ორ კომპანიას ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ოქტომბერი 2014    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბიზნესი : ორ კომპანიას ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა
ნანახია: 969

ორ კომპანიას ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა

“საქართველოს ხარისხის ფონდმა” ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი საქართველოში მოქმედ კიდევ ორ კომპანიას - „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებსა“ და მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიას გადასცა. დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.


ხარისხის ფონდი კომპანიების მენეჯმენტსა და პროდუქციას 2003 წლიდან შეისწავლის. ამ ხნის განმავლობაში შესაბამისი სერტიფიკატი 99-მა კომპანიამ მიიღო, თუმცა, ხარისხის ნიშანი მხოლოდ 42-მა შეინარჩუნა.
სერტიფიკატი კომპანიებს მათი საქმიანობის დეტალური შესწავლის საფუძველზე ერთი წლის ვადით ენიჭებათ.

კომპანია „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან საქმიანობს და რძესა და რძის პროდუქტებს, ასევე ნატურალურ წვენებს აწარმოებს.

მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიას წელს 13 წელი შეუსრულდა. აქ ბავშვები სწავლას 4 წლიდან იწყებენ და წელიწადში სამ სპექტაკლს ამზადებენ. მაყურებელს მათი ხილვა სხვადასხვა, მათ შორის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზეც შეუძლია. დღეისათვის სტუდიაში საბალეტო ხელოვნებას 120-მდე მოსწავლე ეუფლება.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა