Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  “თიბისი ბანკში” სიახლეა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბანკები და ფინანსები : “თიბისი ბანკში” სიახლეა
ნანახია: 2323

“თიბისი ბანკში” სიახლეა
ამიერიდან “თიბისი ბანკში” სესხის აღება კრედიტ-ინფოში (ე.წ. შავ სიაში) მოხვედრილ იმ კლიენტებსაც შეეძლებათ, რომლებიც ურჩ გადამხდელთა სიაში ობიექტური მიზეზების გამო მოხვდნენ, დღეისათვის კი ბანკის მიმართ დავალიანება სრულად დაფარული აქვთ.
“თიბისი ბანკი” მომხმარებელს სხვა სიახლესაც სთავაზობს. “8 ნაბიჯი სურვილების ასრულებისაკენ” _ ასე ჰქვია ბანკის ახალ კამპანიას, რომლის პირველი ნაბიჯი ფასდაკლების აქცია გახლავთ. “თიბისი ბანკის” ფილიალებზე გაჩენილი უჩვეულო წარწერა - SALE სწორედ ამ აქციის დაწყების მანიშნებელია. სამთვიანი აქციის პერიოდში იპოთეკურ, სამომხმარებლო და ავტო სესხებს ბანკი სტანდარტულზე ერთი პროცენტით ნაკლები საპროცენტო განაკვეთით გასცემს (რასაკვირველია, დამტკიცების შემთხვევაში). როგორც “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, აქციის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთები 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე პერიოდის განაკვეთებს გაუთანაბრდება. ბანკში მიიჩნევენ, რომ ფინანსური კრიზისი ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა, ბაზარზე უძრავი ქონებისა და ავტომობილების გაძვირება შეინიშნება, ამიტომ საჭიროა, დაინტერესებულ ადამიანებს ბინისა თუ ავტომობილის ჯერ კიდევ ხელმისაწვდომ ფასად, ყველაზე იაფი სესხებით შეძენის შანსი მიეცეთ, რაშიც მათ “თიბისი ბანკი” დაეხმარება.
19 თებერვალს დაწყებული აქცია 1 ივნისამდე გაგრძელდება.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა