Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  „მაგთისატის“ 3 წლის იუბილე მნიშვნელოვანი სიახლეებით აღინიშნა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ივლისი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბიზნესი : „მაგთისატის“ 3 წლის იუბილე მნიშვნელოვანი სიახლეებით აღინიშნა
ნანახია: 1240

„მაგთისატის“ 3 წლის იუბილე მნიშვნელოვანი სიახლეებით აღინიშნა
მსოფლიოს უმსხვილესმა სატელიტურმა კომპანია SES-მა და სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომმა“ „მაგთისატის“ 3 წლის იუბილე სამი ახალი პაკეტითა და აბონენტების მზარდი რაოდენობით აღნიშნეს. აღნიშნული პარტნიორი კომპანიები მუდმივად განაგრძობენ ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას. საიუბილეო ღინისძიებაზე საქართველოში პირველად მოხდა ASTRA ULTRA HD ანუ 4K არხის მაუწყებლობის დემონსტრირება.
„მაგთისატი“, პირველი ადგილობრივი DTH პლატფორმა საქართველოში თავის სამწლიან იუბილეს 3 ახალი პაკეტის ამოქმედებით აღნიშნავს, რომლებიც მოიცავს ქართულ, საშუალო და სრულ მაუწყებლობას Astra 5B თანამგზავრის მეშვეობით აღმოსავლეთის 31.5 გრადუსზე. სამწლიანი მუშაობის შედეგად 100 ათასზე მეტი აბონენტი შეუერთდა „მაგთისატის“ მაღალხარისხოვან მომსახურებას.
„მაგთისატის“ ერთ-ერთ უმთავრეს უპირატესობას მთელი საქართველოს მასშტაბით, სწორედ, მისი მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში. გეოგრაფიულად რთული რელიეფის დაფარვის ყველაზე ეფექტური საშუალება კი ASTRA თანამგზავრია, რომელიც აღმოსავლეთის 31,5 გრადუსზეა განთავსებული. უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის ივნისში საქართველო გეგმავს ციფრულ სახმელეთო მაუწყებლობაზე გადასვლას. ეს პროცესი გარკვეულ სირთულესთანაა დაკავშირებული, თუმცა, მაგთისატის მომხმარებლები მსგავსი პრობლემის წინაშე არ დადგებიან, რადგანაც მაგთისატის თეფშები თანამგზავრიდან პირდაპირ მიიღებს ციფრულ სიგნალს.
2014 წლის ბოლოსათვის კომპანია SES-მა ქართული ბაზრისა და ტექნოლოგიური ტენდენციების უკეთ გასაცნობად პირველად ჩაატარა კვლევა საქართველოში. ჩატარებული კვლევით საქართველოში თანამგზავრული ტელემაუწყებლობის სერიოზული საჭიროება დადასტურდა. სოფლად სატელევიზიო სიგნალის მისაღებად კერძო თანამგზავრული თეფში ყველაზე გავრცელებული გზაა და მისი წილი 79%-ს შეადგენს. ASTRA-ს ყველაზე მაღალი წილი (35.1%) გააჩნია თანამგზავრების განაწილებაში ქალაქად და სოფლად. კერძოდ, ქალაქებში გამოკითხულთა 35.5% და სოფლად გამოკითხულთა 29.7% იყენებს ASTRA-ს სერვისს თანამგზავრული სიგნალის მისაღებად.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ 2014 წელი წარმატებული წელი აღმოჩნდა მაგთისატის თანამგზავრული ტელევიზიის პაკეტების შემუშავების თვალსაზრისით, რომლებშიც შევიდა უნიკალური სატელევიზიო არხები, გვახარებს აბონენტთა რიცხვის ზრდა და ქართველი მომხმარებლისათვის მოწინავე თანამგზავრული სატელევიზიო მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობა. ჩვენ გაისად ველით თანამგზავრული ტექნოლოგიების ბევრად უფრო ფართო გამოყენებას საქართველოში, რადგან ქვეყანა დიგიტალიზაციის გზას ადგას. თანამედროვე თანამგზავრული ტექნოლოგიები, მომხმარებლის გამორჩეული მომსახურება და პაკეტებზე დაწესებული მისაღები ტარიფები გაზრდის მაგთისატის მომხმარებელთა რიცხვს“, აცხადებს „მაგთიკომის“ მარკეტინგის დირექტორი ირაკლი ლობჟანიძე.

კომპანია SES-ის გაყიდვების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი სკანდინავიაში, ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ჰაკან სიოდინი აცხადებს: „2015 წელი ჩვენთვის საქართველოს სატელემაუწყებლო ინდუსტრიაში გამოწვევების წელიწადია. ამრიგად, ჩემთვის დიდი პატივი იქნება, განვაგრძოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორთან - „მაგთიკომთან“ ერთად. ჩვენთვის ასევე სასიხარულოა, რომ ვართ პირველები, ვინც საქართველოში თანამგზავრით გადმოცემულ ULTRA HD მაუწყებლობას წარმოადგენს.“

SES მსოფლიოს წამყვანი თანამგზავრული ოპერატორია, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეოსტაციონარული თანამგზავრი. კომპანია თანამგზავრულ საკომუნიკაციო მომსახურებას თავაზობს მაუწყებლებს, საინფორმაციო შინაარსისა- და ინტერნეტ-მომსახურების მომწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და ბიზნეს- და სამთავრობო ორგანიზაციებს მსოფლიოს მასშტაბით.
SES განასახიერებს გრძელვადიან საქმიან ურთიერთობებს, მაღალხარისხოვან მომსახურებას და სრულყოფილებას სამაუწყებლო ინდუსტრიაში. SES-ის კულტურული თვალსაზრისით მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები მოქმედებენ მთელს მსოფლიოში და ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებელთან, რათა დააკმაყოფილონ მათი სპეციფიური მოთხოვნები სიხშირულ დიაპაზონთან და მომსახურებასთან დაკავშირებით.
SES (NYSE ევრონექსტ პარიზი და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) ფლობს წილს კანადურ Ciel-ში და მექსიკურ QuetzSat-ში Mexico, ისევე როგორც სტრატეგიულ წილს თანამგზავრული ინფრასტრუქტურის სასტარტო O3b ქსელებში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ www.ses.com

საქართველოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომი“ ქვეყანაში წარმოდგენილია კომუნიკაციების ბაზრის 5 სავაჭრო ნიშნით, მომსახურებას უწევს მობილური და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის, ინტერნეტისა და ტელევიზიის 3 მილიონ აბონენტს.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა