"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო სეგმენტზე ფოკუსირდება » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბანკები და ფინანსები : "პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო სეგმენტზე ფოკუსირდება
ნანახია: 1191

"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო სეგმენტზე ფოკუსირდება
"პროკრედიტ ბანკმა" პრესკონფერენცია გამართა, რომლის მთავარი თემა ახალი სტრატეგიის და გასული წლის შედეგების პრესის წარმომადგენლებისთვის გაცნობა იყო.
საბანკო სექტორში მოღვაწეობის 15 წლიანი გამოცდილების შედეგად, ბანკი სტრატეგიას ცვლის, რაც 10 000 ევრომდე მიკრო სესხების ბაზრიდან გამოსვლასა და შესაბამისი მიკრო პორტფელის გაყიდვას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პორტფელი მთლიანი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 5%-ია.
"პროკრედიტ ბანკის" გენერალური დირექტორი ასმუს როტნე: „ბანკის ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე და შედეგად მთელი რესურსები მიიმართება მცირე და საშუალო სექტორის მომსახურებაზე, მათთვის დახვეწილი და სრულყოფილი საბანკო სერვისების შეთავაზებაზე. ბანკი თვლის, რომ ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელიც ბიზნესის სწრაფად გაფართოებასთან ერთად ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.“
2014 წელს ბანკის დასახული კურსისა და სტრატეგიის შესაბამისად მოხდა ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ფილიალების ქსელის ოპტიმიზაცია და განახლება. ჩამოყალიბდა სამი მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი, სამ სტრატეგიულ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებს მიენიჭათ რეგიონალური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფილიალებში მომუშავე ბიზნეს მრჩეველები მოემსახურებიან არა მხოლოდ თავიან ქალაქებს, არამედ ახლომდებარე რეგიონებსაც და ბიზნეს მრჩევლები ადგილზე გაუწევენ კლიენტებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.
განსაკუთრებული ყურადღება 2014 წელს კლიენტებისთვის დახვეწილი, კომფორტული და მოსახერხებელი დისტანციური სერვისების შეთავაზებაზე გაკეთდა. მიმდინარე წელს განახლებული ყველა ფილიალი აღიჭურვა თვითმომსახურების ზონით, რაც ბანკის კლიენტებს საშუალებას აძლევს, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში მიიღონ დისტანციური მომსახურების სრული სერვისი.
განხორციელებული ცვლილებები დადებითად აისახა 2014 წლის ფინანსურ მაჩვენებლებზე,
კლიენტთა მთლიანი სახსრები გაიზარდა 5%-ით და 592 მილიონი ლარი შეადგინა
მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7%-ით გაიზარდა და 760 მილიონი ლარი შეადგინა
2014 წლის წმინდა მოგებამ კი 24 მილიონი ლარი (13 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 21%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. ამონაგები საკუთარ კაპიტალზე (ROE) 16%-ია.
საერთო ჯამში, 2014 წელი “პროკრედიტ ბანკი საქართველო”–სთვის მორიგი წარმატებული წელიწადი იყო და იგი კვლავაც განაგრძობდა საიმედო და სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი საბანკო მომსახურების გაწევას ფიზიკური პირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის.
2015 წელს იგეგმება ბაზრის წილის ზრდა ბანკის ძირითადი საორიენტაციო სეგმენტის გათვალისწინებით. საკრედიტო პორტფელის ზრდასთან ერთად, იგეგმება ბანკის მოზიდული სახსრების ზრდა ბიზნეს სეგმენტში.
2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება იმითაც, რომ პროკრედიტ ბანკი მომხარებლებს ინოვაციურ საბანკო მომსახურებებს შესთავაზებს, რომელზე მუშაობაც უკვე აქტიურად მიმდინარეობს. გვსურს ჩვენმა კლიენტებმა უფრო მეტი დამოუკიდებლობა იგრძნონ საბანკო მომსახურების შესრულებისას და თავადაც შეძლონ გარკვეული ოპერაციების განხორციელება მათთვის ხელსაყრელ პირობებში, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან.
თვითმომსახურების სივრცის გაფართოება და უფრო მეტი სერვისების ხელმისაწვდომობა 2015 წლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, რისთვისაც ბანკი ტექნოლოგიურ განვითარებაში ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა