“საქართველოს ბანკმა” სესხების საგაზაფხულო სეზონი დაიწყო » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბანკები და ფინანსები : “საქართველოს ბანკმა” სესხების საგაზაფხულო სეზონი დაიწყო
ნანახია: 3328

“საქართველოს ბანკმა” სესხების საგაზაფხულო სეზონი დაიწყო
“საქართველოს ბანკმა” ავტო და იპოთეკურ სესხებზე სპეციალური შეთავაზების შესახებ განაცხადა. აქცია 17 აპრილიდან ამოქმედდა. სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი, რომელიც 17 აპრილიდან 1 ივნისამდე “საქართველოს ბანკში” იპოთეკური სესხით ისარგებლებს, საჩუქრად სესხზე დარიცხული ორი თვის პროცენტი გადაეცემა. ის მომხმარებელი კი, რომელიც 17 აპრილიდან 1 ივნისამდე ავტოსესხით ისარგებლებს, სესხზე დარიცხული ერთი თვის პროცენტისაგან გათავისუფლდება.

“საქართველოს ბანკის” იპოთეკური სესხით სარგებლობა საქართველოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ პირს შეუძლია, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც თვეში 750 ლარს და მეტს შეადგენს და ვისაც საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის, აგარაკის, საოფისე ფართის, ასევე ავეჯის შეძენა, ბინისა და სახლის მშენებლობა სურს. ავტოსესხით სარგებლობა კი ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია, რომლის ყოველთვიური შემოსავალიც, ასევე, 750 ლარს და მეტს შეადგენს. ავტოსესხის ვადა 6 წლამდე განისაზღვრება.

ავტო და იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.sb.ge


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა