“საქართველოს ბანკი” მომხმარებელს “Visa FIFA Card”-ს სთავაზობს. » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    მაი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
» ბულგარული გამოფენა ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბანკები და ფინანსები : “საქართველოს ბანკი” მომხმარებელს “Visa FIFA Card”-ს სთავაზობს.
ნანახია: 1753

“საქართველოს ბანკი” მომხმარებელს “Visa FIFA Card”-ს სთავაზობს.

ახალი პროდუქტი, რომელიც ბანკმა “Visa International”-თან ერთად შეიმუშავა, მფლობელს ფეხბურთის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების შანსს მისცემს.
“Visa FIFA Card”-ი ჩვეულებრივი სადებეტო ბარათი გახლავთ, რომელზეც სპეციალური აქციაა მიმაგრებული. ის მომხმარებელი, რომელიც ბარათით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, სუპერპრიზს _ ჩემპიონატზე დასასწრებ ორკაციან საგზურს მიიღებს. საგზურში შედის ავიაბილეთებიცა და სასტუმროც.
გარდა ამისა, გამოვლინდება 99 გამარჯვებული, რომლებიც ფეხბურთის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური მაისურებითა და ბურთებით დაჯილდოვდებიან.
ახალი ბარათის მეშვეობით ყველა ძირითადი საბანკო ოპერაცია სრულდება. მათ შორის, ბანკომატიდან თანხის განაღდება, სავაჭრო ობიექტებში მომსახურებისა და პროდუქტების შეძენა, კომუნალური გადასახადების გადახდა, მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება და ა. შ. ერთ ტრანზაქციად მომხმარებელს მხოლოდ 20 ლარის ღირებულების ტრანზაქცია ჩაეთვლება.
“Visa FIFA Card”-ის გამოყენება მის მფლობელს ერთი წლის განმავლობაში შეუძლია. მომხმარებელი ბარათის დიზაინს ორი შესაძლო ვარიანტიდან თავად შეარჩევს: მასზე ან 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპპიონატის თასი იქნება გამოსახული, ან ფეხბურთის თამაშის პროცესი.
ბარათის მიღება მსურველებს “საქართველოს ბანკის” სერვის-ცენტრებში ორი თვის მანძილზე - 5 მარტიდან 5 მაისამდე შეუძლიათ.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა