსი“, „ივ როშე“... გლდანში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნასაგულისხმოა, რომ კომპლექსში ამოქმედდება კოსმეტიკურ-პარფიუმერული ქსელის - „კოსმო +“- ის ფილიალიც, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობს. მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება პოლონური წარმოების, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესატყვისი კოსმეტიკური საშუალებები, რომელიც ქალბატონებს (და არა მხოლოდ მათ) სილამაზის შენარჩუნებასა და თავის მოვლაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ „კოსმო+“-ში წარმოდგენილი პრეპარატები უმთავრესად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული, არ შეიცავს პარაბენებს და ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ მომხმარებელს მისთვის საინტერესო პრეპარატის მოსინჯვის საშუალებაც ექნება.

„სითი მოლი - გლდანის“ მომხმარებლებს მოემსახურება მოსახერხებელი პარკინგი, ფუნქციონირებს კვების ობიექტები.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა