"SMS სესხი" ახალ მომსახურებას მოიცავს » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ივნისი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
ნიუსების არქივი
» .
» SES-ი მთელი მსოფლიოს მა ...
» ბულგარეთის საელჩომ ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბანკები და ფინანსები : "SMS სესხი" ახალ მომსახურებას მოიცავს
ნანახია: 1791

"SMS სესხი" ახალ მომსახურებას მოიცავს
"საქართველოს ბანკმა" ბაზარზე კიდევ ერთი ინოვაციური მომსახურება დანერგა. ამიერიდან მომხმარებელი "SMS სესხის" მეშვეობით მიმდინარე სამომხმარებლო სესხის გადაფარვას და ახალი სესხის მიღებას ერთდროულად, ბანკში მიუსვლელად, ბანკომატის მეშვეობით, სულ რამდენიმე წუთში შეძლებს. თუ მომხმარებელს აქვს მიმდინარე ვალდებულება ან ვალდებულებები, ერთი "SMS სესხის" მეშვეობით მარტივად შეძლებს როგორც არსებული სესხის/სესხების გადაფარვას, ასევე ახალი სესხის გააქტიურებას.

მომხმარებელს მიუვა SMS "საქართველოს ბანკის" ნომრიდან 4444, რომ მის სახელზე დამტკიცებულია სამომხმარებლო სესხი და ამავდროულად აქვს მიმდინარე ვალდებულება, რომელიც დარეფინანსირდება "SMS სესხის" გააქტიურების შემთხვევაში. SMS-ის მიღების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს 30 დღის განმავლობაში შეუძლია მიაკითხოს "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ბანკომატს, ჩატვირთოს მისი კუთვნილი პლასტიკური (სადებეტო) ბარათი და "SMS სესხი" გააქტიუროს. ბანკომატის ეკრანზე გამოჩნდება მონაცემები მომხმარებლის ახალი სესხის თანხის თაობაზე, გადასაფარი სესხის მოცულობასა და ხსენებულ ორ თანხას შორის სხვაობაზე. "SMS სესხსა" და გადასაფარ სესხს შორის სხვაობა 400 ლარს ან მეტს უნდა შეადგენდეს. ოპერაციის დასრულებისას მომხმარებელი მიიღებს ქვითარს, სადაც მითითებული იქნება როგორც გადაფარული, ასევე მიღებული "SMS სესხის" მოცულობა.

მომხმარებელს ბანკომატითვე შეუძლია გაეცნოს მასზე დაშვებული "SMS სესხის" სარგებლობის პირობებს, მათ შორის სესხის ვადასა და საპროცენტო განაკვეთს, ასევე აირჩიოს მისთვის სასურველი გადახდის თარიღი და სესხის თანხა, დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში. "SMS სესხით" სარგებლობისთვის მომხმარებელს არ სჭირდება განაცხადის შევსება, სესხის თანხის გააქტიურება კი პირდაპირ საკუთარ პლასტიკურ ბარათზე შეუძლია.

"SMS სესხი" ბანკის მიერ წინასწარ მტკიცდება და განკუთვნილია ბანკის სახელფასო მომსახურების პროგრამაში არსებული მომხმარებლისთვის, რომლის ყოველთვიური ხელფასი სამომხამარებელო სესხით სარგებლობის პირობებს აკმაყოფილებს. ასევე აუცილებელია, რომ ბანკში რეგისტრირებული იყოს მომხმარებლის აქტიური ტელეფონის ნომერი, რათა მომხმარებელს მობილურზე მიუვიდეს შესაბამისი შეტყობინება SMS-ით.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა