“ბარამბომ” მომხმარებელს პირველი პროდუქცია შესთავაზა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    აპრილი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
ნიუსების არქივი
» MyWay Airlines საინფორმაციო ფ ...
» თსუ-ში ანტარქტიკის გ ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბიზნესი : “ბარამბომ” მომხმარებელს პირველი პროდუქცია შესთავაზა
ნანახია: 3667

საკონდიტრო კომპანია “ბარამბომ” მომხმარებელს პირველი პროდუქცია შესთავაზა

“ბარამბომ” მომხმარებელს პირველი პროდუქცია შესთავაზა


ქართული ტკბილეული სავაჭრო ქსელში გატანამდე ჟურნალისტებმა დააგემოვნეს. მედია-ტურის მონაწილეებმა ნატახტარში მდებარე ქარხანა დაათვალიერეს და კომპანიის ხელმძღვანელებისაგან საწარმოში არსებულ მდგომარეობასა და “ბარამბოს” სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიიღეს.
“ბარამბო” 2009 წლის 11 მარტს დაარსდა. უმაღლესი ხარისხის პროდუქციის საწარმოებლად და მომხმარებლის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად საწარმოში თანამედროვე ევროპული, უმთავრესად, გერმანული დანადგარები დამონტაჟდა. შესაფუთი მასალა კომპანიას იტალიიდან შემოაქვს. ტკბილეული უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეულისგან მზადდება. “ბარამბოს” თანამშრომლები ინტენსიურ ტრეინინგებს ევროპელ ტექნოლოგებთან გადიან. როგორც კომპანიაში აცხადებენ, “ბარამბოს” მიზანია, ლიდერის პოზიცია დაიკავოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის საკონდიტრო ბაზარზე.
“ბარამბომ” მომხმარებელს პირველი პროდუქცია შესთავაზა
“ბარამბოს” ასორტიმენტი მრავალფეროვანია: შოკოლადის ფილა, შოკოლადი-ბატონი, კარამელი, ასორტი... სულ 30 დასახელების ნუგბარი. წლის ბოლოსთვის ასორტიმენტი კიდევ უფრო გამდიდრდება.“ბარამბოს” ლოგოთი დამშვენებული ტკბილეული მთელ საქართველოში გაიყიდება. კომპანია წელს ადგილობრივი ბაზრის ათვისებას აპირებს, მომავალი წლიდან კი პროდუქციის ექსპორტზეც იზრუნებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დავით კუხარაშვილი აცხადებს, რომ მათი პროდუქცია ძვირფას დანადგარებზე ძვირფასი ნედლეულისგან მზადდება, თუმცა, ტკბილეული მაღალშემოსავლიან სეგმენტზე არ იქნება გათვლილი. მაგალითად, შოკოლადის 100-გრამიანი ფილა 1 ლარი და 70 თეთრი ეღირება, ერთი კილოგრამი კარამელი კი _ 4,50-5 ლარი. დავით კუხარაშვილი უმთავრეს კონკურენტებად უკრაინული და რუსული ტკბილეულის ექსპორტიორებს მიიჩნევს, ვინაიდან ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი საწარმო არ არსებობს.
“ბარამბოში” 15 მილიონი ევროს ოდენობის 100 პროცენტით ქართული ინვესტიცია განხორციელდა. 8 ჰექტარზე გაშენებულ ქარხანაში დღეისათვის 160 ადამიანია დასაქმებული. წლის ბოლოსთვის თანამშრომელთა რიცხვი გაიზრდება და 300-ს მიაღწევს. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, “ბარამბოს” თანამშრომელთა საშუალო ხელფასი 500-დან 600 ლარამდე მერყეობს.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა