“საქართველოს ბანკის” მომხმარებელი ახალი ინტერნეტბანკით ისარგებლებს » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბანკები და ფინანსები : “საქართველოს ბანკის” მომხმარებელი ახალი ინტერნეტბანკით ისარგებლებს
ნანახია: 4184

“საქართველოს ბანკის” მომხმარებელი ახალი ინტერნეტბანკით ისარგებლებს
“საქართველოს ბანკმა” სრულიად ახალი ინტერნეტბანკი - Express Online-ი წარადგინა. Express Online-ი გამორჩეულია დიზაინით, რომელსაც მომხმარებელი ირგებს საკუთარი საჭიროების მიხედვით, გამოყენების სიმარტივით; სრულიად ახალი, უნიკალური ფუნქციებით, სისწრაფით და საერთაშორისო სტანდარტის საუკეთესო დაცულობით. როგორც ბანკში აცხადებენ, Express Online-ი სთავაზობს მომხმარებელს ყველაფერს, რაც უნდა შეეძლოს თანამედროვე ინტერნეტბანკს, უფრო მარტივად და კომფორტულად.
“საქართველოს ბანკის” მომხმარებელი ახალი ინტერნეტბანკით ისარგებლებს
Express Online-ის ყველა ფუნქცია მთლიანად ერთ გვერდზეა მოთავსებული. შედეგად, მომხმარებელს არ მოუწევს სხვადასხვა გვერდზე გადასვლა რომელიმე ფუნქციის მოსაძებნად და ოპერაციების ჩატარების დროს სხვადასხვა ფანჯარაში მუშაობა.

Express Online-ის მომხმარებელს საშუალება აქვს საკუთარი სურვილისამებრ განალაგოს ინტერნეტბანკის ფუნქციები და მიიღოს სწორედ ისეთი ინტერნეტბანკი, რომელიც ყველაზე მეტად მოერგება თითოეული მომხმარებლის მოთხოვნებს.

Express Online-ი უფრო სწრაფადაც იტვირთება. სისწრაფეს განაპირობებს ის ფაქტიც, რომ გადახდის ღილაკზე მხოლოდ ერთხელ დაჭერით შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე გადასახადის გადახდა და გადარიცხვის შესრულება, ასევე მობილურის ბალანსის შევსება პროვაიდერის მითითების გარეშე.

Express Online-ი გამოირჩევა დაცვის ყველაზე უსაფრთხო სისტემით, მათ შორის 120 ბიტიანი დაცვის სერთიფიკატით. ინტერნეტბანკში შესვლა კი მარტივია: ამისთვის შესაძლებელია იმავე სახელისა და პაროლის გამოყენება, რომლითაც მომხმარებელი ibank.ge-ზე და მობილბანკში შესვლისას სარგებლობს. თუ მომხმარებელი არ სარგებლობს საქართველოს ბანკის ინტრნეტბანკით, საკმარისია ეწვიოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს, სადაც მას მომხმარებლის სახელსა და პაროლს გადასცემენ. Express Online-ში შესვლა ნებისმიერი ინტერნეტ ბრაუზერიდან არის შესაძლებელი.

Express Online-ით ასევე შესაძლებელია “საქართველოს ბანკის” ახალი შეთავაზებით სარგებლობა - მობილურის, დენის, გაზის, წყლის, დასუფთავების, ინტერნეტის, საკაბელოსა და სახლის ტელეფონის ბალანსის შევსება Express ქულებით. Express ქულები უგროვდებათ საქართველოს ბანკის Express Card-ის მფლობელებს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბარათით შესრულებულ ყველა ოპერაციაზე. Express Online-ით შესაძლებელია როგორც დაგროვილი Express ქულების რაოდენობის გადამოწმება, ისე მათი მობილურის ბალანსში ან კომუნალური მომსახურების საფასურში გადაცვლა.

სრულიად ახალი ინტერნეტბანკის მისამართია: www.eonline.ge


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა