Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  „ვისოლჯგუფმა“გლდანში მსხვილი ფორმატის სავაჭრო კომპლექსი გახსნა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ივლისი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბიზნესი : „ვისოლჯგუფმა“გლდანში მსხვილი ფორმატის სავაჭრო კომპლექსი გახსნა
ნანახია: 1164

„ვისოლჯგუფმა“გლდანში მსხვილი ფორმატის სავაჭრო კომპლექსი გახსნა
26 დეკემბერს, 12 საათზე „ვისოლჯგუფმა“ გლდანში მსხვილი ფორმატის სავაჭრო კომპლექსი გახსნა, სადაც ერთ სივრცეშია განთავსებული სუპერმარკეტი „სმარტი“, „ვენდისა“ და „დანკინდონატსის“ ამერიკული რესტორნები და „ვისოლის“ ბენზინისა და გაზის გასამართი სადგური. სავაჭრო გალერეაში ასევე გაიხსნა სხვადასხვა ბრენდების სერვის ცენტრები და მაღაზიები.„ვისოლ ჯგუფის“ ახალი სავაჭრო კომპლექსის საზეიმო გახსნის ცერემონიალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიაშვილი,თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და “ვისოლჯგუფის” ამერიკელი პარტნიორები დაესწრნენ.
“„ვისოლ ჯგუფისათვის“ გლდანის სავაჭრო კომპლექსი გორის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის შემდგომ მეორე ობიექტია, სადაც „სმარტი“, „ვენდი“„ „დანკინდონატსი“ და „ვისოლი“ ერთ სივრცეშია განთავსებული. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ სავაჭრო კომპლექსში ჯამურად 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და წინასაახალწლოდ 300-ზე მეტ ოჯახს გაუჩნდება შემოსავლის ახალი წყარო. ახალი ფართო ფორმატის სავაჭრო კომპლექსის შექმნით ჩვენ ასევე დამატებით წვლილს შევიტანთ ქართული ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების წახალისების საქმეში“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
„ვისოლ ჯგუფმა“ სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებენ აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, წყნეთში, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ბათუმში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ უკვე 8 რესტორანი აქვს საქართველოში.

„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინდონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს „დანკინდონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. „დანკინდონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშიაწარმოდგენილი. „დანკინდონატსის“ რესტორნებშიმომხმარებელსსაშუალებააქვსდააგემოვნოსუგემრიელესისენდვიჩებისდიდიასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და კოლატას პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები. 2015 წელს “ვისოლ ჯგუფმა” შეძლო „ვენდისა“ და „დანქინდონატსის“ რესტორნებში იმპორტირებული პროდუქტების ქართული წარმოების პროდუქტებით ჩანაცვლება, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარების, პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და რეალიზებული პროდუქტების უსაფრთხოებისა და სანდოობის კუთხით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია“.

„ვისოლს“საკუთრებაში არსებული ავტო გასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ ერთადერთი ნავთობკომპანიაა საქართველოში, რომელმაც ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგურები დანერგა ქვეყანაში. კომპანია ვისოლი მომხმარებელს შეკუმშულ ბუნებრივ გაზს 2007 წლიდან სთავაზობს.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა