`პროკრედიტ ბანკი’ ფილიალების ქსელს აფართოებს » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ნოემბერი 2014    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბანკები და ფინანსები : `პროკრედიტ ბანკი’ ფილიალების ქსელს აფართოებს
ნანახია: 1014

`პროკრედიტ ბანკი’  ფილიალების ქსელს აფართოებს
&№96;პროკრედიტ ბანკი საქართველო’ ფილიალების ქსელს რეგიონებში კიდევ უფრო აფართოებს და სამტრედიასა და ახალციხეში ახალ ფილიალებს ხსნის. ქუთაისში მოქმედი სამი ფილიალიდან ერთ-ერთი ახალ შენობაში გადავა, ბათუმში მოქმედ ხუთ ფილიალს კი მეექვსე დაემატება. აღნიშნული ღონისძიებების მთავარი მიზანი რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობას დაეთმობა. „პროკრედიტ ბანკი“ სამტრედიასა და ახალციხეში ფილიალებს პირველად ხსნის.
როგორც ბანკში აცხადებენ, ფილიალების ქსელის გაფართოების საჭიროება განაპირობა როგორც საზოგადოების მხრიდან ბანკის მომსახურებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ, ასევე ბანკის სურვილმა, მაქსიმალური კომფორტი შეექმნა თავისი კლიენტებისათვის და მათთვის მოსახერხებელ ადგილზე გაეწია მომსახურება, რითაც მათ აარიდებდა შორ მანძილზე გადაადგილებას.
სამტრედიაში ახალი ფილიალი 8 აგვისტოს გაიხსნა. ფილიალში პირველ ეტაპზე 10 თანამშრომელი იმუშავებს. ფილიალის მომსახურებით სამტრედიის მოსახლეობა კვირაში ხუთი დღე ისარგებლებს. ყველა სხვა ფილიალის მსგავსად, სამტრედიის ფილიალი კლიენტებს &№96;მომსახურებას ერთ წერტილში~ გაუწევს. მომსახურება ბანკის კლიენტებს საშუალებას აძლევს, ტრანზაქციები გაცილებით სწრაფად განახორციელონ და 2000 ლარამდე (1000 აშშ დოლარი) თანხები კლიენტთა მრჩეველთან მიიღონ და გადაიხადონ. ასე რომ, ნაღდი ფულით ოპერაციებისათვის მათ სალაროსთან მისვლა აღარ მოუწევთ: ყველა ოპერაცია მოხერხებულად, ერთ ადგილზე შესრულდება.
სამტრედიის ფილიალის, ასევე ქუთაისის, ბათუმის და ახალციხის (რომელიც წლის განმავლობაში გაიხსნება) ახალი ფილიალების დიზაინი &№96;მომსახურება ერთ წერტილში~ კონცეფციის შესაბამისი იქნება.
ბათუმში რამდენიმე კვირის წინ გახსნილი ახალი ფილიალი კლიენტებს გახანგრძლივებული გრაფიკით, კვირაში 7 დღე მოემსახურება, რათა მათი დასვენების პერიოდი რაც შეიძლება კომფორტული გახადოს. ოთხი ახალი ფილიალის ჩათვლით, „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალების საერთო რაოდენობა საქართველოში 60 იქნება.
საშა ტერნესი, „პროკრედიტ ბანკის დირექტორი“: „ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი მძლავრი, კარგად განვითარებული ფილიალების ქსელით. ახალი ფილიალების საშუალებით ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდა და ის ქალაქებიც მოიცვა, სადაც ჯერ არ ვიყავით წარმოდგენილი. ეს საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი შესაბამის რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობას დაეთმობა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ჩვენი კლიენტები უკვე შეძლებენ ისარგებლონ თანამედროვე დიზაინით მოწყობილი ფილიალებით, სადაც მათ საერთაშორისო დონის მომსახურებას გაუწევენ. ფილიალების გაფართოებული ქსელის საშუალებით ჩვენს კლიენტებთან სიახლოვეს ვინარჩუნებთ და მათ ხარისხიან, სწრაფ და მოსახერხებელ საბანკო მომსახურებას ვუწევთ.“
„პროკრედიტ ბანკი“ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 58 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკი საერთაშორისო „პროკრედიტ ჯგუფის“ წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. „პროკრედიტ ჯგუფს“ სათავეში უდგას სს „პროკრედიტ ჰოლდინგი“ (მაინის ფრანკფურტი, გერმანია).
„პროკრედიტ ბანკს“ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან Fitch Ratings მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.
2011 წლის ივნისის მდგომარეობით, „პროკრედიტ ბანკის“ აქტივებმა 494 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღესდღეობით “პროკრედიტ ბანკი - საქართველოს” მომსახურებით 355,000-მდე კლიენტი სარგებლობს.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა