Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  „თბილისი ცენტრალის“ სავაჭრო ცენტრში ტექნიკის ფესტივალი გაიხსნა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ივლისი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბიზნესი : „თბილისი ცენტრალის“ სავაჭრო ცენტრში ტექნიკის ფესტივალი გაიხსნა
ნანახია: 1267

„თბილისი ცენტრალის“ სავაჭრო ცენტრში ტექნიკის ფესტივალი გაიხსნა
„თბილისი ცენტრალის“ სავაჭრო ცენტრში ტექნიკის ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. ფესტივალის ფარგლებში, ტექნიკის ბაზრის წამყვანი ხუთი კომპანია - „ოქეი“, „ალტა“, „არაი“, „მეტრო მარტი“ და “სმაილი“ 11-დან 22 თებერვლამდე მომხმარებელს ყველა სახის ტექნიკაზე განსაკუთრებულ შეთავაზებებს გაუკეთებს.
როგორც ფესტივალის საზეიმო გახსნაზე თბილისის მერმა განაცხადა, “ტექნიკის ფესტივალი” ძალზე მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით. „ტექნიკის ბაზარზე მოქმედი ხუთი წამყვანი კომპანია ამით ამკვიდრებს ბაზრის სუბიექტებს შორის თანამშრომლობისა და თანამედროვე მარკეტინგის ცივილიზებულ, ევროპულ სტანდარტს. ასეთი ფესტივალი და მომხმარებლებისადმი სოლიდარული დამოკიდებულება ზრდის მოხმარების კულტურას თბილისსა და მთელს საქართველოში“ - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ტექნიკის ფესტივალი მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის ზრდის კუთხითაც. „საქართველოში ვაჭრობის სფეროში არსებული მაღალი კონკურენცია, აგრეთვე, ხელოვნების, კულტურისა და ტურისტული დაწესებულებების სიმრავლე, თბილისს ანიჭებს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაატაროს შოპინგფესტივალები არა მხოლოდ ტექნიკის, არამედ სხვა სავაჭრო, კულტურისა თუ ხელოვნების სფეროში.
ამდენად, ჩნდება შანსი, რომ თბილისის შოპინგფესტივალმა რეგიონული მნიშვნელობა შეიძინოს და მიმზიდველი გახდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შოპინგფესტივალის მონაწილეთა შენაძენები გაზრდის ქალაქის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და საინვესტიციო პოტენციალს.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია მზადაა, კვლავაც ხელი შეუწყოს კერძო ინიციატივებს, რომელიც უზრუნველყოფს თბილისისათვის რეგიონის ბიზნეს და ეკონომიკური ცენტრის ფუნქციის დაბრუნებას. დარწმუნებული ვარ, ეს ფესტივალი არ იქნება ერთადერთი და მსგავს ღონისძიებაში ჩაერთვებიან ვაჭრობის სხვა სფეროების წარმომადგენლები.
ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ წამოწყება მთელ საქართველოს მოიცავს.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა