IFC კორ სტანდარტ ბანკთან თანამშრომლობას იწყებს » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბანკები და ფინანსები : IFC კორ სტანდარტ ბანკთან თანამშრომლობას იწყებს
ნანახია: 1614

IFC კორ სტანდარტ ბანკთან თანამშრომლობას იწყებსIFC კორ სტანდარტ ბანკთან თანამშრომლობას იწყებს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, თანამშრომლობას იწყებს ქეი-ეს-ბი ბანკთან (კორ სტანდარტ ბანკი), რათა ხელი შეუწყოს ბანკს მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების გაზრდაში, რაც დაეხმარება მათ გაფართოებაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.

IFC ქეი-ეს-ბი ბანკს 7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს მცირე და საშუალო საწარმოების გრძელვადიანი დაფინანსებისთვის. ასეთი საწარმოებისთვის კომერციული ბანკებიდან სათანადო დაფინანსების მიღება ხშირად რთულია. ამ თანამშრომლობის შედეგად, ბანკის მიერ მცირე მეწარმეებზე გაცემული სესხების რაოდენობა 2016 წლისთვის თითქმის გასამმაგდება. IFC პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ქეი-ეს-ბი ბანკს გრძელვადიანი დაფინანსების გამოყოფით უჭერს მხარს. IFC-ის მხარდაჭერამ შესაძლოა წაახალისოს სხვა პოტენციური ინვესტორებიც, რათა მათ მხარი დაუჭირონ ბანკს მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებაში.

&№96;ქეი-ეს-ბი ბანკმა ბოლო ხანს განვითარების ახალი სტრატეგია აირჩია, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს. IFC-სთან თანამშრომლობა დაგვეხმარება გადავჭრათ ასეთ პროექტებთან დაკავშირებული გრძელვადიანი დაფინანსების საკითხი,” განაცხადა ქეი-ეს-ბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ღლონტმა.

IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში თომას ლუბეკმა აღნიშნა: &№96;მცირე და საშუალო საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში დასაქმების კუთხით. ეს დაფინანსება საშუალებას მისცემს მეწარმეებს მოახდინონ თავიანთი საწარმოების მოდერნიზება, დაიქირავონ მეტი თანამშრომელი და ხელი შეუწყონ სიღარიბის შემცირებას. მოხარულნი ვართ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას “ქეი-ეს-ბი” ბანკთან ამ მიმართულებით.”

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 583 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 43 პროექტში. IFC-ის ინვესტიციებმა ასევე ხელი შეუწყო რეგიონული პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. გარდა ამისა, IFC საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა