Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ნოემბერი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ბანკები და ფინანსები : კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ
ნანახია: 1628

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2011 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 1.3 პროცენტით, ანუ 81.6 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის 1 თებერვლისათვის 6.3 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.5 პროცენტით, ანუ 7.9 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 1.9 პროცენტით, ანუ 89.5 მლნ ლარით გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2011 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 614.4 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.8 პროცენტით ანუ 17.6 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 3.0 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.3 პროცენტით ანუ 40.2 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 51.3 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2010 წლის დეკემბერთან შედარებით, იანვარში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.1 პროცენტით ანუ 2.6 მლნ ლარით შემცირდა და 1.9 მლრდ ლარი შეადგინა.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22.0 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი თებერვლისათვის 801.0 მლნ ლარით განისაზღვრა (3.2 პროცენტით ანუ 24.8 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 10.5 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 382.5 მლნ ლარია (0.5 პროცენტით, ანუ 2.0 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 83.9 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2011 წლის იანვრის თვის განმავლობაში 1.5 პროცენტით ანუ 35.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 2.4 მლრდ ლარს მიაღწია.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა